1. გარიგების ან მისი ცალკეული დებულების ძალაში შესვლა და ნამდვილობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო გარიგების ან მისი რომელიმე დებულების ნამდვილობისათვის.
2. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც სახელშეკრულებო მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მხარის მოქმედების შედეგების განსაზღვრა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლის მიხედვით შეიძლება გაუმართლებელი ყოფილიყო, პირს იმის დასამატკიცებლად, რომ მას არ მიუცია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, შეუძლია მიმართოს თავისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-323-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
…საქართველოს კანონის შემდეგ მოწესრიგებაზე: კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; 27-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო გარიგების ან მისი რომელიმე დებულების ნამდვილობისათვის;
- საქმე №ა-2761-შ-69-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2017
საქართველოს სინამდვილეში ფორმის საკითხი წყდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, ხოლო ნამდვილობა და ძალაში შესვლაზე გამოსაყენებელი სამართალი კი, განისაზღვრება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით (იხ. სუსგ №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი).
- საქმე №ა-952-შ-23-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2016
საქართველოს სინამდვილეში ფორმის საკითხი წყდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლით, ხოლო ნამდვილობა და ძალაში შესვლაზე გამოსაყენებელი სამართალი კი განისაზღვრება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით. 11. საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში საერთაშორისო კომპეტენციის განსაზღვრისას ხშირად წარმოიშობა პრობლემა ე.წ.
- საქმე №ა-2135-შ-46-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2015
საქართველოს სინამდვილეში ფორმის საკითხი წყდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლით, ხოლო ნამდვილობა და ძალაში შესვლაზე გამოსაყენებელი სამართალი კი, განისაზღვრება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, სწორად განიმარტოს…
- საქმე №ას-209-196-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2015
ალავიძე [1] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, მე-9 მუხლის „ა“ პუნქტი [2] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 27-ე მუხლის პირველი პუნქტი [3] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 29-ე მუხლის პირველი პუნქტი [4] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო…
- საქმე №ბს-963-549(კს-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2005
- საქმე №330210018002464016 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება