მუხლი 321. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შედეგები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლი · სსსკ 321
თავი XXXVII — მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
საქმე №ას-981-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
ფართს, რაც თითქოსდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომლის მიმართ, პალატის მოსაზრებით, მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლით გათვალისწინებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. კასატორი მიიჩნევს, რომ დასახელებული მუხლის გამოყენება უსწოროა, რამეთუ იგი ამ საკითხებს არ ეხება და არ აწერსრიგებს.
…2%-იანი გადასახადის ქვითარი არ წარმოადგენს დავის საგანს, არამართებულია, ვინაიდან 1997 წლის 1 დეკემბერს საიჯარო ხელშეკრულება უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე სს,,გ...სა” და შპს,,ერთობლივ საწარმო გუ...ს” შორის დადებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის დარღვევით. მითითებული მუხლი იმპერატიულად უთითებს, რომ ყველა ხელშეკრულება, რომლებიც ეხება უძრავი ქონების გადაცემას, გასხვისებას, ქონების ნაწილის გადაცემას, აუცილებლად მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას და იგი რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის საფუძველზე, 1980 წელს გარდაცვლილი მამის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.
…შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, განცხადება მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შეიტანება სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას.
…ძალაში შესვლის დღე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 321, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-321/