შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 08.11.2006
საქმის ნომერი
2კ-779აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

779აპ 8 ნოემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე,ნ. ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. ბ-სა და ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის განაჩენზე დ. მირცხულავას მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის განაჩენით დ. მ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 24-ე,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ. მ-ამ, იყო რა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისი და სხვისთვის გამორჩენის მიზნითა და უპირატესობის მისაღებად, არაერთგზის, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მანვე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ხელი შეუწყო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე პირადი მოტივით ჩაიდინა დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო გადამალვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1999 წლის დეკემბრიდან 2003 წლის აგვისტომდე პერიოდში დ. მ-ვა მუშაობდა საქართველოს --- მინისტრის თანამდებობაზე და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს. „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებით», რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის -- დეკემბრის ¹-- ბრძანებულებით, რეგლამენტებული იყო მისი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელის, უფლება-მოვალეობანი. კერძოდ, დ. მ-ას, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ევალებოდა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის კოორდინირება, იგი წარმოადგენდა უწყების ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებისას, ხელს აწერდა ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. მას ასევე ევალებოდა საქართველოს პრეზიდენტის ცალკეული ბრძანებულებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული ამოცანების შესრულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის -- ნოემბრის ¹-- განკარგულებით, რომელიც მიღებული იყო თვით დ. მ-ას ინიციატივით და მისი 2000 წლის 12 სექტემბრის წერილის საფუძველზე, მას, როგორც ---ის მინისტრს, დაევალა სომხეთის რესპუბლიკის ენერგოსისტემის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესრულებაზე სისტემატური კონტროლი. აღნიშნული დავალიანება საქართველოს წარმოეშვა შექმნილი ენერგოდეფიციტის პირობებში სომხეთის რესპუბლიკიდან 1998-99 წლებში ელექტროენერგიის შესყიდვის გამო. ამ პერიოდში, მითითებულ ოპერაციებთან დაკავშირებით გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება, რომლებშიც სუბიექტის სტატუსით ჩართულნი იყვნენ საქართველოს მხრიდან _ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, სახელმწიფო კომპანია „---გო», შპს „---ზა» და ასოციაცია „---რი», სომხეთის მხრიდან კი _ სომხეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო, „---გო» და ერთობლივი საწარმო „---MK».

1998 წლის 24 ივლისსა და -- აგვისტოს გაფორმდა ¹-- და ¹--\--\-- ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც სომხეთის მხარემ საქართველოს 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მაისამდე პერიოდში მიაწოდა 243 მლნ კვტ\სთ ელექტროენერგია. არც ერთი აღნიშნული კონტრაქტი პროდუქციის გადაუხდელობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების დაკისრებას არ ითვალისწინებს და, ფაქტობრივად, წარმოადგენდა უპროცენტო კრედიტს.

ამავე საკითხთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ენერგოსისტემებს შორის 1998 წლის 31 დეკემბერს და 1999 წლის 15 თებერვალს დამატებით გაფორმდა კიდევ ორი ხელშეკრულება _ ¹-- და ¹--\--, რომლებშიც უკვე ჩაიდო საჯარიმო სანქციების გავრცელების პირობაც, შესაბამისად, 0,1%-სა და 10%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღესა და კვარტალზე, თუმცა მითითებული კონტრაქტები, მათში ჩადებული რიგი პირობების შეუსრულებლობის გამო, რეალურად არ ამოქმედებულა და მათ საფუძველზე საქართველოს ელექტროენერგია არ მიუღია.

სულ, 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მაისამდე პერიოდში მოწოდებული, აუნაზღაურებელი ელექტროენერგიის ოდენობამ შეადგინა 172,9 მლნ კვტ\სთ, ხოლო ღირებულებამ _ 4 394 068 აშშ დოლარი.

სომხეთის რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურების არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ქართულმა მხარემ აღნიშნული დავალიანების დაფარვა 2000 წლის 5 ოქტომბრამდე ვერ მოახერხა. 2000 წლის 5 ოქტომბერს კი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრებს შორის, 2000 წლის 30 აგვისტოს გაფორმებულ შეთანხმებასა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 19 სექტემბრის ¹--\-- განკარგულებაზე უკანონო აპელირებით, საქართველოს --- მინისტრმა დ. მ-ამ შპს „---»-ის გენერალურ --- ი. ღ-ტს დაავალა რუსეთის ფედერაციის „---ის» წარმომადგენელ ი. პ-სთან ერთად გაეფორმებინა ურთიერთშედარების აქტი და განესაზღვრა 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მაისამდე პერიოდში სომხეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანება, მაშინ, როცა ზემოთ მითითებულ შეთანხმებაშიც და შპს „---»-ის საბუღალტრო დოკუმენტებშიც ცალსახად იყო განსაზღვრული მოწოდებული, აუნაზღაურებელი ელექტროენერგიის მოცულობაც _ 172.9 მლნ კვტ\სთ და დავალიანების ოდენობაც _ 4 394 068 აშშ დოლარი.

მიუხედავად ამისა, ი. ღ-მა, წარმოადგენდა რა შპს „---»-ის გენერალურ დირექტორს და აღჭურვილი იყო ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით, დ. მ-ას მითითების საფუძველზე, საზოგადოების კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, მის მიერ დაკავებული პრივილეგებული სამსახურებრივი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, 2000 წლის 5 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის „---ის» რეგიონალურ --- ი. პ-სთან ერთად გააფორმა ურთიერთშედარების აქტი ¹--\-- და ოქმი, რომლითაც აღიარა 1998-99 წლებში სომხეთიდან მიღებული ელექტროენერგიის არა რეალური დავალიანება _ 4394068 აშშ დოლარი, არამედ ხელოვნურად, „---სათვის» გამორჩენის მისაღებად შექმნილი საჯარიმო სანქციებიც 2343503 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც იგნორირებულ იქნა შპს „---»-ის ზემოაღნიშნული საბუღალტრო მონაცემები.

მითითებული აქტისა და ოქმის გაფორმებისთანავე ი. ღ-მა საზოგადოების სამეწარმეო ბალანსში უკანონოდ განახორციელა ცვლილება და „---ოს» მიმართ 2000 წლის 5 ოქტომბრამდე არსებული საქართველოს მხარის დავალიანება 4394068 აშშ დოლარის ოდენობით „---ის» სასარგებლოდ ხელოვნურად გაზარდა 6737571 აშშ დოლარამდე.

მოგვიანებით „---ომ», დ. მ-ას ინიციატივით, ქართული მხარის ვალის მოთხოვნის უფლება გადასცა რუსულ-სომხურ კომპანია „---ას». შეთანხმებით ცალსახად განისაზღვრა და დაკონკრეტდა საქართველოს დავალიანების მოცულობაც, რამაც სწორედ 4394068 აშშ დოლარი შეადგინა, ანუ, ფაქტობრივად, სომხეთის მხარემ „---ას» გადასცა ქართული მხარისაგან მხოლოდ 4394068 აშშ დოლარის ოდენობის ვალის ამოღების უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული შეთანხმება საკმაოდ ბუნდოვნად განსაზღვრავდა შუამავალი ორგანიზაციის _ „---ის» როლს ვალის ამოღების ნაწილში და პრაქტიკულად ვერ ასაბუთებდა სომხურ-ქართულ ურთიერთობებში ასეთი სუბიექტის ჩართვის აუცილებლობას, დ. მ-ამ უკრიტიკოდ გაიზიარა შეთანხმების შინაარსი და 2001 წლის 21 იანვარს დაამტკიცა იგი ხელმოწერით. სომხურმა მხარემ აღნიშნული შეთანხმება 2001 წლის 12 თებერვალს, ანუ 20 დღის გასვლის შემდეგ დაამტკიცა. დ. მ-ამ, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს, ამავე ინტერესების აშკარა უგულებელყოფით, ზემოთ მითითებული შეთანხმების 6.3 და 6.4 პუნქტებში ჩადო საქართველოსათვის კაბალური, აშკარად წამგებიანი პირობა, რომლის თანახმად, ქართული მხარე არ იხსნიდა სომხეთის რესპუბლიკის წინაშე პასუხისმგებლობას „---ის» მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, ანუ, თუ შუამავალი ორგანიზაცია ქართული მხარისაგან ვალის ამოღების შემდეგ სომხეთის მხარეს არ აუნაზღაურებდა თანხებს, დავალიანების გადახდის ვალდებულება ისევ საქართველოს რჩებოდა.

უფრო მეტიც, 2001 წლის 31 იანვარს, ანუ ზემოხსენებული შეთანხმების გაფორმებიდან 10 დღის შემდეგ, დ. მირცხულავას ინიციატივით, საქართველოს მხარესა და „---ას» შორის შედგა შეთანხმების აქტი, რომლითაც სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა, სახელმწიფოს სახელით, ფაქტობრივად აღიარა არა 4394068 აშშ დოლარის, არამედ _ 6737571 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანება, კერძოდ:

დ. მ-ამ, წარმოადგენდა რა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების იგნორირებით იკისრა 1998-99 წლებში სომხეთიდან მიღებული ელექტროენერგიის არა რეალური დავალიანების _ 4 394 068 აშშ დოლარის, არამედ ხელოვნურად, „---სათვის» გამორჩენის მისაღებად შექმნილი საჯარიმო სანქციების _ 2 343 503 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებაც, მაშინ, როცა სომხეთის მხარესთან 2001 წლის 19 იანვარს გაფორმებული შეთანხმება არავითარ დამატებით საჯარიმო სანქციებს არ ითვალისწინებდა და ეხებოდა მხოლოდ 4 394 068 აშშ დოლარის ოდენობის ვალს. აღნიშნული, წამგებიანი პირობებით გაფორმებული აქტი დ. მ-ამ თავისი ხელმოწერით დაადასტურა.

მართალია, ზემოხსენებულ აქტში დაფიქსირდა ის გარემოებაც, რომ საჯარიმო სანქციას ქართული მხარე გადაიხდიდა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მაგრამ ეს შეეხებოდა არა ზოგადად ასეთი ვალდებულების დაფარვა-არდაფარვის საკითხს, არამედ მხოლოდ მის მოცულობას, ვინაიდან ქართული მხარის გაანგარიშებით საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 2343503 აშშ დოლარს, „---ის» გაანგარიშებით კი _ 2412705 აშშ დოლარს, ანუ 69 ათასი აშშ დოლარით მეტს. სწორედ ამ 69 ათასი აშშ დოლარის გადახდის საკითხი უნდა გადაეწყვიტა სასამართლოს, რაც საარბიტრაჟო სასამართლომ 2001 წლის 17 დეკემბერს განიხილა და დააკმაყოფილა კიდეც მოსარჩელის _ „---ის» სასარგებლოდ.

ამდენად, დ. მ-ას უკანონო ქმედების შედეგად ქართულმა მხარემ აღიარა ხელოვნურად შექმნილი 2343503 აშშ დოლარის დავალიანება, რითიც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და ამის ხარჯზე შუამავალ ორგანიზაცია „---ას» უსაფუძვლოდ მიეცა ფინანსური გამორჩენის მიღების შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნული მოქმედებით დ. მ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

დ. მ-ამ ამის შემდეგაც განაგრძო თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა და განზრახ არ უზრუნველყო საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ნოემბრის განკარგულებით დაკისრებული მოვალეობების შესრულება ვალის გადახდის თაობაზე კონტროლის დაწესების შესახებ, რითიც „---ის» ხელმძღვანელობას ხელი შეუწყო, თაღლითურად მიეთვისებინა სომხეთის რესპუბლიკის დავალიანების დასაფარად შპს „---დან» გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხები, კერძოდ:

დ. მ-ას მიერ 2001 წლის 31 იანვარს დამტკიცებული ოთხმხრივი შეთანხმებით („---» _ ი. ღ-ტი, შპს „---ზა» _ ა. ჩ-ძე, საბითუმო ბაზარი _ დ. ჯ-ლი და „---ია» _ ი. პ-კო) განისაზღვრა, რომ ქართული მხარის მიერ აღიარებულ დავალიანებას 2002 წლის მარტამდე საქართველოს «---თან» შესაბამისი ჩათვლების განხორციელების გზით ფაქტობრივად გადაიხდიდა შპს „---ზა». ამ ორგანიზაციამ შპს „---ის» მეშვეობით, 2001 წლის 23 თებერვლიდან 2002 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, 48 საგადასახადო დავალებით „---ას», ამ უკანასკნელის მიერვე მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე გადაურიცხა 6777737 აშშ დოლარი. თავის მხრივ, შუამავალი ორგანიზაცია „---ის» ხელმძღვანელმა მ. ი-მა და ი. პ-ომ ისარგებლეს რა, ერთი მხრივ, დ. მ-ას დანაშაულებრივი უმოქმედობით, ხოლო მეორე მხრივ, ამ უკანასკნელის მიერ 2001 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში მათ სასარგებლოდ ჩადებული იმ კაბალური პირობით, რომლის თანახმად, მათ მიერ სომხეთის მხარისათვის ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკის წინაშე თანხების გადახდის ვალდებულება მაინც საქართველოს რჩებოდა, 2002 წლის 19 მარტიდან 2002 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში „---ოს» აუნაზღაურეს მხოლოდ 439500 ათასი აშშ დოლარი, ანუ საერთო თანხის (4394068 აშშ დოლარის) დაახლოებით 10%, დარჩენილი თანხა _ 6338237 აშშ დოლარი კი თაღლითურად მიითვისეს.

ყოველივე ამას ხელი შეუწყო დ. მ-ამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის -- ნოემბრის ¹-- განკარგულებით ვალდებული იყო, სისტემატურად გაეკონტროლებინა სომხეთის ენერგოსისტემის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესრულება.

დ. მ-ამ, შეგნებულად, რეაგირების გარეშე დატოვა სომხეთის რესპუბლიკის სათანადო სამსახურებიდან 2002-2003 წლებში მიღებული არაერთი წერილობითი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ „---ია» არ ასრულებდა 2001 წლის 19 იანვრის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და გრაფიკის შესაბამისად არ იხდიდა თანხებს.

გარდა ამისა, დ. მ-ვა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულებულად წარმოჩენის მიზნით, რაც განპირობებული იყო მინისტრის პრივილეგებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, კარიერისტული ქვენაგრძნობით, ხელს უწყობდა „---ის» ხელმძღვანელებს დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში, კერძოდ:

„---ოს» გენერალურმა ---მა ლ. ე-მა ჯერ კიდევ 2002 წლის 21 თებერვლის წერილით დ. მ-ას შეატყობინა, რომ „---ის» დავალიანების ოდენობა პენიებთან (საჯარიმო სანქციებთან) ერთად შეადგენდა 4 046 556 აშშ დოლარს და მისგან ითხოვდა ქმედითი ღონისძიებების გატარებას ამ ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად.

დ. მ-ამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ქართული მხარის მიერ „---სთან» ანგარიშსწორების მოხდენის შესახებ, კერძოდ კი 2002 წლის 21 თებერვლისათვის შპს „---ის» მიერ შპს „---ის» მეშვეობით „---სათვის» სომხეთის მხარეზე გადასაცემად 4445337 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ, ე.ი. იმ პერიოდში, როცა ვალი პრაქტიკულად გასტუმრებული იყო, ზემოთ მითითებული წერილი განზრახ, ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა. თავისი უმოქმედობით დ. მ-ამ ხელი შეუწყო „---ის» წარმომადგენლებს, გაეგრძელებინათ თანხების დატაცება და მიეთვისებინათ დამატებით 1470000 აშშ დოლარი.

ანალოგიური ხასიათის შეტყობინება მიიღო დ. მ-ამ სომხეთის მხარისაგან (ი. ი-ნი) 2002 წლის 27 მაისსაც. წერილში მითითებული იყო, რომ ქართული მხარე, არაერთი შეხსენების მიუხედავად, არ ასრულებდა 2001 წლის 19 იანვრის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც სომხეთის რესპუბლიკა ცალმხრივად წყვეტდა ურთიერთობას „---სთან» და ამავე შეთანხმების 6.3 და 6.4 პუნქტების თანახმად, ვალს აფორმებდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებზე.

დ. მ-ამ ეს შეტყობინებაც უგულებელყო და ნაცვლად იმისა, რომ შეეწყვიტა შპს „---დან» „---სათვის» თანხების გადარიცხვა, თავისი დანაშაულებრივი უმოქმედობით ამ უკანასკნელს ხელი შეუწყო, დამატებით მიეთვისებინა 862 400 აშშ დოლარი.

უფრო მეტიც, დ. მ-ამ დანაშაულებრივი უმოქმედობა მას შემდეგაც განაგრძო, რაც შპს „---ამ» სრულად აუნაზღაურა „---ას» 6777737 აშშ დოლარი. კერძოდ, მან რეაგირების გარეშე დატოვა სომხეთის რესპუბლიკის სათანადო სამსახურებიდან 2003 წლის 13 იანვარსა და 30 ივლისს მიღებული წერილობითი შეტყობინებები, რომლებითაც სომხეთის მხარე უკვე მერამდენედ ადასტურებდა მხოლოდ 439 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტს და ითხოვდა დარჩენილი დავალიანების გადახდას.

ზემოაღნიშნული მოქმედებით დ. მ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 24-ე,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „დ» და მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

დ. მ-ამ, მისი სამსახურიდან განთავისუფლებისა და საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ---ედ დანიშვნის შემდეგ, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით, რომ არ გამოვლენილიყო მის მიერ ჩადენილი დანაშაული და დანაშაულის კვალის დასაფარავად, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროდან წაიღო და გადამალა „---დან» და სხვა უწყებებიდან გადმოგზავნილი, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს კანცელარიაში რეგისტრირებული წერილები, რომლებიც დაკავშირებული იყო „---ოს» წინაშე საქართველოს მხარის დავალიანების მოცულობასა და გადაუხდელობასთან. შემდგომში აღნიშნული წერილები ამოიღეს მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას.

აღნიშნული მოქმედებით დ. მ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ამდენად, თავისი უმოქმედობით დ. მ-ამ არაერთგზის, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ჯერ აღიარა «---ის» სასარგებლოდ ხელოვნურად შექმნილი საჯარიმო სანქციის _ 2343503 აშშ დოლარის დავალიანება, შემდეგ კი, ნაცვლად იმის, რომ გაეკონტროლებინა სომხეთის რესპუბლიკის დავალიანების გადახდის საკითხი, ხელი შეუწყო «---ის» ხელმძღვანელებს, მიეღოთ და მიეთვისებინათ დიდი ოდენობით თანხა _ 6 338 237 აშშ დოლარი, რითიც სახელმწიფოს მიდგა მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან ეს ვალი დღესაც ირიცხება სახელმწიფოს, მისი სახელით კი შპს «---ის» ბალანსზე კრედიტორული დავალიანების სახით.

ზემოჩამოთვლილ დანაშაულთა ჩადენისათვის დ. მ-ას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 30 მარტის დადგენილებით თბილისის საოლქო სასამართლოდან გამოთხოვილი, ¹--\-- სამოქალაქო საქმე სომხურ-რუსული ერთობლივი საწარმო „---»-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების _ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიმართ, შემდგომი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

განაჩენი და დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. მ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ე. ბ-ამ, ი. ბ-ამ და თ. ი-მა. მათ ითხოვეს განაჩენისა და დადგენილების გაუქმება და დ. მ-ას გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის განაჩენით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. მ-ვა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მისი ქმედება სსკ-ის 24-ე,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2000 წლის რედაქცია) და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დ. მ-ას მსჯავრდებიდან ამოირიცხა სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დ. მ-ას საბოლოოდ მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორები _ მსჯავრდებულ დ. მ-ას ადვოკატები ე. ბ-ია და ი. ბ-ია საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 იანვრის დადგენილება საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო დ. მ-ას უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე ამავე სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის დადგენილება საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და განაჩენი უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო: წინასწარი გამოძიების ეტაპზე სამართლებრივი პროცედურები არსებითად დაირღვა და ამაზე არც სააპელაციო სასამართლომ მოახდინა რეაგირება; არასწორია განაჩენით დადგენილი კვალიფიკაცია; არსებობს განაჩენის საკასაციო წესით გაუქმების პირდაპირი საფუძვლები, თანახმად სსსკ-ის 562-ე მუხლისა; სსსკ-ის 563-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა განაჩენის გაუქმების შემდეგი უპირობო საფუძვლები: წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას; განაჩენი დაეყრდნო კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; დაირღვა განსჯადობის წესები; სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ასევე _ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსსკ-ის 564-ე მუხლით განაჩენის გაუქმების საფუძველია.

კასატორების აზრით, სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები, ასევე საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-9 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 პუნქტები, მე-14 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილის „ა», „ბ», „დ» და „ე» პუნქტები, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ძირითადი პრინციპების მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის მე-18, 42-ე მუხლების, საქართველოს სსსკ-ის მე-10, 496-ე და 503-ე მუხლების მოთხოვნები; სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი; არასწორად განმარტა კანონი და აბსურდული და დაუსაბუთებელი კვალიფიკაციით დასდო მსჯავრი დ. მ-ას.

მსჯავრდებულ დ. მ-ას ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ დაირღვა სასამართლო განსჯადობის პრინციპი, რადგან სსსკ-ის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმეს მთავრობის წევრის მიმართ პირველი ინსტანციით იხილავდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, დ. მ-ას კი ბრალად ედებოდა მთავრობის წევრად ყოფნის პერიოდში სამოხელეო დანაშაულის ჩადენა. საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის შესაბამისად, თანამდებობის პირად მიიჩნევა «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, რომელსაც ბრალი ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო დანაშაულის ჩადენა იმის მიუხედავად, განთავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.

დ. მ-ას მიმართ დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 142-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან იგი დააკავეს ამ მუხლში ჩამოთვლილი, დაკავების საფუძვლების არარსებობის მიუხედავად. ამ უკანონო დაკავებით ასევე დაირღვა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-9 მუხლი.

წინასწარი გამოძიების დროს არ შესრულდა სსსკ-ის 283-ე და 284-ე მუხლების, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები წაყენებული ბრალდების ხასიათისა და საფუძვლის შესახებ შეტყობინებისა და თავის დასაცავად საკმარისი დროისა და შესაძლებლობის მიცემის თაობაზე. დ. მ-სათვის უცნობი დარჩა ბრალდების არსი, მას წაერთვა თავის დაცვის შესაძლებლობა და, მიუხედავად სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, იგი მოთავსდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რითიც მის სიცოცხლეს შეექმნა რეალური საფრთხე.

დ. მ-ვა დააკავეს 2003 წლის 24 დეკემბერს. იმავე წლის 26 დეკემბერს გაუქმდა ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების დადგენილება, 48 საათიანი ვადის გასვლის გამო, მაგრამ იგი ფაქტობრივად დაკავებული იყო შემდგომი ერთი თვის განმავლობაშიც, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში, მის პალატასთან მუდმივად მორიგეობდა ბადრაგი. დ. მ-ვა იყო უგონოდ და, ამის მიუხედავად, გამომძიებელმა სცადა მისთვის ბრალის წარდგენა. გამომძიებელმა და პროკურორმა შეადგინეს ყალბი ოქმი, რომლის მიხედვით, დ. მ-ას წარედგინა ბრალდება. ოქმზე ადვოკატების ხელის მოწერის არარსებობა კი იმით ახსნეს, რომ ამ უკანასკნელებმა უარი განაცხადეს ხელის მოწერაზე, რაც სიცრუეა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დ. მ-ას შემთხვევაში გასული იყო ზღვრული საპატიმრო ვადა და იგი უნდა განთავისუფლებულიყო პატიმრობიდან, თანახმად სსსკ-ის მე-3 მუხლისა, რაც არ მოხდა და, შესაბამისად, სახეზეა უკანონო პატიმრობა.

სააპელაციო სასამართლომ დ. მ-ას არასწორად დასდო მსჯავრი სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან დაცვის მხარემ სასამართლოში წარადგინა 14 ოფიციალური წერილი, შედარების აქტები, რომლებითაც სომხური მხარე ერთმნიშვნელოვნად ითხოვდა ქართული მხარისაგან სწორედ საჯარიმო სანქციებით გათვალისწინებული თანხების გადახდას. ამდენად, საჯარიმო თანხის აღიარება სრულიად კანონიერად მოხდა.

მართალია, ვალის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებაში უშუალოდ არაფერია ნათქვამი საჯარიმო სანქციების ოდენობის შესახებ, მაგრამ ხელშეკრულების საგანში _ ხელშეკრულების არსებით ნაწილსა და პირობაში მითითებულია მისი საფუძველი _ --- _ --- წლის სომხურ-ქართული შეთანხმება, რომელიცMითვალისწინებდა საჯარიმო სანქციებს. ძირითადი ვალის მოთხოვნის უფლების დათმობის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლების მიმღებზე გადადის არა მარტო ძირითადი ვალის მოთხოვნის, არამედ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა სხვა უფლება.

ამდენად, მოთხოვნის უფლების მიმღებზე _ „---»-ზე იყო დამოკიდებული, „---სგან» მოითხოვდა თუ არა საჯარიმო სანქციებით გათვალისწინებულ თანხას და არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა არ ჰქონდა, შეთანხმებაში მითითებული იქნებოდა თუ არა საჯარიმო სანქციების ოდენობა. „---ას» კი ძირითად თანხასთან ერთად საჯარიმო სანქციების მოთხოვნის უფლებას აძლევდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლი, ასევე რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 384-ე და სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლები. აღნიშნული მუხლები ცალსახად და იმპერატიულად ადგენენ, რომ „მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიც და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც».

დ. მ-ვა არ არის ხელშეკრულების რომელიმე მხარე და მის მიერ აქტის დამტკიცება ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ადმინისტრაციული აქტია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის უფლებებსა და მოვალეობებს.

კასატორების განმარტებით, დ. მ-ვა „---სა» და „---»-ს შორის ურთიერთობაში მხარე საერთოდ არ იყო, მით უმეტეს _ არბიტრი. „---ოს» 2002 წლის 27 მაისის წერილზე დ. მ-ამ იმავე დღეს სომხეთის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრ ა. მ-სა და მოადგილე ი. ი-ნს მისწერა ¹-- წერილი, რაზეც ი. ი-მა „---ის» --- ი. პ-ოს, დ. მ-სა და ფინანსთა --- მ. გ-ლს 2002 წლის -- ივნისის ¹--\-- პასუხით აცნობა, რომ „---ომ» გადაწყვიტა, „---თან» კიდევ 4 თვით გააგრძელოს ხელშეკრულება. საქმეში არსებული ეს წერილი მოსამართლემ „ვერ დაინახა». აღნიშნულ ვადაში ქართულმა მხარემ დავალიანება დაფარა.

სასამართლომ მოახდინა მოწმეთა ჩვენებების ერთგვარი კორექტირება, რათა დამძიმებულიყო მსჯავრდებულის მდგომარეობა, კერძოდ, შეცვლილია მოწმეების _ კ. ბ-სა და შ. ე-ას ჩვენებები.

სასამართლოს უნდა ენახა --- _ --- წლის შეთანხმება, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ დავალიანება დაიფარება ყველა იმ ხელშეკრულებისა და შეთანხმების პირობების თანახმად, რომლებითაც ხდებოდა ანგარიშსწორება 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში. ამ პერიოდში კი მოქმედებდა --- წლის ¹-- ხელშეკრულება, რომელიც პროკურატურამ საქმიდან ამოიღო.

სასამართლომ უგულებელყო შემდეგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები:

ალტერნატიული სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის, შპს „---ის» აუდიტორული, აუდიტორულ კომპანია „---»-ს, აუდიტორული კომპანიის _ „---სათვის», ---ს ნ. ჭ-ას, „---ის», ---რ ო. გ-ის დასკვნები, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები. მოსამართლემ „დაივიწყა» დ. მ-ას 2001 წლის -- დეკემბრის ¹--\-- წერილი 2001 წლის 31 იანვრის აქტ-შეთანხმებაში მონაწილე ოთხივე მხარის მიმართ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ანგარიშსწორების მართლზომიერების საკითხის შესწავლამდე ანგარიშსწორების შეჩერების შესახებ. მოსამართლეს ასევე „დაავიწყდა», რომ მინისტრი მხარე არ იყო და 2 343 503 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ.

საჯარიმო თანხების კანონიერი არსებობა მტკიცდება ხელშეკრულებით, შეთანხმებით, შედარების აქტებით, მრავალი წერილით, მათ შორის _ ი. ღ-ის წერილებით რ. შ-სა და ი. ჩ-ის მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, კონტროლის პალატის კომისიური დასკვნით, მრავალი სხვა დასკვნითა და მოწმეების ჩვენებებით.

მოწმე ი. ღ-ის ჩვენების მტკიცებულებად მოხმობით მოსამართლემ დაარღვია სსსკ-ის 440-ე მუხლი. ამავე კოდექსის 484-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით ქვეყნდება წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დართული წერილობითი მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეები გამოთქვამენ აზრს. სასამართლომ ი. ღ-ის ჩვენება გამოაქვეყნა მხოლოდ პროკურორის მონაწილეობით, რასაც არ ესწრებოდნენ განსასჯელი და მისი ადვოკატები. ი. ღ-ის ჩვენება არ გამოკვლელულა მხარეთა მონაწილეობით და ეს ჩვენება არ შეიძლებოდა, საფუძვლად დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.

მოსამართლემ დაარღვია სსსკ-ის 508-ე მუხლის მოთხოვნები და არ დაასაბუთა, რატომ არ მიიღო და გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

სასამართლომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ მიიღო და არ გაითვალისწინა დაცვის მიერ წარდგენილი, საქართველოს ექსპერტთა, აუდიტთა და ადვოკატთა კავშირ „---ეს» სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის 2004 წლის -- ივნისის დასკვნა იმის თაობაზე, რომ საურავები არსებობდა დ. მ-ას სათბობ-ენერგეტიკის ---ად მუშაობის დაწყებამდე. ექსპერტის დასკვნით, 2001 წლის 19 იანვრის „შეთანხმებას ვალის დათმობის შესახებ», რომელიც დამოწმებულია დ. მ-ას მიერ, არავითარი ზარალი არ მოჰყოლია.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ დასტურდება ის ვითარება, რომ სომხურ მხარეს ქართული მხარისათვის საჯარიმო სანქციები არ მოუთხოვია. საქართველოს მხარეს უნდა გადაეხადა თანხების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი ჯარიმა-საურავები, ყოველ გადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0,1% ან ყოველკვარტალურად გადაუხდელი თანხის 10%.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ის აზრი, რომ სომხეთის მხარეს საქართველოს მხარისთვის საჯარიმო სანქციების გადახდა არ მოუთხოვია, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ---მა და განათლებით იურისტმა ჯ. მ-ემ სასამართლო პროცესზე, სასამართლომ კი უარგუმენტოდ არ გაიზიარა აღნიშნული დასკვნა.

სასამართლოს ასევე წარედგინა საკონსულტაციო-აუდიტორული ფირმა შპს „---ის» დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ „---ოს» მიერ „---სათვის» მოთხოვნის გადაცემაზე თანხმობით საქართველოს სახელმწიფოსა და „---ოს» ეკონომიკური ზიანი არ მიუღია. ეს დასკვნა ასევე უარგუმენტოდ უარყო სასამართლომ.

სასამართლოს ასევე წარედგინა აუდიტორული კომპანია „---ების» 2004 წლის 15 მარტის აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, დ. მ-ვა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, „არ შეიძლება, არსებული დავალიანების გადამხდელად სახელმწიფო ჩაითვალოს და აქედან გამომდინარე, ვალის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების 6.3 და 6.4 პუნქტები კაბალურად და ქვეყნის საზიანოდ ჩაითვალოს». „---გო», დღევანდელი მდგომარეობით, საკუთარ კრედიტორად აღიარებს არა „---»-ს, არამედ _ „---ს» და ამ უკანასკნელს სთავაზობს ვალის დაფარვის მექანიზმებს.

აღნიშნული დასკვნით „სახელმწიფოს ვალად» „---ოს» ვალი არ შეიძლება გავაიგივოთ. „---»-ის ბალანსში კრედიტორად „---ს» არსებობა წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ „---»-ის ბუღალტრის შეცდომას.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, დასკვნის ავტორმა _ ზ. ლ-მა თავისი ჩვენებით დაადასტურა დ. მ-სათვის წარდგენილი ბრალდების აბსურდულობა.

ადვოკატთა საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სსკ-ის 332-ე მუხლი ბლანკეტური ნორმაა და 4 მაკვალიფიცირებელი ნიშანი ახლავს: ანგარება, დადგენილი წესის დარღვევა, მიყენებული ზიანი და მიზეზობრივი კავშირი.

სასამართლო აღნიშნავს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ნოემბრის განკარგულებას მინისტრისათვის დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესრულებაზე სისტემური კონტროლის დავალების თაობაზე, თუმცა ავიწყდება ის ფაქტი, რომ კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» უკრძალავს --- (სამინისტროს), ჩაერიოს საწარმოთა სამეურნეო საქმიანობაში. სასამართლო ასევე ახსენებს დებულებას, რომელიც ვერ დადგება კანონზე მაღლა.

სასამართლო ისე ახსენებს სსკ-ის 332-ე მუხლის დეფინიციას, რომ ვერ უთითებს, რაში გამოიხატა დ. მ-ას ინტერესი, „თავისთვის ან სხვისთვის მიეღო გამორჩენა». ეს არის განზრახი დანაშაული და სასამართლო ვალდებული იყო, დაემტკიცებინა, რომ --- დ. მ-ვა ანგარებით სჩადიოდა დანაშაულს.

გამოძიებამ ვერავინ მონახა დაზარალებულის როლში და ბოლოს ეს როლი „დააბრალეს» „---»-ს, რომლის ყოფილი --- _ ი. ღ-ტი მიცემული იყო პასუხისგებაში ბრალდებულის სახით.

ის ფაქტი, რომ „---» არ იყო დაზარალებული, აშკარად დადასტურდა სასამართლო პროცესზე, რადგან მან, როგორც დაზარალებულმა, პოზიცია ვერ დააფიქსირა, სამოქალაქო სარჩელი არ წარმოადგინა და ვერც ის განაცხადა, იყო თუ არა რეალურად დაზარალებული. პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეუქმებინა დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რაც მან არ გააკეთა, მაგრამ ეს მოხდა სააპელაციო სასამართლოში.

რაც შეეხება ზიანის ფაქტს, ასეთი სახეზე არა გვაქვს, ანუ არავინ, მით უფრო _ სახელმწიფო _ არ დაზარალებულა.

სასამართლომ არაერთგზისად ჩათვალა ერთი ქმედება, განგრძობილი დროში, მაშინ, როცა არაერთგზისობა განმარტებულია კოდექსით, როგორც „ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენა». სასამართლომ არაერთგზისი დანაშაული არ განასხვავა დენადი ან განგრძობითი ქმედებისაგან, თუკი ასეთი დადასტურდებოდა.

რაც შეეხება სამოქალაქო საქმეს, იგი სსსკ-ის 113-ე მუხლით პრეიუდიციული ფაქტია და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელიც, რამეთუ ამ საქმით დგინდება, რომ სომხური მხარე 1999 წლის სარჩელით სადავო თანხას ითხოვდა ფინანსთა სამინისტროსა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსაგან, რაზეც საოლქო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილებით უარი უთხრა იმ მოტივით, რომ საქართველოს სახელმწიფოს გარანტიას არ წარმოადგენდა მინისტრ გიორგაძის ხელმოწერა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 332-ე მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი _ ანგარება გამოხატულია იმით, რომ ქონებრივი უპირატესობა მიიღო „---ამ». ამ უპირატესობის მიღება რა კავშირშია დ. მ-სთან, ეს სასამართლომ უტყუარად ვერ დაადასტურა. დ. მ-სა და „---ის» ხელმძღვანელებს შორის კავშირის არსებობაზე მინიშნება დაუშვებელია და, შესაბამისად, გაუგებარია, რითი დაადასტურა სასამართლომ სსკ-ის 332-ე მუხლის შემადგენლობა.

ასევე სრულიად გაუგებარია, რითი დაირღვა სახელმწიფოს ინტერესები, როდესაც საუბარია კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე. ამ ურთიერთობებში სახელმწიფო, როგორც მხარე, არ მონაწილეობდა და ეს გარემოება აისახა კიდეც იმ სამოქალაქო საქმეში, რომელიც განიხილა სააპელაციო სასამართლომ. სწორედ საოლქო სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება არის ის პრეიუდიციული მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეს უნდა გამოეყენებინა.

საქმეში დაზარალებულად არავინ არის ცნობილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს არც სსკ-ის 332-ე და არც 342-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა. სსკ-ის 342-ე მუხლი არის გაუფრთხილებელი დანაშაული, ხოლო 332-ე _ განზრახი. თუ დ. მირცხულავამ გაუფრთხილებელი დანაშაული ჩაიდინა, მაშინ რისი განზრახვა ჰქონდა მას? სამსახურებრივი გულგრილობა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ერთდროულად, ერთი და იმავე ქმედებისათვის შეუძლებელია.

მინისტრის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და დაკავებული თანამდებობის საფუძველზე მისი უფლება-მოვალეობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული. დანაშაულის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დასაბუთდეს, რომ სახელმწიფოს კანონმდებლობით არ ჰქონდა დაკისრებული სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროზე, კონკრეტულად _ --- _ ორგანიზაციების სამეურნეო საქმიანობაში, ოპერატიული, მმართველობითი, მატერიალური ფასეულობის მოძრაობისა და სხვა ფუნქციებში მონაწილეობის უფლება. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს არ ჰქონდა სექტორში მესაკუთრის ფუნქცია.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» კანონით განისაზღვრა აღნიშნული კანონის მიზანი, ამ კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა საქართველოს --- მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობა იურიდიულმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა შეიძლება აწარმოონ ელექტროენერგეტიკაში მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის არსებობის პირობებში, რომელსაც გასცემს საქართველოს --- მარეგულირებელი კომისია. სამეურნეო ფუნქციების განხორციელებისათვის იურიდიული პირისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კანონით მოთხოვნილი ვალდებულებაა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება. ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ საწარმოს საბუღალტრო საქმეები და აღრიცხვა წარმოებდეს საქართველოში მოქმედი საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების კანონმდებლობის შესაბამისად.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება მინისტრის ისეთი ქმედება, რომელიც მისი სამართლებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და დაკავებული თანამდებობის საფუძველზე მის უფლებამოვალეობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ასეთი დანაშაულისას უნდა განისაზღვროს მისი უფლებამოსილების, ვალდებულებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების მოცულობა და ხასიათი, რომელიც დამტკიცებულია კონსტიტუციით, კანონმდებლობით, დებულებით და ა.შ.

შესაბამის პროცესუალურ დოკუმენტებში უნდა იყოს მითითებული იმ სამართლებრივ აქტებზე, რომელთა საფუძველზეც თანამდებობის პირს გააჩნია ესა თუ ის უფლებამოსილებები, ასევე _ კონკრეტული ვალდებულებები და უფლებები, რომელთა ბოროტად გამოყენება წაეყენება მას ბრალად. სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ იქნება, თუ მოხელის ქმედება არ არის დაკავშირებული მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებასთან. სამინისტროს არ ჰქონდა ოპერატიულ-სამეურნეო ფუნქციების განხორციელების უფლება და დანაშაულზე საუბარი არ შეიძლება.

ვალის გადაკისრება მომსახურების მიზნით მოხდა „---»-დან „საბითუმო ბაზარზე», რაზეც ერთობლივად მუშაობდნენ მათი იურისტები, ბუღალტრები და ხელმძღვანელები. ეს აუცილებელი იყო იმიტომ, რომ „საბითუმო ბაზარს» „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» კანონის 28-ე მუხლით ევალებოდა ელექტროენერგიის აღრიცხვა, გაყიდვა, მრიცხველები. კანონით, შესწავლა, სრული ინფორმაციის შემოწმება-გადამოწმება „საბითუმო ბაზარს» უნდა განეხორციელებინა იმ დოკუმენტების მეშვეობით, რომლებსაც იგი მოიპოვებდა ელექტროენერგიის გადამცემ და დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებში, ლიცენზიანტებში. შესწავლით აუცილებელი იყო, მეზობელი ქვეყნიდან შემოსული ელექტროენერგიის რაოდენობის ზუსტი ოდენობის ფიქსირება.

„საბაზრო წესების» 23-ე მუხლით, „საბითუმო ბაზარს» უნდა შეესწავლა და მხოლოდ ასეთი გამოკვლევის, გადამოწმების შედეგად უნდა დაეფიქსირებინა მოსამსახურებელი ვალის მოცულობა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, 2001 წლის 31 იანვრის აქტ-შეთანხმებაში დაფიქსირებული დავალიანების მოცულობა, მისი ეკონომიკური მიზანშეწონილობა და სამართლიანობა ნიშნავს, რომ მან, სწორედ იურიდიულმა პირმა _ „საბითუმო ბაზარმა» ეკონომიკურად რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად და მხოლოდ ეს ორგანიზიციაა პასუხისმგებელი დაფიქსირებულ ოდენობაზე და სხვა არავინ.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის -- ნოემბრის ¹-- განკარგულებაში მითითებული მხარე სწორედ „საბითუმო ბაზარია», რომელსაც ევალებოდა, დაეფიქსირებინა დავალიანების ოდენობა _ მოცულობა, რათა მომსახურება „ბარტერული ოპერაციის» მეშვეობით განხორციელებულიყო სწორედ „დაფიქსირებული დავალიანების ფარგლებში», და არა _ ენერგეტიკის სამინისტრო.

შემოსული დოკუმენტის გადაუმოწმებელი აღიარება გამოიწვევდა „საბითუმო ბაზრის» ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი მომხმარებლის _ რკინიგზის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების არასწორ გადახდას და ეს ზიანს მიაყენებდა „საბითუმო ბაზრის» ფინანსურ მდგომარეობას, რაც აისახებოდა ენერგოსექტორის ყველა ობიექტსა და ლიცენზიანტზე.

თუ „საბითუმო ბაზრის» მენეჯმენტი, პრეზიდენტის 2000 წლის 14 ნოემბრის განკარგულების შესაბამისად, ჩათვლიდა ამ დავალიანების მოცულობის დაფიქსირებას საეჭვოდ, მაშინ ამ პრობლემის დასამუშავებლად სრული შესაძლებლობა ექნებოდათ აღმასრულებელი საბჭოს მეშვეობით შეექმნათ სამუშაო კომიტეტი ან საკითხის სადავოობის შემთხვევაში მიემართათ მათი უშუალო ზედამხედველისათვის _ სემეკისათვის და იქ მოეხდინათ ამ საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვა.

მოცემული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. რომელ იურიდიულ პირს მიადგა ზიანი? ან როგორ შეეძლო სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, თუ მას აკრძალული ჰქონდა კანონით მესაკუთრის მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო ფუნქციების განხორციელება, მიეყენებინა რომელიმე იურიდიული პირისათვის ზიანი.

სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი შედეგი გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ან საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის ფაქტობრივ მიყენებას. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს კანონით არ ჰქონდა მინიჭებული უფლება, ყოფილიყო მესაკუთრე, განეკარგა სახელმწიფოს ქონება, განეხორციელებინა და ჰქონოდა მარეგულირებელი ფუნქცია და ა.შ. ვინმეს ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მიყენება, როგორიცაა ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევა, სახელმწიფო ორგანიზაციების ავტორიტეტის დაცემა, მათ მუშაობაში მნიშვნელოვანი შეფერხებები, დატაცება და ა.შ., უნდა გამოეწვია დანაშაულის ობიექტურ მხარეს. ამდენად გაუგებარია, რომელი ობიექტური მხარე ახლავს მინისტრის მიერ ჩადენილ ქმედებებს ან უმოქმედობას ან რა ქმედება ჩაიდინა ენერგეტიკის მინისტრმა, რომლის მიზეზითაც დადგა ისეთი შედეგი, რომელიც ვინმეს ინეტერესების დარღვევაში გამოიხატა.

„-სა» და რუსეთის „---ელ» კორპორაციას შორის ვალის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მხარე არ არის სომხეთის ენერგეტიკის სამინისტრო, ზუსტად ისე, როგორც საქართველოს --- სამინისტრო. იგი ძალაში შევიდა 2001 წლის 12 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მას ხელი მოაწერა სომხურმა მხარემ, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს იმ ბრალდებას, რომ 19 იანვარ-12 თებერვლის ხელშეკრულება მოქმედებდა 12 თებერვლამდე.

სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებულ მხოლოდ 4 დოკუმენტზე არის დ. მ-ას ხელმოწერა მინისტრის რანგში და გაურკვეველია, რომელი ხელმოწერის დროს გამოიყენა დ. მირცხულავამ ბოროტად თავისი უფლებამოსილება.

პირველი დოკუმენტი, დათარიღებული 2000 წლის -- აგვისტო_ -- სექტემბრით, შედგენილია სომხეთის მთავრობის -- 1999 წლის ¹-- მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობის -- 1999 წლის ¹--\-- დავალების შესაბამისად. ისმის კითხვა: რა ნაწილში მოხდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან თუ იყო რომელიმე უკანონო მოთხოვნა ან პუნქტი ამ ხელშეკრულებაში, რომელიც არ ასახავდა არსებულ რეალობას ქართულ-სომხურ ურთიერთობაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის -- ნოემბრის განკარგულებით დ. მ-ას დაევალა სომხეთის ენერგოსისტემის წინაშე არსებული დავალიანების გრაფიკის შესრულების სისტემატური კონტროლი და არა დავალიანების მოცულობის დადგენა. ამავე განკარგულებით დაევალა მხარეს (საბითუმო ბაზარს) მომსახურება „დაფიქსირებული დავალიანების ფარგლებში», ე.ი. სწორედ საბითუმო ბაზარს უნდა შეეფასებინა და განესაზღვრა დავალიანების ოდენობა.

ზემოთ მითითებული ხელშეკრულებით „---»-ს დაევალა, გაეფორმებინა შედარების აქტი სომხეთის ენერგოსისტემიდან 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მარტის ჩათვლით შემოსულ ელექტროენერგიაზე რუსეთის „---ელ» კორპორაციასთან იმ ხელშეკრულებებზე დაყრდნობით, რომლებითაც ხორციელდებოდა ანგარიშსწორება სომხურ მხარესთან. ასეთი დოკუმენტი გაფორმდა 2000 წლის 5 ოქტომბერს.

საქმის მასალებით უტყუარად დამტკიცდა, რომ 1998 წლის 31 დეკემბერს ქ. ერევანში „---სა» და „---ოს» შორის დადებულ ხელშეკრულებაში დადგენილი იყო ელექტროენერგიის ფასი, კერძოდ, 1999 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ\სთ ფასი განისაზღვრა 0,0254 აშშ დოლარით. „---გო» იღებდა ვალდებულებას, დაეფარა დავალიანება იმ ელექტროენერგიაზე, რომელიც ადრე იქნა მოწოდებული სომხეთის რესპუბლიკის ენერგოსისტემიდან საქართველოს ენერგოსისტემაში 1998 წლის 25 აგვისტოდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე, ღირებულებით 1.028.039,88 აშშ დოლარი და აღნიშნული დაიფარებოდა სამ ეტაპად. „---გო» ასევე იღებდა ვალდებულებას, მოწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების არადროული გადახდის შემთხვევაში და ვალდებულების არშესრულებისას, გადაეხადა საურავი 0,1% ყოველდღიურად გადაუხდელი დავალიანების ოდენობიდან. ყველა ცვლილება და დამატება აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ძალაში იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განხორციელდებოდა წერილობითი ფორმით და იქნებოდა ხელმოწერილი მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. ეს მოთხოვნა დაფიქსირებულია სომხეთის სამოქალაქო კანონმდებლობის 1281-ე მუხლის მე-2 პუნქტში და მას აქვს იმპერატიული ხასიათი. ასეთი წესი მოქმედებს ხელშეკრულების დადებისას, მისი ცვლილებების, გაგრძელების თუ გაწყვეტის შემთხვევაში.

1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთხელ განხორციელდა ცვლილება წერილობითი ფორმით და მას ხელს აწერდნენ „---სა» და „---ოს» უფლებამოსილი პირები. ეს ცვლილება ეხებოდა ხელშეკრულების 2.1.4 პუნქტს. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის უარგუმენტო მტკიცება, რომ სომხური მხარე საჯარიმო სანქციებს არ ითხოვდა, აბსოლუტური უკანონობაა და საერთო არა აქვს ხელშეკრულებით გაფორმებულ სამართლებრივ დოკუმენტთან.

საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქართულ და სომხურ მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორება ხორციელდებოდა 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულებით. აქედან გამომდინარე, 2000 წლის -- აგვისტო_ -- სექტემბრის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მოთხოვნით, ქართული მხარე „---ელ» კორპორაციასა და „---»-ს შორის დავალიანების დაფიქსირების მომენტისათვის უნდა დაყრდნობოდა სწორედ 1999 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულების პირობებს. კერძოდ, 2000 წლის 5 ოქტომბრისათვის „---»-ის დავალიანება იქნებოდა: ძირითადი თანხა _ 4394068 აშშ დოლარი; საჯარიმო სანქციები _ 2474765 აშშ დოლარი; ჯამში _ 6868833 აშშ დოლარი („კონსაუდის» დასკვნა).

აღნიშნული დავალიანება, ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით, უნდა ასახულიყო „---»-ის ბალანსში, რადგან ვალდებულება, რომელიც წარმოეშვა „---ოს», წარმოიშვა სწორედ 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- კონტრაქტის საფუძველზე. ხოლო ვალდებულების დაფარვა გულისხმობს საწარმოს ეკონომიკური რესურსების გადინებას მევალის ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ბუღალტრულად გრძელვადიანი ვალდებულებების უმეტესობა დაკავშირებულია საურავების გადახდასთან, მაგრამ არც „---ოს» და არც მის სამართალმემკვიდრე „---»-ს არ გააჩნდათ სათანადო სახსრები. საწარმოს საურავების გადახდის ვალდებულება უნდა ეღიარებინა შესაბამისი ბუღალტრული გატარებებით, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს.

„---სა» და „---ს» შორის 2000 წლის -- ოქტომბერს გაფორმებულ ¹--\-- აქტში მხარეები დაეყრდნენ 1999 წლის -- სექტემბრით დათარიღებულ ¹-- აქტს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „---გო» უთმობდა ვალის მოთხოვნის უფლებას „---დან» 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის 31 მარტამდე მოწოდებულ ელექტროენერგიაზე, რომელიც განხორციელდა 1998 წლის 31 დეკემბრის ¹-- ხელშეკრულების შესაბამისად. „---გო» იღებდა ვალდებულებას, „---სათვის» გადაეხადა 172,004 803 კვტ.\სთ ელექტროენერგიის საერთო მოცულობის საფასური და დაფარვა განეხორციელებინა „---სა» და „---ს» შორის 1999 წლის -- თებერვალს დადებული ¹--\-- ხელშეკრულების პირობების თანახმად.

თუ შევადარებთ 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულებასა და 1999 წლის -- თებერვლის ¹--\-- ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ დავალიანებას, ცალსახაა, რომ ბოლო ვარიანტი უფრო მომგებიანია ქართული მხარისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის საფუძველზე, „---»-ის ვალდებულება წარმოიშვა მონაწილეთა _ „---სა» და „---»-ს შორის ხელშეკრულების არსებობით. ასეთია 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულება.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ნებისმიერი ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად, როგორც წესი, გამოიყენება აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი.

ფინანსური ანგარიშგება გვიჩვენებს ინფორმაციას _ საწარმო „---»-ის დავალიანების ფიქსაციას, მის ვალდებულებას, რომელიც დამდგარი იყო 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მარტის ჩათვლით „---დან» მოწოდებულ ელექტროენერგიაზე „---სათვის» (1998 წლის -- დეკემბრის ¹-- კონტრაქტი). მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების ფორმა განისაზღვრა იმ ქვეყნის სამართლით, სადაც დაიდო ეს გარიგება, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» 29-ე მუხლის 1-ელ პუნქტთან.

2000 წლის 5 ოქტომბრის აქტით აღიარებულ იქნა ვალის არსებობა. რადგან აღნიშნულით აღიარებულ იქნა ძირითადი ვალდებულებები, ლოგიკურია, რომ ასევე აღიარებულ იქნა საჯარიმო სანქციები, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულება შეიცავდა 3.4 პუნქტს პირგასამტეხლოს შესახებ, რომელიც არც გაუქმებულა და არც შეცვლილა კანონით გათვალისწინებული წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.

ყველა ქვეყნის სამოქალაქო კოდექსით პირგასამტეხლო განიხილება, როგორც მოვალის მიერ ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კრედიტორის მიერ სანქციის გარკვეული სახეობა.

2000 წლის 5 ოქტომბრის აქტით დადგინდა ფინანსური დავალიანება და ასევე განისაზღვრა ანგარიშსწორების საფუძველი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჯარიმო სანქციების ათვლას იწყებდნენ ერთი და იმავე -- 1999 წლის ¹-- აქტით.

საჯარიმო სანქციების დასადგენად რომ არ გამოყენებულიყო 1999 წლის -- თებერვლის ¹--\-- ხელშეკრულება, მაშინ აუცილებლად უნდა გამოყენებულიყო 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულების პირობები, რომლის მიხედვით, „---გო» ვალდებული იყო, ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაეხადა დავალიანების 0,1%. მიღებულ საპროცენტო განაკვეთზე დაყრდნობით, საჯარიმო თანხა გაანგარიშებით შეადგენს:

ა) ფინანსური დავალიანების დადგენის მიზნით ¹--\-- აქტის შედგენის თარიღისათვის (05.10.2000წ.) _ 2474765 აშშ დოლარს;

ბ) 2001 წლის -- იანვრისათვის _ 2998571 აშშ დოლარს.

ყველა შემთხვევაში დავალიანება იქნებოდა ნახევარი მილიონით მეტი, რაც მეტყველებს ქართული მხარისათვის „---»-ის გადაწყვეტილების მომგებიანობაზე.

სომხური მხარე რომ განუწყვეტლივ ითხოვდა საჯარიმო სანქციების გადახდას, დასტურდება უამრავი წერილით, რომელიც საქართველოს მხარეს მიღებული აქვს „---ოს» მიერ ვალის მოთხოვნის უფლების დათმობის მომენტამდე, რომელიც თარიღდება 2001 წლის 19 იანვარი_12 თებერვლით. წერილები იგზავნებოდა 1999 წლის თებერვლიდან 2000 წლის აგვისტომდე. ასეთი წერილების არსებობა სააპელაციო სასამართლოში თავისი ჩვენებით დაადასტურა ენერგეტიკის --- ა. ხ--მა. მან განაცხადა, რომ იყო უამრავი წერილი, რომლითაც სომხური მხარე, იმ პერიოდში სომხეთის ენერგეტიკის --- გ-ის ბოლო წერილამდე, ითხოვდა საჯარიმო სანქციებს, ანუ -- _ -- 2000წ. ორი მინისტრის შეთანხმებამდე. ცხადია, რომ სომხურ მხარეს _ „---ოს» არასოდეს უთქვამს უარი საჯარიმო სანქციაზე. ნებისმიერი ზეპირი განცხადება ამ თემაზე არის უკანონო და უსამართლო პოზიცია.

რაც შეეხება 2004 წლის 20 აპრილის წერილს, ეს არის უკანონო, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული მოთხოვნა ქართული მხარისათვის, რადგან სომხურმა მხარემ ეს თანხა _ 4 მლნ შეიძლება მოითხოვოს მხოლოდ რუსეთის „---ლი» კორპორაციისაგან, რომელთანაც 2004 წლის 9 იანვარს, დ. მ-ას დაპატიმრების შემდეგ, გააფორმეს შედარების აქტი, და 2004 წლის -- იანვრის ¹--\-- წერილი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ „---ოს» „---ამ» უნდა გადაუხადოს, საურავების გათვალისწინებით, (იმ ეტაპისათვის) 4 288 066 აშშ დოლარი და ეს არ იყო ქართული მხარის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლოზე დოკუმენტურად, შესაბამისი წერილებით, ა. ხ-ის ჩვენებით დამტკიცდა, რომ სომხური მხარე კარგად იცნობდა 2001 წლის 31 იანვრის ოთხმხრივ აქტ-შეთანხმებას, რომელიც საფუძველი იყო დავალიანების მომსახურებისათვის. ამ აქტის მე-14 პუნქტში ნათქვამი იყო, რომ „---ია» გადაუხდიდა „---ოს» დავალიანებას, დადგენილს ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტით, რომლითაც განსაზღვრულია 4 394 068 აშშ დოლარი. ამავე მე-14 პუნქტში საუბარია ვალის დათმობის შეთანხმებაზე, მაგრამ არ არის მითითებული თარიღი, რაც იმას ადასტურებს, რომ ამ დროისათვის (-- წ.) შეთანხმება (-- -- წწ.) ჯერ არ იყო გაფორმებული.

მოწმე ა. ხ-რი თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ სომხურმა მხარემ იცოდა 2001 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების მოთხოვნები და, შესაბამისად, მუშა ჯგუფის შეხვედრაზე არც საურავი უნდა მოეთხოვა და არც ძირითადი თანხა.

ადვოკატთა განმარტებით, მოწმე ვ. ბ-ნს პირველი ინსტანციის სასამართლოში საერთოდ არ უსაუბრია 1999 წელს მოწოდებული ელექტროენერგიის ხელშეკრულების პირობებზე და ვერც ისაუბრებდა, რადგან ის არასოდეს წარმოადგენდა სომხეთის სახელმწიფო ორგანიზაცია „---ოს» უფლებამოსილ წარმომადგენელს. ვ. ბ-მა თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ ექვსმხრივი შეთანხმების ფარგლებში, 1998 წლის სექტემბრიდან საქართველოსათვის სომხეთის მიერ მოწოდებული ელექტროენერგია გადაფორმდა როგორც „---დან» „---სათვის» მოწოდებული ელექტროენერგია და საქართველოს მხარეს „---»-ის დავალიანება არ გააჩნია. ვ. ბ-ის ჩვენებით, მათ ორგანიზაციას 1999 წელს საქართველოსათვის ელექტროენერგია არ მიუწოდებია.

რაც შეეხება მოწმე გ. ა-ცს, იგი არ მუშაობდა „---ში» 1999 წლიდან 2002 წლის ბოლომდე, შესაბამისად, მისთვის უცნობია ის უამრავი წერილი, რომლებითაც „---გო» ითხოვდა დავალიანების გადახდას 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მისი განცხადება, რომ საჯარიმო სანქციებს სომხები არ ითხოვდნენო _ სიყალბეა. სომხურმა მხარემ ვალის მომსახურების შესახებ ყველაფერი იცოდა და ჰქონდა სრული ინფორმაცია. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ა-ის ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების აშკარა დარღვევაა.

მოწმე ლ. ე-ის ჩვენებით, მისთვის უცნობი იყო, რომელი ხელშეკრულების საფუძველზე ხდებოდა ელექტროენერგიის მოწოდება საქართველოში, ე.ი. მან არც ის იცის, თუ რა პირობები იყო ამ ხელშეკრულებაში ჩადებული და არის თუ არა ხელშეკრულების არსებითი პირობა საჯარიმო სანქციები. რაც მთავარია, მან განაცხადა, რომ არ აინტერესებდა 2001 წლის 12 თებერვლამდე პერიოდი, არ იცნობს სომხეთის ენერგეტიკის --- გ-ის 12.06.2000 წ. წერილს, ხოლო იმავე მინისტრის 2000 წლის 4 სექტემბრის წერილი მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წაიკითხა. რაც შეეხება ლ. ე-ის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „მისი მუშაობის პერიოდში სანქციების შესახებ საკითხი არ იდგა, ხოლო მანამდე რა მიმოწერა იყო და რა საკითხები იყო წამოჭრილი, ჩემთვის უცნობიაო», _ ფაქტობრივად, აღიარებაა, რომ მას საურავზე საერთოდ არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ ვალის მოთხოვნის უფლების დათმობის შემდეგ „---ოს» ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხოლოდ რუსეთის „---სთან» და არა _ ქართულ მხარესთან. ამიტომ როგორ შეიძლება საუბარი სანქციების შესახებ ქართულ მხარესთან 2001 წლის 12 თებერვლიდან, ე.Nი. მას შემდეგ, რაც ლ. ე-მა ხელი მოაწერა, როგორც თავდაპირველი კრედიტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, ვალის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებას „---სთან»?

ლ. ე-ნს თავის ჩვენებაში არაფერი უთქვამს საურავების მოთხოვნა-არმოთხოვნაზე „თავდაპირველად», როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აქვს აღნიშნული და მოყვანილი აქვს მტკიცებულებად.

სიცრუეა ლ. ე-ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2004 წლის მარტში გახდა მისთვის ცნობილი, რომ თითქოს ეს ვალი, როგორც ძირითადი თანხა, ასევე საჯარიმო სანქციები, ქართული მხარის მიერ გადახდილი ყოფილა, რადგან სომხეთის ენერგეტიკის ---ის წერილებიდან ირკვევა, რომ როგორც სამინისტრომ, ისე „არმენერგომ» ზუსტად იცოდნენ, რომ ქართულმა მხარემ 2001 წლის 31 იანვრის აქტ-შეთანხმების შესაბამისად სრულად გადაიხადა დავალიანება. მეტიც, ლ. ე-ნი, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული იყო, 2001 წლის მარტიდან ყოველთვიურად გაეფორმებინა შედარების აქტი „---ელ» კორპორაციასთან. ასეთი აქტების შესახებ საქმეში არ არის არავითარი ინფორმაცია და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სომხურ მხარეს არასოდეს გაუფორმებია ეს აქტები. წარმოუდგენელია და სრული სიყალბეა, როდესაც „---ოს» ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის არ იცნობს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ხდებოდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და მას არ შეუსწავლია დეტალურად ეს საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ფრაზიდან „--- წერილებში აქცენტები გადატანილი იყო დაგროვილი ვალის დროულად გადახდაზე...» _ „დაგროვილი ვალი» დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და ქართული მხარის მიერ სავალო ვალდებულების დათვლა ხორციელდება სწორედ ხელშეკრულების მიხედვით, რომლის საურავის შესახებ 3.4 მუხლში ცვლილება არ შესულა.

სომხურმა მხარემ, წესით, უნდა იცოდეს, რომ ¹-- ხელშეკრულების 3.4 მუხლში ცვლილება უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით და, რადგან ასეთი ცვლილება არ ყოფილა, საუბარი, რომ სომხური მხარე არ ითხოვდა საურავებს, არა მარტო არასერიოზულია, ამავე დროს უკანონოა და საქმეზე არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულების გაყალბებაა.

რაც შეეხება მოწმე ე. ჩაჩხიანს, მას არ ახსოვდა 1998 წლის -- იანვრის ¹-- ხელშეკრულება, იგი 2000 წლის დასაწყისში დააპატიმრეს და მას რეალურად არ ჰქონდა ინფორმაცია 1999 წლის ბოლოდან სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ე. ჩ-ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთის მხარის მიერ საურავების მოთხოვნა შეიძლება ყოფილიყო მუქარა, ეს შეიძლება იყოს მისი დ. მ-ზე განაწყენების შედეგი, რადგან ე. ჩ-ნი სწორედ მისი მინისტრობის დროს დააკავეს, ამიტომ იგი შეიძლება იყოს მიკერძოებული. სწორედ მისი ყოფილი მოადგილე თ. ყ-ნი წარმოადგენდა „---ას» თბილისის საოლქო სასამართლოში. ე. ჩ-ნს სასამართლოზე წარედგინა უამრავი წერილი, რომლებიც მისი და იმ პერიოდის სათბობ-ენერგეტიკის ---ის სახელზე იყო მოსული. ყველა ამ წერილში, შედარების აქტსა და მრავალ სხვა დოკუმენტში სომხური მხარე კატეგორიულად ითხოვდა საჯარიმო სანქციებს, ითვლიდა მის რაოდენობას და ჰქონდა დარიცხული, ხოლო „---გო» და ფინანსთა სამინისტრო აღიარებდნენ და ეთანხმებოდნენ მათ საჯარიმო სანქციების დარიცხვის საკითხში.

წერილებში სომხური მხარე უთითებდა, რომ მათ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდებისათვის 1998 წლის აგვისტო_1999 წლის მარტის პერიოდში აიღეს კომერციული ბანკების კრედიტები. არადამაჯერებელია, რომ თვითონ სომხებს ჰქონდათ პროცენტიანი კრედიტები და ამ დროს ქართველებს არ სთხოვდნენ ¹-- ხელშეკრულების პირობით მითითებულ საურავებს.

საყურადღებოა 1999 წლის 15 აპრილს „---ოს» გენერალური ---ე ბ. კ-სა და ---ის მიერ გაფორმებული აქტი, რომელსაც თან ერთვის ცნობა დავალიანების ზუსტი, დეტალური ანგარიშით. აღნიშნული აქტით „---ომ» დაადასტურა, რომ მისი ვალის ნაშთი „---ოს» მიმართ 1999 წლის 15 აპრილს, როდესაც დამთავრებული იყო 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულებით ელენერგიის შემოდინება საქართველოს ენერგოსისტემაში, შეადგენდა: 1999 წლის 15 აპრილისათვის 1998 წელს მოწოდებულ ენერგიაზე _ 332 127 აშშ დოლარს, 1999 წლის იანვარ-მარტში მოწოდებულ ენერგიაზე _ 159918960 კვტ.\სთ-ზე _ 4 061 991,60 აშშ დოლარს. საურავი შეადგენდა 120 764 აშშ დოლარს. მთლიანობაში თანხამ შეადგინა 4 514 832 აშშ დოლარი. „---ოს» აღმასრულებელი ---ის _ კ. კ-ის წერილში დავალიანების თანხა შეადგენს 4 512 832 აშშ დოლარს, ე.ი. იმავე თანხას, რაც „---ოს» ზემოაღნიშნულ აქტშია დაფიქსირებული.

კ. კ-ის მიერ ე. ჩ-სათვის გამოგზავნილ, 1999 წლის 10 ნოემბრის წერილში მითითებულია, რომ 1999 წლის 1 ნოემბრისათვის მხოლოდ საჯარიმო სანქცია შეადგენს 923 599 აშშ დოლარს, ხოლო ვალის სრული მოცულობა _ 5317667 აშშ დოლარს. ამავე წერილში კ. კ-ნი ე. ჩ-ნს კატეგორიული ტონით სთავაზობს, 19 დღის განმავლობაში უზრუნველყოს საერთო თანხის გადახდა „---ოს» ანგარიშსწორების ანგარიშზე გადარიცხვით, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი განიხილება სასამართლოს წესით.

1999 წლის თებერვლიდან 2000 წლის აგვისტომდე სომხურ მხარეს გამოგზავნილი აქვს 20-ზე მეტი წერილი ე. ჩ-ის, თ. გ-ის, დ. ო-ის, დ. მ-ას და სხვათა სახელზე საჯარიმო სანქციების კატეგორიული მოთხოვნით. მრავალ ამ წერილში მითითებულია მათი კონკრეტული რაოდენობებიც.

საქმეში არსებობს უამრავი ჩვენება და დოკუმენტური მასალა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულების პირობები არავის შეუცვლია და, აქედან გამომდინარე, სომხეთის კანონმდებლობით, ზეპირი საუბარი და გარიგება დაუშვებელია. საქართველოს კანონმდებლობითაც შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმე ი. ღ-ის ჩვენებები ცნობილი უნდა ყოფილიყო დაუშვებელ მტკიცებულებად. დ. მ-ას ადვოკატებისათვის არ იყო ცნობილი ი. ღ-ტი, რომელიც იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო და, შესაბამისად, დაცვა მოკლებული იყო საშუალებას, მიეღო ზუსტი მონაცემები. ი. ღ-ის ჩვენება შეიძლება იყოს სიყალბე და ჭეშმარიტების შეგნებული ფალსიფიცირება, რადგან მას და დ. მ-ას ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. ამ შემთხვევაში დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ანონიმურ მოწმეთა ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, არ მიესადაგება კონვენციას.

საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმებული, 2000 წლის 30 აგვისტო_4 სექტემბრის ხელშეკრულება, რომლითაც „---»-ს ევალებოდა, გაეფორმებინა რუსეთის ფედერაციის „---ის» კორპორაციასთან შედარების აქტი ყველა იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელთა საფუძველზეც ხდებოდა ანგარიშსწორება სომხეთიდან საქართველოსათვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე. ასეთი კი იყო მხოლოდ 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულება, რომელზეც გამოძიება აცხადებს, რომ იგი არ ამოქმედებულა და საქართველოს ამ ხელშეკრულებით ელექტროენერგია არ მიუღია. აქ საქმე გვაქვს საქმეზე არსებული მონაცემების პირდაპირი განზრახვით გაყალბებასთან, კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით და გამორიცხულია საგამოძიებო შეცდომა ან უნებლიე უზუსტობა მტკიცებულებათა დამაგრების პროცესში.

გამომძიებელი ან შეგნებულად არ დაინტერესდა საქმის რეალური მასალების მოპოვებით, ან უხეში დაუდევრობით, ნებსით თუ უნებლიეთ, გაურბოდა სიმართლეს.

დაცვის აზრით, მოხდა მტკიცებულებათა შეგნებული ფალსიფიკაცია, დოკუმენტების გაყალბება მოწმის იძულების გზით, რომელსაც სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დაჰყოლოდა გამომძიებლის ნებას, მის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და საპროცესო გარიგების ფონზე ცრუ ჩვენების მეშვეობით მიეცა მისთვის მტკიცებულებათა გაყალბების საშუალება.

„---» უნდა დაყრდნობოდა „---სა» და „---ოს» შორის არსებულ რეალურ შეთანხმებასა და ხელშეკრულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შედარების აქტი გაფორმდებოდა სხვა ვითარებაში, სახელმწიფო ექსპერტებისა და სპეციალისტების შეფასებით, დავალიანება გადაამეტებდა 7 მლნ აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლოში ენერგეტიკის მინისტრის ---ემ _ ა. ხ-მა დაადასტურა, რომ 2000 წლის 5 ოქტომბრის აქტი სრულად შეესაბამებოდა 2000 წლის 30 აგვისტო_4 სექტემბრის შეთანხმებაში ასახულ მოთხოვნებს.

საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ ვალის გადაკისრება „---»-დან უნდა მომხდარიყო „საბითუმო ბაზარზე», რომელიც „ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» კანონის თანახმად, არის ენერგეტიკის სამინისტროსაგან ინსტიტუციონალურად და სამართლებრივად დამოუკიდებელი. იგი ვალდებული იყო, ვალის მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და დოკუმენტაციის ეკონომიკური მიზანშეწონილობა და სამართლიანობა, აგრეთვე საჭიროებისა და გამჭვირვალობის პრობლემები დამოუკიდებლად შეესწავლა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული დადასტურდა „საბითუმო ბაზრის» იმდროინდელი გენერალური ---ის _ დ. ჯ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ 2001 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, „საბითუმო ბაზარი» ვალდებული იყო, გადაეხადა დავალიანება მხოლოდ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში დადგენილად მიჩნეულ ფაქტს _ „2001 წლის 31 იანვრის აქტში მთლიანად იქნა გადატანილი 2000 წლის 5 ოქტომბრის აქტის მონაცემები და დავალიანებად, ნაცვლად 4 394 068 აშშ დოლარისა, მითითებულ იქნა ჯარიმის თანხაც _ 2 343 503 აშშ დოლარი».

2001 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განსაზღვრული იყო საჯარიმო სანქცია სწორედ 2000 წლის 5 ოქტომბრის შედარების აქტის შესაბამისად; ამავე ხელშეკრულების 1.3 პუნქტით კი გათვალისწინებული იყო დავალიანების განსაზღვრისას „---»-სსა და „---ას» შორის წარმოშობილი უთანხმოება, რომელიც გაფორმდა დამატებითი აქტის სახით 2000 წლის 5 ოქტომბრის შედარების აქტზე.

„საბითუმო ბაზრის» მმართველმა კომპანია „---ამ» ასევე შეისწავლა ხელშეკრულებებით დაფიქსირებული დავალიანების ოდენობა და შესაბამისი სანქციები. ბაზრის არსებულ მმართველს საეჭვოდ არ გაუხდია არბიტრაჟის 2001 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება დავალიანების საკითხებზე. როგორც მან სააპელაციო სასამართლოს მოახსენა, „---ამ» ესპანური იურიდიული კომპანიის მეშვეობით მადრიდში შეისწავლა დავალიანებისა და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და დოკუმენტით დაადასტურა, რომ ყველაფერი განხორციელებული იყო კანონის სრული დაცვით.

კანონის თანახმად, „საბითუმო ბაზრის» საზედამხედველო ფუნქცია გააჩნია სემეკს, რომლის მეთოდოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი იყო მოწმედ დაკითხული ა. ხ-რი, რომელმაც სასამართლოს მოახსენა, რომ „საბითუმო ბაზარს» ზედმეტი თანხა არ გადაუხდია.

გარდა ამისა, „საბითუმო ბაზრის» აღმასრულებელმა საბჭომ, როგორც უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, 2002 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ერთხმად ცნო საჯარიმო სანქციების მოცულობები და გადახდის აუცილებლობა. საბჭოს გადაწყვეტილება, კანონის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად „საბითუმო ბაზრის» მენეჯმენტისათვის.

გამომძიებელ გ. ქ-ას ზემოაღნიშნულის თუნდაც მცირეოდენი ნაწილი რომ გაეთვალისწინებინა, ვალდებული გახდებოდა, გადაწყვეტილებები მიეღო კანონის სრული შესაბამისობით, ე.ი. მას უნდა ემოქმედა დ. მ-ას ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გათვალისწინების პირობებში, ამიტომ იგი იძულებული გახდა, წასულიყო მტკიცებულებათა ფალსიფიცირების გზით.

კერძოდ, მოწმე ი. ღ-მა დაასახელა 1998 წლის 24 ივლისისა და 11 აგვისტოს ე.წ. «უპროცენტო» ხელშეკრულებები, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, მაგრამ გამომძიებლის „მეცადინეობით» ზუსტად ეს დოკუმენტები გახდა 2003 წლის 27 დეკემბრისა და 2004 წლის 4 ივნისის ი. ღ---ის დაკითხვის ოქმების მთავარი საფუძველი გამომძიებლის მხრიდან სინამდვილის დამახინჯებისა და ფაქტების გაყალბების ფონზე. სრული სიცრუეა ი. ღ-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ მან არაფერი იცოდა „---სათვის» თანხის დაფარვის გრაფიკის მიმდინარეობაზე, რაც დასტურდება მისივე წერილით ი. ჩ-ის სახელზე (წერილი ¹-- -- 2001წ.), სადაც ი. ღ-ტი წერს: „ზემოაღნიშნული აქტის თანახმად, იფარება მხოლოდ ძირითადი თანხა დავალიანებისა ელექტროენერგიაზე, რომელიც მიეწოდებოდა საქართველოს სომხეთის ენერგოსისტემიდან _ 4 394 068 აშშ დოლარი, ჯარიმები და სხვა ნებისმიერი თანხა არ იფარება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე». ნათელია, რომ ი. ღ-ტი სჩადის სიყალბეს.

ასევე სიცრუეა ი. ღ-ის განცხადება, რომ თითქოს იგი მხოლოდ 2000 წლის 5 ოქტომბრის აქტზე ხელმოწერასა და 2001 წლის 31 იანვრის აქტის გაფორმებაში მონაწილეობდა და სხვა საკითხებში არ ჩარეულა. იგი მოპასუხედ მონაწილეობდა თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოში „---სთან» პროცესში, რაზეც დეტალურად ისაუბრა მოწმე რ. შ-მა. აღნიშნული ასევე მეტყველებს ი. ღ-ის მიკერძოებულ, მტრულ დამოკიდებულებაზე დ. მ-ას მიმართ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება და სასამართლოსათვის არასწორი ინფორმაციის მომზადება საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების განხორციელებას და შეიძლება გახდეს სასამართლოს მიერ უსამართლო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ეროვნული კანონმდებლობის დარღვევა ავტომატურად იწვევს ევროპული კანონმდებლობის დარღვევას. სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ მიუთითა მტკიცებულებათა ფალსიფიცირების მანკიერ პრაქტიკასა და მისი აღმოფხვრის აუცილებლობაზე.

ცალსახაა, რომ ი. ღ-ის ჩვენებები აშკარა სიყალბეა და იგი განაპირობა გენპროკურატურის მიერ 2004 წლის 15 ივლისის საბრალდებო დასკვნის მხარდაჭერამ, რომელიც უაპელაციოდ ამტკიცებს სიყალბეს, რომ საქართველო ელექტროენერგიას იღებდა სომხეთის ენერგოსისტემიდან 1998 წლის 24 ივლისისა და 11 აგვისტოს ხელშეკრულებებით, რომლებიც არ ითვალისწინებდა სანქციების დაკისრებას და წარმოადგენდა უპროცენტო კრედიტს.

სასამართლოზე უტყუარად დადასტურდა, რომ, 2004 წლის 15 ივლისის საბრალდებო დასკვნის საპირისპიროდ, საქართველო სომხეთიდან ელენერგიას იღებდა სწორედ 1998 წლის -- დეკემბრის ¹-- ხელშეკრულებით. აქედან გამომდინარე გაფორმდა სწორედ 2000 წლის 5 ოქტომბრის შედარების აქტი, რომელშიც აისახება დროის გარკვეულ მომენტში გარიგების შემდეგ წარმოქმნილი ერთი მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება, რომელიც გაითვლება სწორედ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით. ანუ შედარების აქტი წარმოადგენს დავალიანების აღიარებას ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ, რომელიც ხორციელდება წერილობითი ფორმით.

რაც შეეხება 2001 წლის „19 იანვრის» შეთანხმებას „მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ», მას „---ოს» სახელით ხელი მოაწერა ლ. ე-მა, რომელმაც „---ში» მუშაობა დაიწყო 2001 წლის 28 იანვარს და, როგორც თვითონ პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, შეთანხმებას ხელი მოაწერა 2001 წლის 12 თებერვალს, ხოლო სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა _ 16 თებერვალს. სააპელაციო სასამართლოში ეს ფაქტი სადავოდ არავის გაუხდია. აქედან გამომდინარე, შეთანხმება ძალაში შევიდა მხოლოდ მხარეების ხელმოწერის შემდეგ, თანახმად თავად ამ შეთანხმების 7.1 პუნქტისა. ე.ი. სწორედ 2001 წლის 12 თებერვალია შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი და სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ეს შეთანხმება 2001 წლის 19 იანვრისაა, შეგნებული მცდელობაა, მოხდეს მტკიცებულების შემცველი ინფორმაციის ფალსიფიცირება, რამაც შეიძლება მართლმსაჯულებას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ დ. მ-ამ თავისი ხელმოწერით „ფაქტობრივად სახელმწიფოს სახელით აღიარა 2001 წლის 31 იანვრის აქტით განსაზღვრული დავალიანება». სახელმწიფოს სახელით აღიარებული დავალიანება სახელმწიფო ვალია, რომლის შესახებ არსებობს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ». მისი 39-ე მუხლით, სახელმწიფო გარანტიების გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება შემდეგნაირად: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგენით საქართველოს პრეზიდენტი, ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო გარანტიის გაცემაზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებასაც ახდენს საქართველოს პარლამენტი». აღნიშნულით მტკიცდება, რომ „სახელმწიფოს სახელით აღიარებული დავალიანება» აბსურდი და სიცრუეა.

აქედან გამომდინარე, 2001 წლის 31 იანვრის აქტ-შეთანხმებაზე საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ხელმოწერის დროს არ არსებობდა მიზანი, შესრულებულიყო „სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონით სახელმწიფო გარანტიის გაცემისათვის დადგენილი პროცედურები. არ შეიძლება, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ჩაითვალოს სახელმწიფოს სახელით ვალის აღიარებად, რაც სამართლებრივი ნონსენსია.

2001 წლის 31 იანვრის აქტზე მინისტრის ხელმოწერით დავალიანება სახელმწიფოს სახელით რომ ყოფილიყო აღიარებული, მაშინ დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი, რომლის ვალი დღესაც დაუფარავია, და იმ პერიოდში აზერბაიჯანიც, სწორედ სახელმწიფოსაგან (ბიუჯეტიდან) მოითხოვდნენ ვალის დაფარვას ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, რაც „---ს» არ განუხორციელებია არც ადრე და არც _ შემდგომ პერიოდში.

სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებით ა. ხ-მა განაცხადა, რომ დ. მ-ას ხელმოწერის გარეშეც ექნებოდა ოთხმხრივი შეთანხმების აქტს იურიდიული ძალა. მოწმე რ. შ-მა კი განაცხადა, რომ 2001 წლის 31 იანვრის აქტი არის კერძო სამართლის სუბიექტებს შორის დადებული შეთანხმება და მასზე დ. მ-ას ხელმოწერა გავლენას ვერ მოახდენდა, საერთოდ მინისტრი რატომ ამტკიცებდა ამ აქტს, მისთვის გაუგებარია. ანალოგიური განაცხადა სასამართლოში საქართველოს --- მარეგულირებელი კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ე. ე-მა.

საკასაციო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ არ არის დამტკიცებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დაირღვა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ ახსენებს და არ მიუთითებს უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, თუ რა პროცედურებით ხდებოდა 2001 წლის 31 იანვრის ოთხმხრივი აქტ-ხელშეკრულების შედგენა, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, არის ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, რითაც მოხდა ვალის გადაკისრება „---»-დან „საბითუმო ბაზრისათვის». ზემოაღნიშნული კოდექსი მოითხოვს, რომ ვალის გადაკისრების ხელშეკრულებაზე იყოს ვალის მოთხოვნის მფლობელის („---ის») თანხმობა. თუ თავდაპირველი მოვალე („---») არ დაეთანხმებოდა ასეთ შეთანხმებას და თვითონ გადაიხდიდა ვალს, ამავე 203-ე მუხლით შეეძლო არ დათანხმებოდა ვალის გადაკისრებას.

2001 წლის ბოლოდან „საბითუმო ბაზრის» ესპანურ მენეჯმენტში ფინანსურ ხელმძღვანელად მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის დღევანდელი --- ნ. გ-რი, რომლის პირდაპირი ფუნქცია იყო, დაეცვა ბაზრის ფუნქციონირებაში «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნა ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე, სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე. 2001 წლის 31 იანვრის აქტ-შეთანხმების მე-6 მუხლის, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად, ახალ მოვალეს მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ შეეძლო გამოეყენებინა ყველა ის შესაგებელი, რომლებიც გამომდინარეობდა მოთხოვნის მფლობელსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან. ერთადერთი, რისი უფლებაც არ ჰქონდა „საბითუმო ბაზარს», არ შეეძლო, გაექვითა ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა. „საბითუმო ბაზარს» ზემოჩამოთვლილი უფლებებით არ უსარგებლია.

ამრიგად, 2000 წლის 5 ოქტომბრის შედარების აქტი და მისი მართლზომიერება იყო ერთადერთი ორგანიზაციის _ „საბითუმო ბაზრის» შესაფასებელი.

არასწორია სააპელაციო სასამართლოს განაჩენი იმ ნაწილშიც, რომ თითქოს 2001 წლის 31 იანვრის აქტში უცვლელად იქნა გადატანილი 2000 წლის 5 ოქტომბრის შედარების აქტის პირობები. „საბითუმო ბაზრის» მიერ 2000 წლის 5 ოქტომბრის შედარების აქტის საურავის ნაწილი გადავიდა 2001 წლის -- იანვრის აქტ-შეთანხმებაში შესაბამისი დათქმით, რომ საურავები უნდა გადახდილიყო მხოლოდ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად. სწორედ სასამართლოს უნდა შეეფასებინა საურავის დაფარვა-არდაფარვის საკითხი, ანუ საურავის მოცულობა.

იმ შემთხვევაში, თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, --- რ. შ-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი მიუღებელი იქნებოდა „საბითუმო ბაზრისათვის», მას შეეძლო, ხოლო დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში _ ვალდებულიც იყო, მიემართა სასამართლოსათვის იმის თაობაზე, რომ არბიტრაჟში განხილული დოკუმენტები არარეალური იყო და ვალის მოცულობის საკითხში ხდებოდა მისი ფალსიფიცირება, ასევე მიენიშნა იმ მხარის დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომელიც ამას ახორციელებდა. „საბითუმო ბაზრის» უცხოურ მენეჯმენტს საეჭვოდ არ ჩაუთვლია არბიტრაჟის გადაწყვეტილება და სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

დ. მ-ას სახელით „საბითუმო ბაზრისათვის» გაგზავნილ 2001 წლის -- იანვრის ¹--\-- წერილში „საბითუმო ბაზარს» ეთხოვა, კიდევ ერთხელ განეხილათ ურთიერთანგარიშსწორების ჩატარების შესაძლებლობა, რაც იყო სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს პოზიცია. ამ წერილის საფუძველზე განხილვის ხანგრძლივ პროცედურებზე დეტალურად ისაუბრა „საბითუმო ბაზრის» ესპანელმა ---მა ა. ს-მა. მან სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ესპანურმა კომპანია „---ამ» საქართველოსა და ესპანეთში დეტალურად შეისწავლა აღნიშნული საკითხი, ასევე განიხილა „საბითუმო ბაზრის» აღმასრულებელ საბჭოზეც. ასეთი პროცედურების გავლის შემდეგ მოახდინეს საჯარიმო სანქციების მოცულობის რეალურად ცნობა და დაფარვა. აღნიშნული დასტურდება ვადებითაც, თუ როდის მოხდა „საბითუმო ბაზრის» მიერ საჯარიმო სანქციების დაფარვა. პირველი ტრანში იყო 2002 წლის მაისის ბოლოს, ხოლო მეორე _ 2002 წლის ნოემბრის ბოლოს. ძირითადი თანხა დაიფარა 2001 წლის დეკემბრამდე, საურავების შესწავლა მიმდინარეობდა თითქმის 6 თვის განმავლობაში.

არც ერთმა მოწმემ არ უარყო, რომ სამინისტრო არასოდეს ჩარეულა „საბითუმო ბაზრის» მუშაობაში, არ დაურღვევია კანონი, რადგან „საბითუმო ბაზარი» იყო დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რაც დაადასტურეს მოწმეებმა _ ა. ხ-მა, ა. ს-მა, ი. მ-ამ. ამ უკანასკნელმა, რომელიც იყო „საბითუმო ბაზრის» დირექტორი ფინანსურ საკითხებში, სასამართლოში განაცხადა, რომ დ. მ-ას ქმედებით „საბითუმო ბაზარს» რაიმე ზარალი არ განუცდია და ვერც განიცდიდა.

არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება დავალიანების დაფარვას 2001 წლის 31 იანვრის აქტ-შეთანხმების მიხედვით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „---ამ» 2001 წლის 22 თებერვლიდან 25 ოქტომბრამდე მოსარჩელეს _ „---ას» და „---ოს» გადაუხადა 4 394 068 აშშ დოლარი. სწორედ 2001 წლის 22 თებერვალს დაიწყო „---ამ» „საბითუმო ბაზრის» ფინანსური მომსახურება. დ. მ-ვა მუდმივად ამტკიცებდა, რომ 2001 წლის 19 იანვარ-12 თებერვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა 21 თებერვალს. სწორედ „---ის» მიერ 22 თებერვლიდან ვალის მომსახურების დაწყება ამტკიცებს, რომ დოკუმენტზე შესაბამისი ხელმოწერა შესრულებული იყო სწორედ 21 თებერვალს და არა _ ადრე.

2001 წლის 19 იანვარ-12 თებერვლის ხელშეკრულების ფორმა შესაბამისობაშია როგორც რუსული, ისე სომხური სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან. ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლში მითითებულია, რომ, თუ წარმოიქმნა დავა, ის გადაინაცვლებს მოპასუხის ქვეყნის შესაბამის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და სავალდებულო მხარეებისათვის. ამ ხელშეკრულების საგანია „---ოს» მიერ მოთხოვნის უფლების დათმობა „---ოს» სამართალმემკვიდრისაგან ან სხვა, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანიზაციის მიერ იმ დავალიანების დაფარვაზე, რომელიც წარმოიშვა სომხეთის ენერგოსისტემიდან საქართველოს ენერგოსისტემისათვის მოწოდებულ ელენერგიაზე 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მარტის ჩათვლით.

სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, თუ რა ტიპის ხელშეკრულებაა 2001 წლის 19 იანვარ-12 თებერვლის შეთანხმება, რომელი ქვეყნის კანონმდებლობას ექვემდებარება, არის თუ არა კანონიერი და ა.შ.

რუსეთის სამოქალაქო კოდექსის 1211-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სომხეთის სამოქალაქო კოდექსის 1285-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ფულადი მოთხოვნის დათმობისას ფინანსირების ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებაში გამოიყენება რუსეთის სამოქალაქო კოდექსი. მასში ფინანსური აგენტი არის სწორედ რუსეთის „---ია». ზემოთ ნათქვამი კოდექსების მუხლები განსაზღვრავენ ყოველგვარ კოლიზიურ მიბმას, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული. ორივე ქვეყნის კოდექსების შესაბამის მუხლებში განისაზღვრება აღნიშნული ნორმების დისპოზიციური ხასიათი. მათი ანალიზი გვიჩვენებს, რომ სწორედ ფინანსური აგენტის ადგილსამყოფელი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს რუსეთის სამოქალაქო კოდექსი.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების კლასიფიკაციისათვის საკმარისია, მის ტექსტში მიეთითოს ---ის ფინანსური აგენტის ვალდებულება, გადაუხადოს ---ტს (თავდაპირველ კრედიტორს) ფულადი სახსრები ფულადი მოთხოვნის უფლების დათმობის გამო. ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტი განსაზღვრავს ცესიონერის _ „---ის» ასეთ ვალდებულებას.

ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი იყვნენ, ზედმიწევნით კონკრეტულად და ზუსტად განესაზღვრათ მისი გაფორმებისას ხელშეკრულების საგანი, რომელიც ნებისმიერი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების განმსაზღვრელია. 2001 წლის 19 იანვარ-12 თებერვლის ხელშეკრულების 1-ელ თავში კონკრეტულადაა მითითებული, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2000 წლის 30 აგვისტო-4 სექტემბრის სომხურ-ქართული ენერგეტიკის სამინისტროების შეთანხმების საფუძველზე და სწორედ ეს არის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების რეალური საფუძველი. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზეა დადგენილი ქართული მხარის ვალდებულება სომხური მხარის მიმართ. სომხური მხარის ადგილი დათმობის ხელშეკრულებით დაიკავა რუსულმა ორგანიზაციამ. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ცედენტმა _ „---ომ» გაათავისუფლა თავისი ადგილი ძირითადი ვალდებულებების მიმართ, რაც ქართულ მხარეს გააჩნდა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთი უფლება ქართული მხარის ვალდებულებებიდან გადავიდა რუსეთის „---ზე», რომელმაც აიღო ვალდებულება, გადაეხადა „---სათვის» ფულადი სახსრები.

ფაქტორინგული, ანუ ფულადი მოთხოვნის უფლების დათმობის ფინანსირების, ხელშეკრულების დროს, რუსეთის კანონმდებლობით, ფინანსურ აგენტზე გადადის ყველა უფლება ფულად მოთხოვნებზე, მათ შორის _ ჯარიმები და საურავები. რუსეთის სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის მე-3 ნაწილით, როცა მოვალე გადაუხდის ფინანსურ აგენტს მოთხოვნილ თანხებს შესაბამისი ვალდებულებების მიხედვით, მოვალე, ამ შემთხვევაში _ ქართული „საბითუმო ბაზარი», თავისუფალია ვალდებულებებისაგან კლიენტის (ცედენტის) _ „---საგან».

ამრიგად, სომხურ მხარეს არავითარი სამართლებრივი უფლება არა აქვს, მოითხოვოს ქართული მხარისაგან თანხები, როგორც ეს განაცხადა მოწმე ი. მ-ამ.

პროფესორ ო. გ-ის განცხადებით, დ. მ-ას ხელმოწერა („შეთანხმებულია») 2001 წლის 19 იანვარ-12 თებერვლის შეთანხმებაზე ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მან „ცნობად იღო» აღნიშნული შეთანხმება. აღნიშნული „ცნობად იღო», რუსულად „уведомление», არსებითი მოთხოვნაა რუსეთის სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა. ხელშეკრულების კანონიერებაზე პასუხს აგებს ორი იურიდიული პირი _ „---გო» და „---ია», მათი ხელმძღვანელობა და შესაბამისი იურიდიული სამსახურები. სწორედ ეს ორი ორგანიზაცია იყო ფაქტორინგული ხელშეკრულების სუბიექტური შემადგენლობა.

რატომ არ გაუჩნდათ ეჭვი ქართველ იურისტებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიმართა სომხურმა მხარემ რუსეთის სასამართლოს. იქნებ იმიტომ, რომ რუსეთის როგორც სასამართლოსაგან, ასევე‚ საარბიტრაჟო სასამართლოსაგან ისინი მიიღებენ ერთმნიშვნელოვან პასუხს ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებით? სწორედ აქ იმალება ის „ნდობის» უკვე 4-წლიანი რესურსი „---ის» მიმართ, რაზეც მუშა ჯგუფის სომეხი წევრები მიუთითებდნენ. მეტიც, სწორედ სომეხი მოწმეების _ ლ. ე-ის, გ. ა-ის აბსულუტური ინსინუაციები დამოკიდებულია ამ „ნდობასთან» და სხვა არაფერთან, რაც აშკარად დანაშაულია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, ასეთი უფლება ვალის მფლობელ ქართულ იურიდიულ პირს ჰქონდა, თუ ასეთი დასაბუთებული შესაგებლის დაყენების არგუმენტები არსებობდა. ამ შესაგებლის წარმდგენი ქართული მხრიდან არის „საბითუმო ბაზარი» და არა _ სამინისტრო.

სასამართლოზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით, 2001 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებით, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 9 იანვრის გადაწყვეტილება და რომლის თანახმადაც მოხდა „---»-დან ვალის გადაკისრება „საბითუმო ბაზრისათვის», ახალ მოვალეს არა აქვს უფლება, გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 205-ე მუხლი სრულად შეესაბამება რუსეთის კოდექსის 386-ე და სომხეთის კოდექსის 401-ე მუხლებს. მათ საფუძველზე, შესაბამისი არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, თუ ასეთი ბუნებაში არსებობდა, ქართული იურიდიული პირი, კერძოდ, ვალის გადაკისრების შემდეგ „საბითუმო ბაზარი» ვალდებული იყო, წაეყენებინა ახალი მფლობელის მიმართ მოთხოვნის უფლების შესაგებელი, რაც არ განხორციელებულა.

სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლით, მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ მოთხოვნის უფლების მფლობელის შეცვლას. მოთხოვნები ახალ მფლობელზე იმავე მოცულობით გადადის, როგორიც თავდაპირველ მფლობელს ჰქონდა. ახალ მფლობელზე ასევე გადადის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებიც და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.

სასამართლოს ასევე არ უმსჯელია იმ ცნობაზე, რომელიც „---ომ» გასცა სომხეთის გენპროკურატურის სახელზე 18.12.2003 წელს და რომელშიც იგი აცხადებს, რომ ყველა ვალდებულება დაუთმო „---ას».

სამსახურებრივი გულგრილობის დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სათბობ-ენერგეტიკის მინისტრ დ. მ-ას უფლება-მოვალეობათა სამართლებრივ რეგლამენტაციას. კონკრეტულად უნდა დადგინდეს, თუ მინისტრმა დ. მ-ამ, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რა არ შეასრულა ან _ არაჯეროვნად შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის «-- ნოემბრის ¹-- განკარგულებიდან აშკარაა, რომ მისი დავალება გულისხმობს ორი ენერგოსისტემის მდგრადი პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად დავალიანების გრაფიკის შესრულების სისტემატურ კონტროლს. ვალის მომსახურების სამართლებრივი მექანიზმები განსაზღვრულია 2001 წლის 31 იანვრის აქტ-ხელშეკრულებით.

„საბითუმო ბაზრის» ინფორმაცია არის საჯარო და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა მათი მონიტორინგი, კონტროლი და ის მუდმივად ხორციელდებოდა არა მარტო ენერგეტიკის სამინისტროს, არამედ _ საქართველოში სავალუტო ფონდის ოფისის მიერაც.

სომხეთიდან გამოგზავნილი წერილები სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროდან რეაგირებისათვის იგზავნებოდა დავალიანების დამფარავ ორგანიზაციაში _ „საბითუმო ბაზარში», რადგან სწორედ ეს ორგანიზაცია ემსახურებოდა „---ის» მეშვეობით „---ას» და სომხური მხარისათვის საინტერესო ინფორმაციას სწორედ ეს ორგანიზაციები ფლობდნენ.

არც ერთი ხელშეკრულებით საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სომხეთის მხარის მიმართ არ ჰქონდა აღებული ვალდებულება, გაეცა ინფორმაცია დავალიანების გრაფიკის შესრულების შესახებ.

მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში, როდესაც „საბითუმო ბაზარმა» დაფარა დავალიანების ძირითადი ნაწილი _ 4 394 068 აშშ დოლარი, სომხეთის მხრიდან არ შემოსულა არც ერთი წერილი. არ არსებობს ასეთი წერილი 2002 წლის 1 იანვრამდე. დავალიანების დაფარვა, 2001 წლის 19 იანვარ_12 თებერვლის ხელშეკრულებით, უნდა მომხდარიყო 2001 წლის მარტიდან 2002 წლის მარტამდე. ეს მეტყველებს, რომ მათ იმ პერიოდში ჰქონდათ სრული ინფორმაცია. ამავე დროს, ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტით „---ოს» ყოველი თვის 5 რიცხვში უნდა გადაეფორმებინა შედარების აქტები „---სათვის», მაგრამ ეს აქტები არ ფორმდებოდა და არავინ კითხულობს ამის მიზეზს.

სომხურმა მხარემ წერილების გამოგზავნა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ გარკვეული პროცედურების განხორციელების მიზნით შეაჩერა „---სათვის» დავალიანების დაფარვა.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის -- მარტის ¹-- განკარგულების შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე მომზადებული დასკვნებით დადგინდა დავალიანებების მოცულობა, რომლებიც ექვემდებარება დაფარვას. ეს დასკვნა გაფორმდა 2001 წლის დეკემბრის ბოლოს.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ 2001 წლის 19 დეკემბრის წერილით თხოვნით მიმართა „საბითუმო ბაზარს», კონტროლის პალატის დასკვნის მიღებამდე შეეჩერებინა ვალის მომსახურება და განეხორციელებინა მხოლოდ კონტროლის პალატის მიერ ვალის მოცულობისა და მართლზომიერების დადგენისა და დადებითი დასკვნების მიღების შემდეგ.

„---ოს» 2002 წლის -- მაისს ¹--\-- წერილზე დ. მ-ამ იმავე დღეს მოახდინა რეაგირება, რაზეც მინისტრმა სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, „---ოს» დირექტორ ი. ი-ის 2002 წლის -- ივნისის ¹--\-- საპასუხო წერილი მიიღო, რომელშიც ის იტყობინებოდა 19 იანვრის შეთანხმების გაგრძელების თაობაზე. ეს წერილი დ. მ-ამ სამართლიანად გადაამისამართა „საბითუმო ბაზარზე». სომხური მხარე ვერასოდეს გაწყვეტს მათ მიერ „---»-თან დადებულ შეთანმებას, მისი „შეცდომით», არასწორად შედგენისა და „---ოს» მიერ პირობების დარღვევის გამო.

საკასაციო საჩივარს ერთვის „---ის» 2006 წლის 25 ივლისის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ დ. მ-ვა 2003 წლის 12 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა ქ. მოსკოვში, ამიტომ იგი სომხეთიდან 2003 წლის 13 იანვარს გამოგზავნილ წერილზე რეაგირებას ვერ მოახდენდა (აღსანიშნავია, რომ საქმეშია მხოლოდ სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროდან ამოღებული წერილის უშტამპო ასლი, რაც მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს).

რაც შეეხება 2003 წლის 30 ივლისის წერილს, მასზე დ. მ-ას რეზოლუცია დადებულია იმავე წლის 9 აგვისტოს. პრეზიდენტის ბრძანებით დ. მ-ვა 2003 წლის 12 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს --- მარეგულირებელი კომისიის ---ედ. აქედან გამომდინარე, იგი ვერ უპასუხებდა 30 ივლისის წერილს.

სიცრუეა, რომ თითქოს სომხურმა მხარემ არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ ქართულმა მხარემ „---ას» გადაუხადა თანხა. სომხეთის მხარე _ „---გო» წერილით ატყობინებდა „---ას», რომ ქართულმა მხარემ სრულად შეასრულა 2001 წლის 31 იანვრის აქტ-შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და სთხოვდა, „---ას» დაეფარა „---ოს» დავალიანება. სომხეთს 2002 წლის -- ოქტომბრის ¹-- წერილით ასევე ჰქონდა ინფორმაცია „---იდან», რომ მან შეასრულა 31 იანვრის აქტ-შეთანხმების პირობები ჯერ ძირითადი თანხის, ხოლო შემდეგ _ საჯარიმო სანქციების გადახდით. ეს წერილი ასევე გაეგზავნა სომხეთის ენერგეტიკის --- ა. მ-ნს.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში დაეყრდნო სომხური მხარის სიცრუეს, რომ თითქოს მათ არაფერი იცოდნენ თანხის დაფარვის შესახებ.

მიუხედავად დაცვის არაერთი მოთხოვნისა, სასამართლოს არ უმსჯელია 2001 წლის 19 იანვარ-12 თებერვლის ხელშეკრულების კანონიერებაზე.

დ. მ-ას მინისტრად დანიშვნამდე „---ოს» ე. ჩ-ის ხელმოწერით დაფიქსირებული აქვს სულ 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება, რასაც არ შეულახავს ქვეყნის ავტორიტეტი და ინტერესები. ა. ს-ის განცხადებით, დ. მ-ვა აკეთებდა ყველაფერს, რათა ენერგოსისტემა გადაერჩინა ნგრევისაგან, ხოლო ე. ე-ის განცხადებით, დ. მ-ას მინისტრობის პერიოდში საქართველოს მეზობელი ქვეყნების მიმართ ვალი არ დაუგროვებია. „---ის» ირლანდიელი გენერალური დირექტორის _ ბ. ქ-ის წერილით, დ. მ-ვა აკეთებდა ყველაფერს, რათა დარგი „ამოეყვანა ჭაობიდან» და სრული სტაგნაციიდან. დ. მ-ას მუშაობა უხდებოდა ფინანსურად უძნელეს პირობებში. იგი იყო იმ სამი ქვეყნის ენერგეტიკული დარგის ხელმძღვანელთა შორის, ვისაც მეორედ მიენიჭა დსთ-ს დამსახურებული ენერგეტიკის წოდება.

დ. მ-ას ბრალი წაუყენეს 2004 წლის 16 იანვარს. ექსპერტის დასკვნით, იგი ამ მომენტისათვის იყო უმძიმეს მდგომარეობაში, არ იყო კონტაქტური. ამიტომ გაუგებარია, როგორ მოახერხა გამომძიებელმა მისთვის ბრალის წაყენება და ინფორმირება წაყენებული ბრალდების შესახებ. აშკარად დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 5(2) მუხლი. დ. მ-ვა დაიკითხა ღამით, 2-ის ნახევარზე, ადვოკატისა და ექიმის გარეშე, რასაც წინ უძღოდა ავადმყოფის იძულებით გამოფხიზლება. ეს იყო გამომძიებლის შეგნებული ნაბიჯი, რათა ავადმყოფ დ. მ-ში აღეძრა შიში და მწუხარება. იყო მცდელობა, ფიზიკურად გაეტეხათ უმძიმესი ავადმყოფი, მისი მორალური წინააღმდეგობის უნარი. აღნიშნულზე არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატები _ ე. ბ-ია და ი. ბ-ია ითხოვენ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, მის განხილვას მხარეთა, მათ შორის _ დ. მ-ას _ მონაწილეობით, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის განაჩენით დ. მ-ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან, როგორც სახელმწიფო-თანამდებობის მქონე პირმა, არაერთგზის ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, 2001 წლის 19 იანვრის შეთანხმებასა და 2001 წლის 31 იანვრის აქტზე ხელმოწერით ფაქტობრივად სახელმწიფოს სახელით აღიარა განსაზღვრული დავალიანება, რითაც აშკარა უპირატესობა მიიღო „---ამ“ და დაირღვა სახელმწიფოს ინტერესები.

საქართველოს კანონის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ თანახმად, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო განთავისუფლდა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგში მესაკუთრის, ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციისაგან და დაევალა მითითებულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. ე.ი. ზემოაღნიშნული კანონის თანახმად სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს უფლება არ ჰქონდა ჩარეულიყო კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის განხორციელებულ სამეურნეო საქმიანობაში, ხელი მოეწერა მათ შორის გაფორმებულ შეთანხმებებზე და გარანტად გამოსულიყო სახელმწიფოს სახელით, კერძოდ:

დ. მ-ამ შპს „---“-ის გენერალურ ---ს ი. ღ-ტს დაავალა „---ის“ აღმასრულებელ ---თან, ი. პ-სთან ერთად სასწრაფოდ შეედგინათ შედარების აქტი 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მარტის თვის ჩათვლით სომხეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების და შეთანხმებების შედეგად წარმოშობილი დავალიანების შესახებ.

2005 წლის 5 ოქტომბრის აქტით, მაშინ, როდესაც არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმისა, რომ ქართულ მხარეს ეღიარებინა საჯარიმო სანქციები, საქართველოს მხარის მიერ უკანონოდ იქნა აღიარებული საჯარიმო სანქციები 2 343 503 აშშ დოლარის ოდენობით, რამაც თავის მხრივ ასახვა ჰპოვა შპს „---“-ის საბუღალტრო დოკუმენტებში და ორგანიზაციის დავალიანება სომხური მხარის მიმართ 8 428 418 ლარიდან გაიზარდა 13205639 ლარამდე.

2001 წლის 19 იანვარს ს/ს „---სა“ და სს „---ას» შორის გაფორმდა შეთანხმება «მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ“. ამ შეთანხმებით „---ომ“ „---ას“ დაუთმო სახელმწიფო კომპანია „---ოს“ სამართალმემკვიდრისაგან არსებული დავალიანების მოთხოვნის უფლება, რაც განისაზღვრა 4 394 068 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული შეთანხმება შეთანხმდა დ. მ-სთან, რაზეც ამ უკანასკნელმა ხელი მოაწერა 2001 წლის 19 იანვარს.

2001 წლის 19 იანვარის შეთანხმების 6.3, 6.4 პუნქტებში ჩაიდო საქართველოსათის აშკარად წამგებიანი პირობა, რომლის მიხედვითაც სათბობენერგეტიკის სამინისტრო არ იხსნიდა სომხეთის მხარის მიმართ პასუხისმგებლობას „---ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, ანუ თუ სომხეთის მხარეს არ აუნაზღაურდებოდა თანხები, დავალიანების გადახდის ვალდებულება ისევ საქართველოს მხარეს რჩებოდა.

გარდა ამისა, 2001 წლის 19 იანვრის შეთანხმებით: „ფინანსური ურთიერთობების დარეგულირების დროს „---სა“ და „---ოს“ შორის გარანტიების წარდგენის 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მარტის ჩათვლით განხორციელებული მიწოდების გაანგარიშებით დადგენილი დავალიანების დაფარვის შესახებ“ _ რომელიც წარმოადგენდა ზემოაღნიშნული შეთანხმების განუყოფელ ნაწილს _ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო გარანტიას აძლევს სომხეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს, „---ოს“ მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვის შესახებ.

დ. მ-ამ ამ შემთხვევაშიც გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და ხელი მოაწერა აღნიშნულ შეთანხმებას.

2001 წლის 31 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის -- ნოემბრის ¹-- განკარგულების, მისივე 2000 წლის -- სექტემბრის ¹--/-- დავალებისა და საქართველოს --- მარეგულირებელი კომისიის 2001 წლის -- იანვრის ¹-- დადგენილების შესაბამისად, შპს „---»-ს, ასოციაცია კავშირი „საქართველოს --- საბითუმო ბაზარს“, შპს «---»-ს და ს/ს «---ას» შორის დაიდო ¹-- აქტი «მეზობელი ქვეყნებიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შესახებ“. აღნიშნულ აქტში „---“-ს და „---ას“ შორის დავალიანების ურთიერთანგარიშსწორების ნაწილში მთლიანად იქნა გადმოტანილი 2000 წლის 5 ოქტომბრის აქტის მონაცემები და დავალიანების თანხად განისაზღვრა 6737571 აშშ დოლარი, მათ შორის ძირითადი დავალიანება 4 394 068 აშშ დოლარი და ჯარიმა 2 343 503 აშშ დოლარი.

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა, გადაამეტა რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თავისი ხელმოწერით დაამტკიცა აღნიშნული დოკუმენტი და აღიარა 2001 წლის 31 იანვრის აქტით განსაზღვრული დავალიანება, მაშინ, როდესაც 2001 წლის 19 იანვრის „მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ“ შეთანხმებაში დავალიანების თანხად განისაზღვრა 4394068 აშშ დოლარი და საჯარიმო სანქციებზე მითითება არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დ. მ-ას, როგორც საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის ---ს, უფლება არ ჰქონდა თავის თავზე აეღო კერძო სამართლის იურიდიული პირის _ „---“-ის დავალიანება, ვინაიდან აღნიშნულ ურთიერთობაში იგი გამოდიოდა სახელმწიფოს სახელით და დავალიანების თავის თავზე აღებით პირველ რიგში ზიანს აყენებდა სახელმწიფოს ინტერესებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ, გააანალიზა რა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, სააპელაციო პალატის განაჩენის დასაბუთებულობა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ეპიზოდში დ. მ-ამ, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა, არაერთგზის გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. ამასთან, დ. მ-სათვის დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ისინი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ასევე _ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელ ნაწილში აღნიშნულ მიზნებს და სამართლიანია.

სააპელაციო სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ საქმის აღძვრისა და განხილვის დროისათვის დ. მ-ვა აღარ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის წევრს და განსჯადობის წესები არ დარღვეულა, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადასტურებული დ. მ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა (რამაც შეზღუდა მსჯავრდებულ დ. მ-ას უფლებები, ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინა კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე).

რაც შეეხება ადვოკატების _ ე. ბ-სა და ი. ბ-ას შუამდგომლობებზე დ. მ-ას პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საბუღალტრო-საფინანსო ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 იანვრისა და 10 თებერვლის დადგენილებებს, ეს დადგენილებები კანონიერი და დასაბუთებულია, მათი გაუქმების საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, განაჩენში არ არის მითითებული თარიღი, საიდანაც მსჯავრდებულ დ. მ-ას უნდა აეთვალოს სასჯელის მოხდის ვადა. აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც არ გამოიწვევს განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას, გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ღონისძიების შესახებ.

მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ დ. მ-ვა ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ იქნა 2003 წლის 24 დეკემბერს. იმის გამო, რომ დ. მ-ას ვერ წარედგინა ბრალდება კანონით დადგენილ 48 საათში, საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის 2003 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით, გაუქმდა დადგენილება ეჭვმიტანილის სახით დ. მ-ს დაკავების შესახებ. ამის შემდეგ, 2004 წლის 16 იანვარს, დ. მ-ვა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ამდენად, დ. მ-ას სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს ეჭვმიტანილის სახით დაკავების დრო _ 2003 წლის 24 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე _ 2 დღე და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2004 წლის 16 იანვრიდან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 615-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. მ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. ბ-სა და ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 იანვრისა და 10 თებერვლის დადგენილებები, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა ადვოკატების _ ე. ბ-სა და ი. ბ-ას შუამდგომლობები დ. მ-ას პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საბუღალტრო-საფინანსო ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: დ. მ-ას ქმედება 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში სასჯელად დაენიშნოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ. მ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ეჭვმიტანილის სახით დაკავების დრო _ 2003 წლის 24 დეკემბრიდან იმავე წლის 26 დეკემბრამდე _ 2 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2004 წლის 16 იანვრიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.