თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-1272აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2025
იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, საუარესოდ შებრუნების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ბრალდების მხარის პოზიციის უცვლელობა.
- საქმე №2კ-681აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2024
შესაბამისად, საქართველოს სსკ–ის 308–ე მუხლიდან გამომდინარე არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის კანონიერების გადასინჯვის რაიმე საფუძველი მისი დამძიმების მიზნით.
- საქმე №2კ-472აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.09.2021
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ლეონტი ადეიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
- საქმე №2კ-391აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2015
ხ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რის გამოც საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 308-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე (საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა), ვ. ხ-ს საბოლოო სასჯელს აღნიშნული პრინციპის გამოყენებით დაუნიშნავს, რადგან…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება