1. საქართველოს საგადასახადო ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.
2. შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე ადგილსამყოფელი.
3. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს აქვს მინიჭებული.
საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3581
- ვებგვერდი, 15.05.2015წ.
თავი VII
საგადასახადო ორგანოთა უფლებები და ვალდებულებე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.05.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 01.05.2015 კანონი №3581
- 14.06.2011 კანონი №4754
- 20.05.2011 კანონი №4705
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.04.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. საქართველოს საგადასახადო ორგანოები 1. საქართველოს საგადასახადო ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები. 2. შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე ადგილსამყოფელი. 3. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ორგანოები, გარდა იმ შემთხვევებისა,შემთხვევისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სხვა ორგანოებს. საგადასახადო კონტროლს ასევე ახორციელებს სხვა პირი, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით,აქვს ამმინიჭებული. კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე. თავი VII საგადასახადო ორგანოთა უფლებები და ვალდებულებებივალდებულებე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-954(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 48.1 მუხლზე, რომლის თანახმად საქართველოს საგადასახადო ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.
- საქმე №ას-1069-1003-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2012
დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე, ხოლო საგადასახადო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.
- საქმე №ბს-1675-1629(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2009
აუცილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით. იმავე კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად კი, საქართველოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები.
- საქმე №ბს-1374-1332(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2009
აუცილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით. იმავე კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად კი, საქართველოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები.
- საქმე №ბს-910-872(კ-კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2007
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საგადასახადო ორგანოს მიერ საერთოდ იგნორირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ერთობლივი შემოსავლებიდან გამოიქვითებოდა ყველა ხარჯი, რომლებიც დაკავშირებული იყო მის მიღებასთან, გარდა ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალური ხარჯებისა.
- საქმე №ბს-1347-922(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2006
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება