1. გარიგების ფორმა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც დაიდო ეს გარიგება ან იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოიყენება გარიგების საგნის მიმართ. გარიგების ფორმა დაცულად ითვლება, თუ ხელშეკრულება დაიდო სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ პირებს შორის და იგი შეესაბამება ერთ-ერთი ქვეყნის სამართლის მოთხოვნებს გარიგების ფორმის შესახებ.
2. თუ ხელშეკრულება დადებულია წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ ამ მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებისას იგულისხმება ის ქვეყანა, სადაც იმყოფება წარმომადგენელი.
3. გარიგებათა მიმართ, რომელთა საგანია მიწის ნაკვეთზე უფლება, მიუხედავად ხელშეკრულების დადების ადგილისა და ამ ადგილას მოქმედი სამართლისა, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართლის იმპერატიული ნორმები გარიგების ფორმის შესახებ, სადაც არის მიწის ნაკვეთი.
4. გარიგება, რომლითაც წარმოიშობა უფლება ნივთზე ან რომლითაც ხდება ამ უფლების განკარგვა, ითვლება ფორმის დაცვით დადებულად, თუ იგი შეესაბამება გარიგების ფორმის შესახებ იმ ქვეყნის სამართლის მოთხოვნებს, რომელიც გამოიყენება გარიგების საგნის წარმომშობი სამართლებრივი ურთიერთობის მიმარ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-209-196-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2015
ალავიძე [1] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, მე-9 მუხლის „ა“ პუნქტი [2] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 27-ე მუხლის პირველი პუნქტი [3] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 29-ე მუხლის პირველი პუნქტი [4] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი [5] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის…
- საქმე №ას-355-334-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2014
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ, რამდენადაც 2012 წლის 14 ნოემბერს კ.
- საქმე №2კ-779აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2006
მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების ფორმა განისაზღვრა იმ ქვეყნის სამართლით, სადაც დაიდო ეს გარიგება, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» 29-ე მუხლის 1-ელ პუნქტთან. 2000 წლის 5 ოქტომბრის აქტით აღიარებულ იქნა ვალის არსებობა.
- საქმე №190210018002354091 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.10.2019
…ურთიერთობას, მოსარჩელე მოითხოვს თურქეთიდან საქართველოში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაკისრებას, რის გამოც გამოსაყენებელი სამართლის ნორმები უნდა განისაზღვროს,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად გარიგების ფორმა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც დაიდო ეს გარიგება ან იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოიყენება გარიგების საგნის მიმართ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება