1. თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. საქმის წარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება.
2. საქართველოს სასამართლო საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, თუ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ცნობილ იქნეს საქართველოშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ა-4595-შ-124-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების მე-19, მე-20 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 284-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №ა-786-შ-23-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების მე-19, მე-20 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 284-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №ას-1331-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
…მუხლის შესაბამისად, კანონი განსაზღვრავს, უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას გამოსაყენებელ სამართლებრივ წესრიგს, მათ შორის, საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომელიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას. ამავე კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლო საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, თუ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ცნობილ იქნეს საქართველოში.
- საქმე №ა-2853-შ-73-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2021
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-19 და მე-20 მუხლებით „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, 68-ე, 64-ე, 70-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა:
- საქმე №ა-840-შ-16-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
…არასრულწლოვნის ინტერესებზე ჩვეულებრივი საცხოვრებელი გარემოს შეცვლა; დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რამდენადაც დაირღვევა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები; 9.7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის…
- საქმე №ას-777-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
- საქმე №ა-2397-შ-64-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2019
- საქმე №ა-952-შ-23-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2016
- საქმე №ას-155-149-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2012
- საქმე №ას-505-479-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2011
- საქმე №ას-46-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ა-809-შ-25-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №080210019002582910 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №330210018002464016 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება