სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაენიშნება თარჯიმანი. #
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი · რედაქცია 17.12.2025
მუხლი 11. სისხლის სამართლის პროცესის სახელმწიფო ენაზე განხორციელება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი · სსსკ 11
თავი II — სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
რედაქციის ისტორია
წინა რედაქცია (22.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. სისხლის სამართლის პროცესის სახელმწიფო ენაზე განხორციელება სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაენიშნება თარჯიმანი. #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №2კ-32-I-26
სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-4 ნაწილს, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლს, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
- საქმე №ბს-492(კ-23)
…თბილისი,...ის ქ. №15/2. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
- საქმე №31აგ.-2019
Georgia“) სამართალწარმოების (ქართულ) ენაზე შესრულებული და სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად: „სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე“.
- საქმე №2კ-356აპ.-17
რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებას, რომ მგზავრის ხელბარგის დათვალიერებასა და 2016 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმის შედგენას, რომელსაც არ ესწრებოდა თარჯიმანი, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის (სსსკ-ის მე-11 და 53-ე მუხლები) უხეშ დარღვევას, ვინაიდან ს-ი ჯ-ნ ო-ე ქართულად ვერ საუბრობს და იმ შემთხვევაშიც, მებაჟე-ოფიცერს სრულყოფილად რომ სცოდნოდა ინგლისური ენა, ო-ე ოქმის შედგენისას მაინც საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას, ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე.
- საქმე №010100118002516833
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე...
- საქმე №330100115001007205
- საქმე №060100119002963109
- საქმე №010100118002516833
- საქმე №330100111002834621
- საქმე №110100118002387544
- საქმე №010100118002252760
- საქმე №330100119003214922
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
- საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
- დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
- ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
- საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
- საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, მაია კოპალეიშვილისა და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფცია
- მუხლი 6. ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა
- მუხლი 7. სისხლის სამართლის პროცესში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
- მუხლი 8. სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება
- მუხლი 9. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა
- მუხლი 10. სასამართლო სხდომის საჯაროობა და ზეპირობა
- მუხლი 12. კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა
- მუხლი 13. მტკიცებულება
- მუხლი 14. მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა
- მუხლი 15. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება
- მუხლი 16. სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025. გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 11, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-11/