თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სამხედრო ნაწილის, ტექნიკის ან თავდაცვის სხვა საშუალების უკანონოდ გადაცემა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
2. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ საქართველოს სამხედრო ტექნიკის ან სამხედრო ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება, აგრეთვე სამხედრო ან თავდაცვითი მნიშვნელობის სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ანდა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-33-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2019
…სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ა. ა-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა. ა-ს ბრალად ედება ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2, 29, 178. 3.2 და 32.4, 312.2 მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით; დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა და ქრთამის მიცემის წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
- საქმე №2კ-932აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2006
…«ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, 307-ე მუხლითა და 312-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, 316-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით,…
- საქმე №330210016001402244 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.12.2018
სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქაალქო კოდექსის 312-ე, 185-ე მუხლები. სასამართლომ არასწორად გააიგივა იპოთეკარი კეთილსინდისიერ შემძენთან და დაარქვა მას კეთილსინდისიერი იპოთეკარი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება