თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება, თავმოყრა ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ანდა კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის, შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის ან მასობრივი არეულობის დროს, ანდა რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-59-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 316-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ფულის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-265აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2015
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძველზე ისე გააუქმა აღნიშნული მუხლის მოთხოვნის საფუძველზე კ, მ-ს მიმართ რეალურად დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და საბოლოო სასჯელად დაუნიშნა რეალური სასჯელი - 3 წელი, რომ საერთოდ არ იმსჯელა, თუ რამდენად იყო დაცული სსკ-ის 316-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ: 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, არასრულწლოვან კ, მ-ს პროცესს მოექცნენ თუ არა განსაკუთრებული ყურადღებით როგორც ბრალდების მხარე, ასევე სასამართლო;
- საქმე №2კ-1133აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2011
ს-ლი ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 9-9 (ცხრა-ცხრა) წლით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1-1 (ერთ-ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რისთვისაც მათ იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით საბოლოო სასჯელად განესაზღვრათ 10-10 (ათ-ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-932აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2006
დ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 316-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 180-ე მუხლის მეორე…
- საქმე №2კ-111კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.10.2003
…პოლიციის სამმართველოში; თუ რატომ არ დაასწრეს ი.ზ. ჩხრეკას, აღნიშნულზე ყურადღება არ გაუმახვილებია. თუ ი.ზ-მა ნებაყოფლობით მიუთითა ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის შესახებ და ის იმავდროულად იმყოფებოდა სამმართველოს შენობაში, სსკ-ს 316-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ჩატარებულიყო ამოღება. მით უფრო, რომ პოლიციის სამმართველოს შენობასთან საკუთარი ინციატივით მისულმა ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” მძღოლმა ნებაყოფლობით მიუთითა ის ადგილი, სადაც ი.ზ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება