1. გამოძიების პროცესში მხარეს არა აქვს უფლება, თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. კერძო საკუთრების ან სხვა მფლობელობის და ნებისმიერი საშუალებით განხორციელებული კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.
2. საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია.
3. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამჟღავნებით, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება. #
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.08.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.08.2014 კანონი №2634
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. სისხლის სამართლის პროცესში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 1. გამოძიების პროცესში მხარეს არა აქვს უფლება, თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. კერძო საკუთრების ან სხვა მფლობელობის და ნებისმიერი საშუალებით განხორციელებული კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით. 2. საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. 3. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამჟღავნებით, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება. #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №2კ-1383აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2025
ჯ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინეს 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, მე-7 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით ვერ გავრცელდება. 5.27. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის…
- საქმე №2კ-165აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2011
საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ სსსკ-ის მე-14 მუხლის მე-7 და მე-40 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სარჩელზე უარს მოსდევს პროცესის მწარმოებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა,…
- საქმე №2კ-593აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2010
აღნიშნული გარემოება კი ადასტურებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და ასევე, უგულებელყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკა, ვინაიდან საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის მე-14 მუხლის მე-7 და მე-40 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სარჩელზე უარს მოსდევს პროცესის მწარმოებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა,…
- საქმე №330310016001456169 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2018
დადგენილებაში კომიტეტმა განმარტა, რომ მომჩივნის საჩივარი მე-7 და მე-10 მუხლის დარღვევაზე, კერძოდ, რომ ის სცემეს, არაადამიანურად მოექცნენ და შეურაცხყვეს, ასევე მის საჩივარზე ადვოკატის მისაწვდომობის უფლების დარღვევაზე მე-14…
- საქმე №050100119003316837 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 13.03.2020
სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41- 42-ე, 53-ე, 59-ე, 67-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 2-1-ე, 2-2-ე, 2-3-ე, 2-4-ე, 2- 7-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა 1. მა------------------იძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
- საქმე №050100120003471952 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №150100118002553241 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №050100119003116418 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 21.08.2019
- საქმე №050100119002961737 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №050100119002887159 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №050100119002842821 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 06.03.2019
- საქმე №050100118002355637 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 23.01.2019
- საქმე №050100118002782294 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 09.01.2019
- საქმე №050100118002335140 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 12.04.2018
- საქმე №050100118002356984 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 12.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება