1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება;
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება.
. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბანკო დაწესებულების ვალდებულება არ ზღუდავს პირის უფლებას, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე ან ნაწილობრივ შესრულების შემდეგ განკარგოს საინკასო დავალების გაუნაღდებელი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები.
2. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არაუგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გადასახადის გადამხდელს ეკისრება.
3. თუ პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია საგადახდო ან საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი შესრულება ხორციელდება ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2626
- 15.05.2012 კანონი №6211
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 54. საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით 1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება; ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება. 11 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბანკო დაწესებულების ვალდებულება არ ზღუდავს პირის უფლებას, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე ან ნაწილობრივ შესრულების შემდეგ განკარგოს საინკასო დავალების გაუნაღდებელი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები. 2. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არაუგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გადასახადის გადამხდელს ეკისრება. 3. თუ პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია საგადახდო ან საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი შესრულება ხორციელდება ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-201-199(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
აღნიშნული ვალდებულება დადგენილია საგადასახადო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ვ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა ექვსი წლის…
- საქმე №ბს-330(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. მე-3 პუნქტის თანახმად კი, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის…
- საქმე №ბს-177-170(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2013
…უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა ნაკლებ 9000 და არაუმეტეს 90 000 ლარისა ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №261/18…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება