თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. საქართველოს დასუსტების მიზნით საწარმოს, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მასობრივი მაუწყებლობის საშუალების, გზის, ნაგებობის, ტექნიკის, დოკუმენტის, დიდი რაოდენობით სტრატეგიული ნედლეულის, მასალის ან პროდუქციის, აგრეთვე მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, საზოგადოებრივი უშიშროების ან წესრიგის დაცვისათვის განკუთვნილი ან სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
3. ამ მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ბირთვული ენერგიის კონტროლიდან გამოყვანა, ეპიდემიის ან ეპიზოოტიის გავრცელება, მასობრივი მოწამვლა ანდა სხვა ქმედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-51-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2019
ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 318.1 მუხლით (ა-ის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა). 5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით: 5.1.
- საქმე №330310018002460627 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.03.2019
…115-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ პუნქტით (2 ეპიზოდი), 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით (3 ეპიზოდი), 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი), 330-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 318-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, როგორიცაა: კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, ბანდიტიზმი, გამოძალვა, ხულიგნობა, საკუთრების განზრახ დაზიანება ან განადგურება, ძალის გამოყენება სამართალდამცავების წინააღმდეგ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება