თავი XXXIX — დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება)
1. პირს, საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის ან საორდერო ფასიანი ქაღალდის დაკარგვისას ან განადგურებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლია სთხოვოს სასამართლოს დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადება და მასზე უფლების აღდგენა.
2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მუხლში მითითებული საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-928-871-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2012
მანვე არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 328-ე მუხლი. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესი, როდესაც საქმის განხილვისას მოპასუხე თანახმა იყო მორიგების სახით მოსარჩელისათვის 20000 აშშ დოლარის გადახდაზე, პალატამ მხარეს დააკისრა 6500 აშშ დოლარის ანაზრაურება.
- საქმე №330210018002698392 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
ხოლო ამავე კოდექსის 328-ე მუხლით თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
- საქმე №330210018002319588 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.10.2018
ხოლო ამავე კოდექსის 328-ე მუხლით თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება