თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201
წლის 14
მაისის
გადაწყვეტილება №2/
/
516,542 –
ვებგვერდი,3.0
.201
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 314. ჯაშუშობა 1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201 3 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება №2/ 2 / 516,542 – ვებგვერდი, 2 3.0 5 .201 3 წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-2-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2017
ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის მე–2 ნაწილით (შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №113აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2016
ამიტომ საპროცესო კოდექსი XXVII თავის სახით გვთავაზობს სპეციალურ ნორმათა ერთობლიობას (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესს), რომლითაც დადგენილია განხილვის პროცედურული წესი ( სსკ-ის 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილი); განისაზღვრება იმ გარემოებათა ძალზედ კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება განაჩენის გადასინჯვა;
- საქმე №2კ-438აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.09.2007
ხ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 307-ე მუხლითა და 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი _ ჯაშუშობა, ე.ი.
- საქმე №010141318700062140 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.07.2018
საქართველოს სსკ-ის 307-ე მუხლით და 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით დაწესებული სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება