თავი XXXVII — მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება
1. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის ქონება მინდობილი საკუთრების სახით გადაეცეს სამართავად მის კანონით მემკვიდრეებს.
2. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც პირი გამოცხადებულია გარდაცვლილად, არის საფუძველი იმისათვის, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2011 კანონი №5569
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1028-948-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2017
აგრეთვე, სადავოა მოთხოვნის იურიდიული მართებულობა [ სსსკ-ის 320-ე მუხლის მე-2 ნაწილი]. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
- საქმე №ა-4712-შ-95-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.02.2016
თურქეთის რესპუბლიკის ხოფის სამოქალაქო საქმეთა სასამართლომ, სახელმწიფოში მოქმედი სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 385-ე, 316-ე-322-ე მუხლებით დადგენილი წესით, გამოიყენა გამარტივებული სასამართლო საქმისწარმოება და, იმავე კოდექსის 320-ე მუხლით დადგენილი წესით, გადაწყვეტილება მიიღო მხარეების სასამართლო პროცესზე მოუწვევლად, სარჩელის კვალიფიკაციიდან და სასამართლო განხილვის ვადის გაგრძელების აუცილებლობის არარასებობის გამო.
- საქმე №ბს-286-279(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2008
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 1998 წლის 8 სექტემბრის განჩინებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი დააკმაყოფილა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 320-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად საბურთალოს რაიონის სასამართლოს დაუქვემდებარა.
- საქმე №ბს-58-56(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2007
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 1998 წლის 8 სექტემბრის განჩინებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი დააკმაყოფილა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 320-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად საბურთალოს რაიონის სასამართლოს დაუქვემდებარა.
- საქმე №150210219003311518 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 21.02.2020
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 310-ე, 317-ე, 318-ე, 320-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ა--- კ-----–---ის წარმომადგენლის ვ----–----–----ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება