თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4698 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №2კ-99-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
…აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას;
- საქმე №ბს-435(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
კ-ეს ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია - შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით…
- საქმე №ბს-548(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), მე-18, 315-ე მუხლის მეორე ნაწილით და 25-ე, 236-ე მუხლის პირველი…
- საქმე №2კ-11-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2024
მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას და საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
- საქმე №43აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2021
…ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-355აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2021
- საქმე №ბს-264(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №2კ-25აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2012
- საქმე №2კ-1133აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2011
- საქმე №2კ-861აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2009
- საქმე №2კ-1734აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.01.2008
- საქმე №ბს-153-143(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2007
- საქმე №2კ-156დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.09.2003
- საქმე №2კ-91კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2002
- საქმე №2კ-66კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2001
- საქმე №330310019002911070 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №330310018002659806 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება