საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.09.2003
საქმის ნომერი
2კ-156დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 156-დად 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა პროკურორ გ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ხობის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული ტ. ბ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 14 აგვისტოს განაჩენით ტ. ბ-ს 1960წ. სსკ-ის 307-ე, 315-ე მუხლების პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 17,104-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7 ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2001წ. 13 ნოემბერს ტ. ბ-ს სასჯელი 7 წლამდე შეუმცირა.

ხობის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 3 ივლისს განიხილა ხობის მე-9 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორის წარდგინება ტ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ და იგი დააკმაყოფილა. ტ. ბ. განთავისუფლდა სასჯელის შედგომი მოხდისაგან.

კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. ფ. ითხოვს ხობის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილების გაუქმებას. საჩივარში იგი არასწორად მიიჩნევს ტ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

საკასაციო პალატის სხდომზე პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ტ. ბ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, მოითხოვა ხობის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ ხობის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილება ტ. ბ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სასამართლომ ტ. ბ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოებები, რომ მას სასჯელის სამი მეოთხედი მოხდილი ჰქონდა, სასჯელაღსრულების დაწესებულება ახასიათებდა დადებითად, სასჯელის მოხდის პერიოდში რეჟიმის დარღვევებში შემჩნეული არ ყოფილა. სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევით მას დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება მიოკარდიუმის ინფარქტით.

პალატა თვლის, რომ ხობის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილება ტ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, დასაბუთებულია.

კერძო საკასაციო საჩივრის მოტივი, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, არ არის სასამართლოს დადგენილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხობის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილება ტ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.