1. ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით.
2. პირადი საგადასახადო მრჩეველი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.
3. პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გასაწევი მომსახურების სახეებს, მომსახურებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
- 15.05.2012 კანონი №6211
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. პირადი საგადასახადო მრჩეველი 1. ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით. 2. პირადი საგადასახადო მრჩეველი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებითსაქართველოს გათვალისწინებულფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას. 3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო მრჩეველს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებითმიერ სარგებლობისგადასახადის წესიგადამხდელისთვის დაგასაწევი პირობები, მომსახურების ფარგლებისახეებს, დამომსახურებით სახეებისარგებლობის განისაზღვრებაწესსა გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადოპირობებს ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით. 4. პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გასაწევი მომსახურების სახეების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება