თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №17I · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2008
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 317-ე მუხლით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ჟ“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო.
- საქმე №2კ-17-I-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2008
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 317-ე მუხლით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ჟ“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო.
- საქმე №330310019002852601 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.09.2019
მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ შეფასებულ იქნა თავშესაფრის მაძიებლის განცხადება, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ბრალი წაეყენება ში–---ას მკვლელობაში, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის მკვლელობა გათვალისწინებულია რუ-----ს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც სანქციის სახით ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას. რუ-----ს ფე------–იის გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით, ია------–-ვ სუ-----ის წინააღმდეგ წარდგენილი არ არის აღნიშნული ბრალდება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება