თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება ან გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს, თუ არ არის ამ კოდექსის 313-ე ან 314-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-367აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით) საქართველოს სსკ-ის 320-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის…
- საქმე №ბს-268-261(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2008
დ-ის თანამონაწილეს, ბრალი წაეყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 307-ე და 320-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. 2004 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეწყვიტა მოსარჩელის წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიტანა გამამართლებელი გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო.
- საქმე №ბს-1079-1031(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2008
დ-ის თანამონაწილეს, წაეყენა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 307-ე და 320-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 12.11.04წ. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიტანა გამამართლებელი გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება