უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ:
ა) უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეა;
ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;
გ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადებისათვის შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს აქვს დასაბუთებული ინტერეს
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ა-2265-შ-56-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2024
…რომლითაც მოთხოვნილი იყო ნ.ა–ის (უცხოელის ბინადრობის მოწმობის N:......, საქართველოს პასპორტის N:1......) უგზო-უკლოდ დაკარგულად გამოცხადება დაკმაყოფილდა. (იმ საფუძვლით, რომ მასზე არაფერი გაუგიათ 2016 წლის მარტის თვიდან) 7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მიხედვით: უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ა) უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეა;
- საქმე №ა-2266-შ-59-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2019
…ძალაში შევიდა 2018 წლის 27 თებერვალს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ა) უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება