1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. # # # # # # # # # # # #
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.03.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები 1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. 2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. # # # # # # # # # # # #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(235)
- საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
…უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. 28. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
- საქმე №ას-98-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
…უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. 24. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
- საქმე №2კ-946აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2026
…მიერ აღიარებულ „ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას“. ქარტიის მე-10 პრინციპი ადგენს, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს პირის პირად ცხოვრებას და არ უნდა შეიჭრას მასში, თუ არ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. 4.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს, რაც, მათ შორის, მოიცავს ადამიანის პირად სივრცეზე კონტროლს, საკუთარი გამოსახულების გამოყენების საკითხებს და საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებულ უსაფრთხოებას.
- საქმე №ას-44-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2025
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ,,პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე - კონსტიტუციის მე-12 მუხლს, რომელიც…
- საქმე №ბს-909(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის საფუძველზეც ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია.
- საქმე №ბს-493(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2025
- საქმე №ას-1435-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
- საქმე №ას-432-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ას-176-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2024
- საქმე №ას-1572-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2024
- საქმე №2აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2024
- საქმე №ას-1582-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ბს-1202(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
- საქმე №2კ-402აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №2კ-131აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2023
- საქმე №ას-57-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №2კ-1329აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2023
- საქმე №2კ-1086აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ას-1174-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №2კ-538აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2022
- საქმე №2კ-489აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2022
- საქმე №20აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №2კ-290აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №74აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №75აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2022
- საქმე №45აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2022
- საქმე №62აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.02.2022
- საქმე №70აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.02.2022
- საქმე №73აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2021
- საქმე №69აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №63აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №46აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №71აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №47აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №53აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №58აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №3აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2021
- საქმე №ბს-1205(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2021
- საქმე №6აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
- საქმე №ას-29-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2021
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 235-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება