1. თუ პირი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელთანაც იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას.
2. თუ ფიზიკური პირი მოქალაქეობის არმქონეა ან შეუძლებელია მისი მოქალაქეობის დადგენა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – საქართველოს სამართალ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ა-5086-შ-104-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2025
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, სამოქალაქო, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამარათლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-20, 22-ე მუხლებით, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა 1. ბ.გ–ის წარმომადგენლის განცხადება თურქეთის რესპუბლიკის ლულებურგაზის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს;
- საქმე №ას-550-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2023
პალატამ მიუთითა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე (ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას), ასევე ამავე კანონის 22.1 მუხლსა (თუ პირი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელთანაც იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, აქვს…
- საქმე №330210118002401776 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.03.2020
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, თუ პირი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელთანაც იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას.
- საქმე №330210118002401776 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 183-ე, 312-ე, 524-ე, 1106-ე,
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება