1. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან 3 თვის განმავლობაში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონების ხარჯზე.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება, გაუგზავნოს შეტყობინება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მაგივრად დადგენილი წესით გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება.
3. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე იხდის მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია და მხარდაჭერის მიმღების მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. სასამართლოს მიერ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება.
6. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ან მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანება არის სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3349 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3349
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.04.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. უგზო-უკვლოდ დაკარგული ანპირის ქმედუუნაროდა ფიზიკურიმხარდაჭერის პირისმიმღების საგადასახადო ვალდებულების შესრულება 1. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან 3 თვის განმავლობაში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონების ხარჯზე. 2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება, გაუგზავნოს შეტყობინება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მაგივრად დადგენილი წესით გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება. 3. სასამართლოსმხარდაჭერის მიერმიმღების ქმედუუნაროდსაგადასახადო აღიარებულივალდებულებას პირისმხარდაჭერის საგადასახადომიმღების ვალდებულებასქონების ხარჯზე ასრულებს მისი მეურვემხარდამჭერი, ქმედუუნაროთუ პირისსასამართლოს ქონებისგადაწყვეტილებით ხარჯზე.სხვა სასამართლოსრამ მიერარ ქმედუუნაროდარის აღიარებულიგანსაზღვრული. ფიზიკურიმხარდაჭერის პირისმიმღების საგადასახადო დავალიანებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე იხდის მისი მეურვე.მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან ქმედუუნაროდმხარდაჭერის აღიარებულიმიმღებად ფიზიკურიცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება ითვლება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერებაჩამოიწერება, იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.დასაფარავად არასაკმარისია და მხარდაჭერის მიმღების მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. სასამართლოს მიერ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდმხარდაჭერის აღიარებისმიმღებად ცნობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან აღდგება ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება.დავალიანება აღდგება. 6. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ან ქმედუუნარომხარდაჭერის ფიზიკურიმიმღების პირის საგადასახადო დავალიანება არის სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდმხარდაჭერის აღიარებისმიმღებად ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-614(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2021
ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) თუ არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას;
- საქმე №330310018002769039 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-8, 41-ე, 44-ე, 51-ე, 58-ე, 238-ე, 241-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე, 301-ე და 305-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
- საქმე №330310017001773980 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.08.2018
ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) თუ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას;
- საქმე №330310015765870 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.12.2018
ამავე პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება