1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.
2. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
3. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
4. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესის ან/და ვადის შეცვლა.
6. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581).
8. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან.
9. იმპორტის გადასახდელის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3581
- ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6942
- 28.06.2019 კანონი №4906
- 01.05.2015 კანონი №3581
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება 1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. 2. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. 3. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა. 4. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესის ან/და ვადის შეცვლა. 6. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581). 8. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან. 9. იმპორტის გადასახდელის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-777(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
…მიღებას. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.
- საქმე №ას-1174-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
…თანხები), არ მოწმობს საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტის გარემოებას, ვინაიდან, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი თავად დასაქმებული პირია, დამსაქმებელი მხოლოდ აღასრულებს მისი ხელფასიდან დაქვითვისა და ბიუჯეტში შეტანის ვალდებულებას ( საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილი; 79-80-ე მუხლები), ამრიგად, ხელფასის გაუცემლობის პირობებში, ცხადია, რომ არც მისი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება წარმოიშვებოდა.
- საქმე №ბს-437(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.
- საქმე №ბს-1308(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
- საქმე №ბს-837(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2019
…მოთხოვნის გამოცემას, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
- საქმე №ბს-1266(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2019
- საქმე №ბს-1031(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
- საქმე №ბს-938(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2018
- საქმე №ბს-408-408(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2018
- საქმე №ბს-873(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ას-1051-1006-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2016
- საქმე №150310116001585488 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.02.2019
- საქმე №020310017002138249 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.08.2019
- საქმე №020310117001943298 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №330310017001994028 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330310017001984821 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №080310017001897544 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 05.09.2019
- საქმე №110310017002135670 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 26.07.2019
- საქმე №140310116001649395 · გორის რაიონული სასამართლო · 23.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება