1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით იგი კომპეტენტური არ არის. ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს:
ა) წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით;
ბ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისას იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებებს და რაც მხარეებისათვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო.
2. საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხე სასამართლოს კომპეტენტურობაზე პროტესტის გარეშე თანხმდება პროცესში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ:
ა) მოპასუხე წარმოდგენილია ადვოკატის მიერ;
ბ) მოსამართლემ შეატყობინა მოპასუხეს პროტესტის განცხადების შესაძლებლობაზე და ეს შეტყობინება დაფიქსირებულია საქმის წარმოების ოქმში.
3. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს. ასეთ შეთანხმებაზე შესაბამისად ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი.
4. შეთანხმებები ამ კანონის მე-10–16 მუხლებით გათვალისწინებული კომპეტენციის თაობაზე ბათილია. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ა-5624-შ-161-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
ასეთი შეთანხმების უფლებას საქართველოს შიგნით მისი საერთო სასამართლოების განსჯადობასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლი, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლოებთან მიმართებით „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლი უზრუნველყოფს, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს.
- საქმე №ა-4687-შ-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
…წარმოშობილი რეგისტრირებული უფლებისა), როდესაც ამ უფლების რეგისტრაცია ან მისი რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა; ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქართველოში მოხდა. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით იგი კომპეტენტური არ არის.
- საქმე №ას-287-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2020
პალატის განმარტებით, მხოლოდ მხარეთა მიერ კონკრეტული სახელმწიფოს სამართლის იურისდიქციის აღიარება კი ვერ აქცევს მას ნამდვილ პირობად იმ ვითარებაში, როდესაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 18.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში დაიშვება შეთანხმება თუ ერთ-ერთი მხარის ადგილსამყოფელი ჩეულებრივ ამ ქვეყანაში აქვს.
- საქმე №ა-3968-შ-107-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2020
…რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას. 48. ამასთან, კონვენცია ცალსახად მიუთითებს ბავშვის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებზე სხვა მუხლებშიც: მე-9 მუხლში: მშობლებისაგან დაშორება; მე-10 მუხლში: ოჯახის გამთლიანება; მე-18 მუხლში: მშობლის პასუხისმგებლობა; მე-20 მუხლში: ოჯახური გარემოდან ჩამოცილება და ალტერნატიული ზრუნვა; 37(გ) მუხლში: თავისუფლებააღკვეთილი ზრდასრულებისაგან განცალკევება;
- საქმე №ა-4246-შ-126-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2019
…რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას. 19. ამასთან, კონვენცია ცალსახად მიუთითებს ბავშვის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებზე სხვა მუხლებშიც: მე-9 მუხლში: მშობლებისაგან დაშორება; მე-10 მუხლში: ოჯახის გამთლიანება; მე-18 მუხლში: მშობლის პასუხისმგებლობა; მე-20 მუხლში: ოჯახური გარემოდან ჩამოცილება და ალტერნატიული ზრუნვა; 37(გ) მუხლში: თავისუფლებააღკვეთილი ზრდასრულებისაგან განცალკევება;
- საქმე №ა-2761-შ-69-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2017
- საქმე №ა-952-შ-23-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2016
- საქმე №ა-2135-შ-46-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2015
- საქმე №330210019003078622 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.03.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება