შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 932-აპ 15 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-ის, ც. ც-სა და თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით რ. დ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 316-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», დ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, 307-ე მუხლითა და 312-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, 316-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 383-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენით რ. დ-ძე ოთხი «ზილ-131» და ერთი «ურალი-4320» ავტომანქანების მითვისებაში, ე.ი. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ¹-- სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის ---ში, სანატორიუმ «---ში» და ---ის გამშვებ პუნქტთან გადაადგილების, თავმოყრისა და დისლოკაციის ადგილის შეცვლისათვის სსკ-ის 316-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ასევე დოკუმენტების გაყალბებისათვის სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვაში სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
რ. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», დ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 223-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 307-ე მუხლითა და 312-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 316-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 383-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ რ. დ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. დ-ეს დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 38 893.35 ლარის გადახდა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ _ 160 968 ლარის გადახდა; უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა მსჯავრდებულისათვის 29 991 ლარის დაკისრებაზე.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1993 წლის 4 ნოემბერს რ. დ-ძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹-- ბრძანებით დაინიშნა ---ში დისლოცირებული თავდაცვის სამინისტროს --ე ბრიგადის ¹-- სამხედრო ნაწილის ---ად და 2004 წლის 30 მარტამდე მსახურობდა აღნიშნულ თანამდებობაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნის თანახმად, იგი წარმოადგენდა მოხელეს. მას 1998 წლის 4 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ¹-- ბრძანებულებით მიენიჭა სამხედრო წოდება ---ი. რ. დ-ძე საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდების მოთხოვნების თანახმად, პასუხს აგებდა ბრიგადის შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საწვავისა და სხვა მატერიალურ საშუალებათა დაცვის, შენახვის, მოვლისა და სწორად გამოყენებისათვის. მას თანამდებობრივად ევალებოდა, დანაშაულისა და სხვა შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ მოეხსენებინა მომხდარი დანაშაულის შესახებ ზემდგომი ხელმძღვანელობისათვის, ბრიგადაში ჰქონოდა შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სხვა ქონების დაწესებული მარაგი, ყოველდღიურად წერილობით გაეცა ბრძანებები სამწყობრო ნაწილის, საჭიროების შემთხვევაში _ საბრძოლო მომზადების ხაზით, ცალკე ზურგის, ტექნიკური ნაწილისა და სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების სამსახურის მიხედვით. იგი პირადად იყო პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობის წინაშე, მისდამი დაქვემდებარებული ნაწილის მუდმივ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნისათვის. ვალდებული იყო, მტკიცედ და თანმიმდევრულად გაეტარებინა სამხედრო ნაწილის ცხოვრებაში საქართველოს მთავრობის ხაზი, მიმართული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად, ვალდებული იყო, აღეკვეთა ყოველგვარი მოქმედება, რომელსაც შეიძლება ზიანი მიეყენებინა სამხედრო ნაწილის, შესაბამისად, საქართველოს ბრძოლისა და თავდაცვის უნარიანობისათვის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს --- უფროსის 2002 წლის -- მარტის ¹-- ბრძანებით ¹-- სამხედრო ნაწილი გადაყვანილ იქნა --- დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. იგი ანგარიშვალდებული იყო და ექვემდებარებოდა ეროვნულ გვარდიას, ასევე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. შესაბამისად, მხოლოდ ხსენებული უწყების ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მათი ბრძანებით და მითითებით იყო უფლებამოსილი ადგილზე საბრძოლო სწავლების ჩატარების შემთხვევაში, საბრძოლო ტექნიკის, სამხედრო აღჭურვილობის სამხედრო ნაწილიდან გატანაზე. რ. დ-ემ სამსახურის პერიოდში არაერთხელ უგულებელყო ზემოხსენებული მოვალეობები. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად მან არაერთგზის ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სამხედრო ნაწილის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მითვისება. კერძოდ, მან 2003 წლის -- იანვარს წერილობითი მოთხოვნით მიმართა --- სამსახურის --- მონაკვეთის უფროსს მ. ბ-ეს, რათა სამხედრო ნაწილის საჭიროებისათვის შეეძინათ 18180 ლიტრი ბენზინის საწვავი. 2003 წლის 4 თებერვალს მითითებული რაოდენობის ავტობენზინი შეძენილ იქნა შპს „---ში» დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე, 14583,35 ლარად. თუმცა მისი დავალებით საწვავი მხოლოდ ბუღალტრულად აღირიცხა სამხედრო ნაწილის შემოსავალში, რომელიც ფიზიკურად სამხედრო ნაწილში არ შეუტანიათ. მან შპს „---იდან» შეძენილი, სახელმწიფოს კუთვნილი 14583,35 ლარის ღირებულების ავტობენზინი სრული ოდენობით მიითვისა და გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში და პირებზე გაასხვისა. აღნიშნულით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სამხედრო ნაწილის კუთვნილ, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებულ, დიდი ოდენობით _ 14583,35 ლარის ღირებულების ქონებას _ 18180 ლიტრ ბენზინს და, როგორც მოხელემ, თავისთვის პირადი გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, საჯარო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად არსებითად დაარღვია თავდაცვის სამინისტროს, როგორც იურიდიული პირის, უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ზემოთ ხსენებული ქმედების შედეგად სახელმწიფომ განიცადა 14 583, 35 ლარის მატერიალური ზიანი.
2003 წლის 2 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში, ¹-- სამხედრო ნაწილის --- საქმიანობა შეამოწმა აჭარის ა\რ კონტროლის პალატამ. მითვისებული საწვავის დანაკლისისა და ჩადენილი დანაშაულის შენიღბვის მიზნით, შემოწმების პერიოდში რ. დ-ემ „კამაზის» მარკის ბენზინმზიდებით, რომლებზეც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გამოძიებით დაუდგენელი სახელმწიფო სანომრე ნიშნები იყო მიმაგრებული, სამხედრო ნაწილში შეიტანა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და პირისაგან შეძენილი ავტობენზინი და ამავე დროს ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, შეადგინა ყალბი დოკუმენტი, რომ თითქოს შპს „---იდან» მიღებულ ამავე რაოდენობის საწვავს ბ. გ-სთან ინახავდა და 2003 წლის 3 მარტს საწვავი 18180 ლიტრის ოდენობით სამხედრო ნაწილში შეიტანა მოქალაქე ბ. გ-ემ, კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ შემოწმების დასრულების შემდეგ კი მისი სიტყვიერი ბრძანებით სამხედრო ნაწილში არსებული ავტობენზინი სრული ოდენობით იქნა გატანილი. ამ შემთხვევაშიც საწვავის გადაზიდვა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე, გამოძიებით დაუდგენელი პირის მართვის ქვეშ მყოფი «კამაზის» მარკის ავტომანქანით.
მან ყალბი დოკუმენტების, როგორც დანაშაულის ხერხად გამოყენებით, პირადი გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, ამ შემთხვევაშიც ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, შელახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც იურიდიული პირის, ავტორიტეტი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
2003 წლის თებერვალში რ. დ-ემ განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შეადგინა ყალბი დოკუმენტები, ხელშეკრულებები, რომ თითქოს 1999-2002 წლებში ინდ. მეწარმის „ბ. ძე გ-საგან» მიღებული ჰქონდა საერთო ჯამში 19750 ლარის ღირებულების საპოხი მასალები (ავტომანქანის ზეთი, ნიგოლი და ლიტოლი). ამავე მიზნით 2003 წლის 20 თებერვალს მან წერილით მიმართა საზღვაო თავდაცვის ძალების --- აჭარის --- უფროს მ. ბ-ეს და მოსთხოვა მითითებული თანხა გადაერიცხა ინდ. მეწარმე ბ. გ-ის ანგარიშზე სს „---» ბანკის ბათუმის ფილიალში, ანგარიშის ¹--, რომელიც, მისი თხოვნით, იმავე დღეს გახსნა ბ. გ-ემ. მან ამ უკანასკნელს აუხსნა, რომ თითქოს თავდაცვის სამინისტროდან ¹-- სამხედრო ნაწილისათვის სურსათის შესაძენად ფული უნდა გადმორიცხულიყო, ხოლო მას ფულის პირადად აღება და, შესაბამისად, თავის საბანკო ანგარიშზე შეტანა არ შეეძლო. მისივე თხოვნით ბ. გ-ემ ხელი მოაწერა ხსენებული ბანკის სალაროს გასავლის ორდერზე თანხის მიღების გრაფაში, თუმცა ფული _ 19750 ლარი სს „---» ბანკის ბათუმის ფილიალში თავად მიიღო. მოტყუებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების არაერთგზის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მან თავისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, ამჯერადაც ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და საბიუჯეტო ორგანომ, თავდაცვის სამინისტრომ. შესაბამისად, სახელმწიფომ განიცადა 19750 ლარის ზიანი, რითაც არსებითად დაირღვა თავდაცვის სამინისტროს, როგორც იურიდიული პირის, უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
2003 წლის 21 იანვარს რ. დ-ემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის _ დ. თ-ის სახელზე, იმ მოტივით, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მანქანას იძენდა, გააკეთა მოთხოვნა, რომ ---- აჭარის ---იდან გამოყოფილიყო 13000 აშშ დოლარი, სამხედრო ნაწილისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესაძენად. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ მან განიზრახა თაღლითური გზით დაუფლებოდა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას. 2003 წლის 6 ივნისს თავდაცვის სამინისტროს --- დეპარტამენტის დავალებით --- აჭარის ---იდან ¹-- სამხედრო ნაწილისათვის ავტომანქანის შესაძენად 28015 ლარი გადაირიცხა თავდაცვის სამინისტროს --- სამსახურში. 2003 წლის 12 ივნისს თანხა სრული ოდენობით ჩაირიცხა სს „---ის» ბათუმის ფილიალში მის პირად ანგარიშზე ¹--, ვინაიდან 2003 წლის 11 აპრილს მან თავის კუთვნილ „ტოიოტა პრადოს» მარკის ავტომანქანის შეძენაზე გააფორმა ხელშეკრულება, როგორც მოქალაქემ ¹-- სამხედრო ნაწილთან. ამასთანავე, მან დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შეადგინა ყალბი დოკუმენტი, კერძოდ, 2003 წლის 6 ივნისით დათარიღებული ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტი, ხსენებული ავტომანქანის სამხედრო ნაწილისათვის გადაცემის შესახებ. ამავე დროს საგზაო ინსპექციაში არ გააკეთა განაცხადი აღნიშნულის შესახებ, არ მოხსნა პირადი აღრიცხვიდან აღნიშნული მანქანა და, შესაბამისად, ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებად არ აღრიცხულა. ის სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით _ 28015 ლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით, შემდგომ პერიოდში ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამხედრო დანაყოფის მეთაური, ვალდებული იყო ყველა ღონისძიება გაეტარებინა ავტომანქანის სამხედრო ნაწილის საკუთრებად მიღების მიზნით, ¹-- სამხედრო ნაწილის შესაბამისი სამსახურის ოფიცრებს უკრძალავდა ავტომანქანის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აღრიცხვისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას. 2004 წლის 4 მარტს მან „ტოიოტა პრადოს» მარკის ავტომანქანა, რომელიც სამხედრო ნაწილისათვის უნდა გადაეცა, გაასხვისა 14000 ლარად მ. ფ-ის სახელზე. თავისი ქმედებით მან თავდაცვის სამინისტროს მიაყენა 28015 ლარის მატერიალური ზიანი, ამასთანავე, შელახა დასახელებული უწყების ავტორიტეტი, შესაბამისად, არსებითად დაარღვია თავდაცვის სამინისტროს, როგორც იურიდიული პირის, უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების დროს, აჭარის ა\რ ყოფილი ---ის _ ა. ა-ის 2003 წლის -- ნოემბრის ¹-- განკარგულების საფუძველზე ა\რ ცენტრალური ბიუჯეტიდან უკანონოდ გამოიყო 1 100 000 ლარი თბილისში, ---ის გამზირზე, საქართველოს --- შენობის წინ, 2003 წლის -- ნოემბრის ---თან დაკავშირებით აჭარის მოსახლეობის მიერ გამართული აქციის დასაფინანსებლად. განკარგულების შესაბამისად, აჭარის ა\რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის _ რ. შ-სა და მისი თანამონაწილე სხვა პირთა მიერ ხსენებული თანხის ნაწილი _ 400 000 ლარი გაცემულ იქნა რ. შ-ის ოთახიდან სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საზოგადოებების ხელმძღვანელებზე, აქციაში მონაწილე მოქალაქეთათვის დასარიგებლად. მათ შორის, 2003 წლის 18 ნოემბერს, მითითებული თანხიდან აჭარის ა\რ მინისტრთა საბჭოს --- სალაროს გასავლის ორდერით მან მიიღო 16 000 ლარი, რის შემდეგაც პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, გაფლანგა დიდი ოდენობით ქონება, კერძოდ, იმავე პერიოდში 2003 წლის 18 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე მან, როგორც ¹-- სამხედრო ნაწილის ---მა, სამხედრო ნაწილის დაახლოებით 50 სამხედრო მოსამსახურე _ ---რი და ---რი სიტყვიერი ბრძანებით ჩაიყვანა თბილისში, ზემოხსენებულ აქციაზე დასწრების მიზნით და მიღებული ფული გახარჯა, როგორც უშუალო აქციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებზე, ასევე მათი მგზავრობის დასაფინანსებლად, რა დროსაც მოქმედებდა უკანონოდ, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, როგორც სამხედრო პირს, არ ჰქონდა სახალხო შეკრებებში მონაწილეობისა და ამასთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის მსგავსი ბრძანების მიცემის უფლება. ამასთანავე, მან გადაამეტა რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, უკანონოდ გადააადგილა, თავი მოუყარა და ¹-- სამხედრო ნაწილის ოფიცრებისა და ზემსახურების სახით, დისლოკაციის ადგილი შეუცვალა სამხედრო ძალას, თავისი ქმედებით შელახა თავდაცვის სამინისტროს ავტორიტეტი და აღნიშნულით იურიდიული პირის _ თავდაცვის სამინისტროს უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2003 წლის 23 ნოემბერს, აჭარის ა\რ ყოფილი ---ის _ ა. ა-ის ¹-- განკარგულებით, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, აჭარის ა\რ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამავე განკარგულებით მიღებულ იქნა ასევე უკანონო გადაწყვეტილება აჭარის ა\რ ტერიტორიაზე სამხედრო ვალდებულებათა (რეზერვისტთა) მობილიზაციის ჩატარების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციისა და „მობილიზაციის შესახებ» 1999 წლის 23 ივნისის საქართველოს კანონის თანახმად, საომარ ან/და საგანგებო მდგომარეობასა და ამ შემთხვევაში საერთო ან ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი და გადაწყვეტილება შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. მიუხედავად აღნიშნულისა, აჭარის ა\რ მინისტრთა საბჭომ 2003 წლის 25 ნოემბერს მიიღო დადგენილება აჭარის ა\რ სამხედრო ვალდებულთა მობილიზაციის უზრუნველყოფის პირველი რიგის ორგანიზაციული ღონისძიებების შესრულების შესახებ. მართალია, ზემოხსენებული განკარგულება და დადგენილება სამხედრო ვალდებულთა მობილიზაციის შესახებ იყო უკანონო, მაგრამ იგი საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის მიზნით, აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ვალდებულთა მობილიზაციაში და ¹-- სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის ბაზაზე, ხელი შეუწყო დაახლოებით -- რეზერვისტის შეკრებას. ამასთანავე, უშუალოდ მიმართავდა აჭარის ა\რ ყოფილ ---ს _ ა. ა-სა და მინისტრთა საბჭოს ---ეს _ რ. შ-ლს სამხედრო ვალდებულთა მობილიზაციისა და შეკრების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ, რაც მათ დააკმაყოფილეს და ა. ა-ის 2003 წლის -- დეკემბრის ¹-- განკარგულების საფუძველზე ¹-- სამხედრო ნაწილისათვის რეზერვისტების საწვრთნელი სწავლების ხარჯების დასაფინანსებლად აჭარის ა\რ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 144 928 ლარი, რომელიც სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ განკარგულების მიღებამდე აჭარის ა\რ მინისტრთა საბჭოს ---იდან ჩაირიცხა --- ბანკში მის პირად საბანკო ანგარიშზე ¹--. მან ხსენებული ბანკის სალაროდან 2003 წლის -- დეკემბერს მიიღო 44 928 ლარი, ხოლო 2003 წლის 17 დეკემბერს _ 100 000 ლარი. ¹-- სამხედრო ნაწილისათვის გამოყოფილი აღნიშნული თანხა მას სამხედრო ნაწილში არ მიუტანია, იგი სამხედრო ნაწილის შემოსავალში არ აღრიცხულა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონება _ 144 928 ლარი, რაც გამოიყენა პირადი მიზნით, ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით, სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მან არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
2003 წლის დეკემბერში ¹- სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, --- ბაზაზე, სამხედრო ვალდებულთა შეკრების დროს მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა 50 კაციანი უკანონო შეიარაღებული რაზმი, რომელსაც პირობითად ეწოდა „მაქცია». ბაზაზე მყოფი დაახლოებით 270 რეზერვისტი კი, ისე რომ მათ სასწავლო-საბრძოლო მომზადება არ გაუვლიათ, დათხოვნილ იქნენ შეკრების ადგილიდან. --- ბაზაზე შექმნილი რაზმის წევრების საბრძოლო აღჭურვის მიზნით, მისი სიტყვიერი ბრძანებით, სამხედრო ნაწილიდან გაცემულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. ამასთანავე, მან უკანონო შეიარაღებული რაზმის წევრებს, როგორც სამხედრო ძალას, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე უკანონოდ მოუყარა თავი, უზრუნველყოფდა მათ სამხედრო ფორმითა და ფულით. მისი ხელმძღვანელობით ხსენებულ ბაზაზე რაზმის წევრები გადიოდნენ ფიზიკურ, საბრძოლო, საცეცხლე და ტექნიკურ მომზადებას. როგორც ბათუმის --- და ¹-- სამხედრო ნაწილის ---, იგი ვალდებული იყო, სამხედრო ნაწილში, თუ სხვა სამხედრო ობიექტებზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნულზე მოეხსენებინა თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის. მან არამარტო არ მოახსენა ხსენებული უწყების ხელმძღვანელებს მისდამი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებული რაზმის შექმნის შესახებ, არამედ უშუალოდ იყო ინიციატორი, ხელს უწყობდა რაზმის ჩამოყალიბებას, რომელსაც შემდგომ თვითონვე ხელმძღვანელობდა. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებული რაზმის შექმნით, ხელმძღვანელობითა და სამხედრო ძალის უკანონოდ თავმოყრით მან, როგორც მოხელემ, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
2004 წლის მარტის დასაწყისში, გამოძიებით დაუდგენელ დროს, იგი მის მიერ შექმნილი უკანონო შეიარაღებული რაზმის წევრების საბრძოლველად აღჭურვის მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სამხედრო ნაწილზე რიცხულ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს, საბრძოლო მასალებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს, კერძოდ, ხსენებულ პერიოდში, მისი სიტყვიერი ბრძანებით, რომელიც იყო უკანონო და რომლის შედეგად გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას ¹-- სამხედრო ნაწილის შეიარაღების საწყობიდან მის მიერვე შექმნილმა უკანონო შეიარაღებული რაზმის წევრებმა გაიტანეს 24 ერთეული „აკმ-74»-ის სისტემის 5, 4 მმ კალიბრიანი 1974 ნიმუშის „კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ავტომატი ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--; შვიდი ერთეული „აკმ„-ის სისტემის 7, 62 მმ კალიბრიანი 1974 წლის ნიმუშის „კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ხელის ტყვიამფრქვევი ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--, ¹--; სამი ერთეული „რპკ» სისტემის, 7, 62 მმ კალიბრის 1961 წლის ნიმუშის „პკმ-ის» მოდელის „კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ხელის ტყვიამფრქვევი: ¹--, ¹--, ¹--, 4 ერთეული 7, 62 მმ კალიბრიანი 1961 წლის ნიმუშის პკმ-ის მოდელის «კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ხელის ტყვიამფრქვევი: ¹--, ¹--, ¹--, ¹--; 4 ერთეული რგდ-ს მოდელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი: ¹--, ¹--, ¹--, ¹--, სამი ერთეული 82 მმ კალიბრიანი ნაღმტყორცნი: ¹--, ¹--, ¹--, ორი ერთეული „პუს-7» მოდელის სასროლი ხელსაწყო: ¹--, ¹--: სამი ერთეული სვმ-ს სისტემის 7,62 მმ კალიბრიანი შაშხანა ¹--, ¹--, ¹--, ორი ერთეული „სვდ»-ს სისტემის შაშხანა ¹--, ¹--, 3769 ცალი 5, 45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, 1480 ცალი 7, 62 მმ კალიბრიანი „პს» მოდელის საბრძოლო ვაზნა, 880 ცალი 7, 62 მმ კალიბრიანი „ლპს» მოდელის საბრძოლო ვაზნა. 1121 ცალი 5, 6 მმ მცირეკალიბრიანი შაშხანებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა, 100 ცალი 7, 62 მმ კალიბრიასმგეზველი საბრძოლო ვაზნა, 121 ცალი 7, 62 მმ კალიბრიანი «ნაგანის» სისტემის რევოლვერისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა, 1008 ცალი 23 მმ კალიბრიანი საბრძოლო ვაზნა, ასევე ხედვის მოწყობილობები, სამხედრო დანიშნულების დურბინდი -- ღირებულებით 40 აშშ დოლარი და დურბინდი „--» ღირებულებით 450 აშშ დოლარი. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი აღნიშნული საბრძოლო აღჭურვილობა, რომელსაც მისაკუთრების მიზნით იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ყოველგვარი დოკუმენტაციის, წერილობითი ბრძანებების გარეშე, გადასცა უკანონო შეიარაღებული რაზმის წევრებს, შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ცეცხლსასროლი იარაღები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალები. აღნიშნულით მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რის შედეგად არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
2004 წლის 14 მარტს, საქართველოს ---ის _ მ. ს-ის აჭარის ა\რ ვიზიტად ჩასვლის მცდელობის დროს, აჭარის ა\რ ---ის _ ა. ა-ის უკანონო გადაწყვეტილების მხარდაჭერის, შესრულების, საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისა და საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, მან 2004 წლის 15 მარტს მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ტექნიკის უკანონოდ გადაადგილების შესახებ. კერძოდ, ¹-- სამხედრო ნაწილის ბალანსზე რიცხული ორი „ზილ-131» მარკის ავტომანქანა, რომელზეც „ზუ-23-2» მოდელის საზენიტო დანადგარები იყო დამონტაჟებული, მისი სიტყვიერი ბრძანებით სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან, ---ის ბაზიდან გაიყვანეს მის მიერვე შექმნილმა უკანონო შეიარაღებული რაზმის წევრებმა და ბრძანების შესაბამისად, განათავსეს --- საავტომობილო უღელტეხილზე. სამხედრო საბრძოლო ტექნიკის უკანონოდ გადაადგილებით მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და აღნიშნულით გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. ამასთანავე, უკანონო გადაწყვეტილებით, სამხედრო ნაწილის კუთვნილი ქონება გადასცა რა უკანონო შეიარაღებული რაზმის წევრებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ცეცხლსასროლ იარაღებს _ ორი ერთეული „ზუ-23-2» მოდელის საზენიტო დანადგარის სახით, რომლებიც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა; მიითვისა რა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული „ზილ-131» მარკის ორი ავტომანქანა, 1981 წელს გამოშვებული, ღირებულებით _ 1900 ლარი და 1986 წელს გამოშვებული, ღირებულებით _ 2500 ლარი; შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ, 4400 ლარის ღირებულების ქონებას, რითაც სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი და თავდაცვის სამინისტროს, როგორც იურიდიული პირის, უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
მეორე დღეს, 2004 წლის 16 მარტს, იგი ზემოხსენებული მიზნით კვლავ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებულ ¹-- სამხედრო ნაწილზე რიცხულ, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა და ამჯერადაც მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად არსებითად დაირღვა იურიდიული პირის, თავდაცვის სამინისტროს, უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. კერძოდ, მისი სიტყვიერი, უკანონო ბრძანებით „კამაზის» მარკის ავტომანქანებზე, რომელთა მფლობელები და სახელმწიფო ნომრები გამოძიებით დაუდგენელია, სამხედრო ნაწილის შეიარაღების საწყობიდან გამოტანილი სამი ერთეული „ზუ-34-2» მოდელის საზენიტო დანადგარი იქნა დატვირთული. სამხედრო ნაწილში მყოფმა სამხედრო მოსამსახურეებმა _ ჯ. შ-ემ, ი. ა-ემ, რ. დ-ემ და სხვებმა «კამაზის» მარკის ავტომანქანებს არ მისცეს სამხედრო ნაწილიდან გასვლის და სამხედრო ნაწილის კუთვნილი საზენიტო დანადგარების გატანის საშუალება, მაგრამ მათი წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით იგი დაემუქრა მოსამსახურეებს, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში მათ სამსახურიდან გაათავისუფლებდა და სამსახურებრივად შეავიწროებდა. შედეგად ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მან შეძლო და ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღების მისაკუთრების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ისინი მის მიერვე შექმნილ უკანონო შეირაღებული რაზმის წევრებზე, გადასცა მათ, რის შემდეგაც საზენიტო დანადგარები საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოხატვის მიზნით ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე იქნა განთავსებული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის -- მარტის, ¹-- ბრძანებით, იგი გათავისუფლდა ¹-- სამხედრო ნაწილის მეთაურის თანამდებობიდან, მაგრამ, გამოხატავდა რა საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას, როგორც ხელქვეითმა სამხედრო მოსამსახურემ, არ შეასრულა თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაცემული ბრძანება, რითაც არსებითად დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესი. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს ტელეკომპანია „---სთვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ემორჩილებოდა თავდაცვის მინისტრს. მინისტრის ბრძანების მიუხედავად, აგრძელებდა ¹-- სამხედრო ნაწილის ---ად სამსახურს და გადავიდა აჭარის ა\რ ---ის _ ა. ა-ის დაქვემდებარებაში. თავდაცვის მინისტრის ხსენებული ბრძანების შემდეგ მან უკანონოდ ჩაიგდო ხელში ¹-- სამხედრო ნაწილის სამხედრო ხელმძღვანელობა, კვლავ განაგრძობდა ბათუმში, სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილზე დარჩენილი მცირე რაოდენობის რაზმის წევრების სამხედრო ხელმძღვანელობას და ამასთან ერთად _ დანაშაულებრივ საქმიანობას. კერძოდ, 2004 წლის -- აპრილს იგი მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ¹-- სამხედრო ნაწილზე რიცხულ საბრძოლო აღჭურვილობას, რომელიც შეიარაღების საწყობში ინახებოდა. ამჯერად იგი დაეუფლა 50 ერთეულ „აკმის» მოდელის 7, 62 მმ კალიბრიან „კალაშნიკოვის» სისტემის ავტომატს: --, --, --; --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --; --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --; --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --; --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --; --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, --, ამავე სისტემის იარაღის საბრძოლო ვაზნას, რომელიც გადასცა და, შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ბათუმში მცხოვრებ მოქალაქე დ. ფ-ზე. ამ უკანასკნელმა 2004 წლის 8 მაისს ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები ნებაყოფლობით ჩააბარა აჭარის ა\რ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მან თავდაცვის მინისტრის ბრძანების შეუსრულებლობით და სამხედრო ნაწილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებით შელახა თავდაცვის სამინისტროს სახელი და ავტორიტეტი, შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედებით გამოიწვია მძიმე შედეგი.
2003 წლის 4 თებერვლიდან 2004 წლის 30 მარტამდე, იგი, როგორც თავდაცვის სამინისტროს ¹-- სამხედრო ნაწილის მეთაური, სამხედრო წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით მართავდა სამხედრო ნაწილს. მან არაერთგზის გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ასევე არაერთგზის ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სამხედრო ნაწილზე რიცხულ თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფოს კუთვნილ საბრძოლო აღჭურვილობასა და სხვადასხვა სახის მატერიალურ ფასეულობებს, რამაც არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და თავისი დანაშაულებრივი საქმიანობით, სამხედრო ნაწილის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით მართვის შედეგად, საქარველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ ხელს უშლიდა სამხედრო და თავდაცვითი მნიშვნელობის დაწესებულებისა და სამსახურის, კერძოდ, ¹-- სამხედრო ნაწილის ფუნქციონირებას. მის მიერ დანაშაულებრივი გზით სამხედრო ნაწილის მართვის გამო, 2004 წლის მარტ-აპრილის თვეებში, სამხედრო მოსამსახურეთა უმეტესმა ნაწილმა დატოვა სამხედრო ნაწილი. მან სამხედრო ნაწილიდან მართლსაწინააღმდეგოდ განკარგა საბრძოლო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი. აღნიშნულის შედეგად ხელყოფილ იქნა სამხედრო ნაწილის, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი განაყოფისა და, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ამასთანავე, მან თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო აღჭურვილობის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ გასხვისებით გამოიწვია მძიმე შედეგი.
2004 წლის 6 მაისს გენერალ-მაიორი რ. დ-ძე თბილისში საქართველოს --- სამინისტროს --- დეპარტამენტში გამოცხადდა, რა დროსაც იგი დაკავებულ იქნა, ვინაიდან, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. დაკავების შემდეგ, პირადი ჩხრეკის დროს, მას აღმოაჩნდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კატეგორიის, ჩეხური წარმოების „სკორპიონ» ჩზ-61 მოდელის 7,65 მმ კალიბრიანი ¹-- ცეცხლსასროლი იარაღი და 19 ცალი 7,65 მმ კალიბრიანი „32 აცე» (7,65X17) საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მას გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გაუქმდა განაჩენი საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის მეორე ნაწილით, 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ ¹- სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის ---ში, სანატორიუმ «---ში» და ---ის გამშვებ პუნქტთან გადაადგილების, თავმოყრისა და დისლოკაციის ადგილის შეცვლისათვის, სსკ-ის 341-ე მუხლით _ დოკუმენტების გაყალბებისათვის, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით _ ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვის ბრალდებით მისი გამართლების ნაწილში და მის ნაცვლად, მოცემული კვალიფიკაციით გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და მიესაჯა: 316-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენით შერაცხული მსჯავრი სსკ-ის 237-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. სასჯელის საბოლოო ზომა _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა _ დარჩა უცვლელად;
სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით რ. დ-სათვის 29 991 ლარის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო უარის თქმის ნაწილში 28 015 ლარი ჩაითვალა «ლენდ-კრუიზერის» ღირებულებაში;
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმისა და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, ხოლო სამოტივაციო ნაწილიდან _ მსჯელობა სახელმწიფო ღალატის განზრახვის, კერძო განჩინების გამოტანისა და გაფლანგვა-მითვისების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ რ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ზ. რ-ლი, ც. ც-ნი და თ. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და რ. დ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ იგი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ რ. დ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა საჩივრის მტკიცება იმის შესახებ, რომ რ. დ-ეს არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: რ. დ-ის 2003 წლის -- იანვრის ¹-- წერილით; მოწმეების _ --- აჭარის --- ---ის _ მ. ბ-ის, ბ. გ-ის, რ. შ-ის, ვ. ვ-ის, გ. მ-ის, გ. ჯ-ის, ბ. ფ-ის, მ. კ-ის, რ. მ-ის, დ. ფ-ის, მ. ფ-ის, ხ. კ-ის, რ. შ-ის, გ. დ-ის, ნ. ფ-სა და სხვათა ჩვენებებით; კონტროლის პალატის აქტით; სპეციალური საგადასახადო ¹-- ანგარიშ-ფაქტურით, ¹-- სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულებით; 2003 წლის 4 თებერვლის მინდობილობით; 2003 წლის 5 მარტის ¹-- საგადასახადო დავალებით; სს «---ის» ბათუმის ფილიალის ცნობით; 2003 წლის 19 თებერვლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს --- დეპარტამენტის ---ის წერილით; 2003 წლის 6 ივნისის საგადასახადო დავალებით; საქართველოს თავდაცის სამინისტროს ---ის _ ბ. ჩ-ის პატაკით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით რ. დ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა დადასტურებულია, კერძოდ:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ რ. დ-ემ მართლაც მიითვისა და შემდეგ გაასხვისა 18180 ლიტრი ბენზინი.
საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, რ. დ-ის ბრალდება 18180 ლიტრი ბენზინის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ეპიზოდში დადასტურებულია რ. დ-ის 2003 წლის 30 იანვრის ¹-- წერილით, რომლის მიხედვით, რ. დ-ძე --- აჭარის --- უფროსს _ მ. ბ-ეს სთხოვს 18180 ლიტრი ბენზინის შეძენას სამხედრო ნაწილის საჭიროებისათვის. --- აჭარის --- უფროსის _ მ. ბ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ რ. დ-ის 2003 წლის 30 იანვრის ¹-- წერილის საფუძველზე მან შპს «---ლს» გაუგზავნა წერილი სამხედრო ნაწილისათვის საწვავის გაცემის თაობაზე. 2003 წლის 5 მარტს საწვავის ღირებულება _ 14583 ლარი გადაირიცხა «---ის» ანგარიშზე. შპს-ს ---ის _ თ. ბ-ის ჩვენებით, 2003 წლის თებერვალში აღნიშნული --- წერილის საფუძველზე «---იდან» 18180 ლიტრი ბენზინი სათანადო საბუთებით გადასცა ¹-- სამხედრო ნაწილს. საწვავის გატანა მოხდა კაპიტან რ. ფ-ის მიერ მინდობილობის საფუძველზე, რომელიც დაამოწმა რ. დ-ემ. მსჯავრდებულ რ. დ-ის განმარტებით, ხსენებული რაოდენობის ბენზინი შენახულ იქნა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ---, 40-ტონიან რეზერვუარებში, მაშინ, როდესაც 18180 ლიტრი ბენზინის ხარჯვასთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება დოკუმენტურად არ მოიპოვება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003 წლის 4 თებერვალს 18180 ლიტრი ბენზინი შპს «---იდან» შეტანილ იქნა სამხედრო ნაწილში დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით 14583,35 ლარად, რაც რ. დ-ის დავალებით აღირიცხა მხოლოდ ბუღალტრულად, რეალურად იგი სამხედრო ნაწილისათვის არ გამოყენებულა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად შეიქმნა 2003 წლის აქტი ბ. გ-საგან ბენზინის ჩაბარებაზე, მაშინ, როდესაც დასახელებულ აქტზე, 2004 წლის 11 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბენზინის ჩაბარებაზე მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა არ არის ბ. გ-ის შესრულებული. მოწმე ბ. გ-ის ჩვენებით, მას ¹-- სამხედრო ნაწილისათვის არასოდეს მიუწოდებია საწვავი. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარების თაობაზე შედგენილ აქტზე ბ. გ-ის ხელმოწერა არ არის. კონტროლის პალატის აქტის მიხედვით, სოფ. --- არსებული ექსპლუატაციისათვის უვარგის რეზერვუარებში საწვავის ჩასხმა შეუძლებელი იყო. ამდენად, აღნიშნულით დადასტურებულია, რომ რ. დ-ძე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 14583,35 ლარის ღირებულების ბენზინს, რითაც სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია რ. დ-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 19750 ლარის საცხებ-საპოხი მასალების მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ეპიზოდში.
19750 ლარის საცხებ-საპოხი მასალების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ეპიზოდში რ. დ-ის ბრალეულობა დადასტურებულია მისივე 2003 წლის 20 თებერვლის წერილით, მოწმე მ. ბ-ის ჩვენებით, 2003 წლის 4 მარტის საგადასახადო დავალებით, 2003 წლის აპრილისა და ივლისის ურთიერთშედარების აქტებით, ბ. გ-ის ჩვენებით, რომლის თანახმად, მას ¹-- სამხედრო ნაწილისათვის ზეთი, ნიგროლი და ტაოტი არ მიუწოდებია. ის და რ. დ-ძე ერთად მივიდნენ სს «---ის» ბათუმის ფილიალში, გადაიხადეს 10 ლარი და გახსნეს ანგარიში. ბანკის თანამშრომელმა ანგარიშის გახსნის შემდეგ მას ხელი მოაწერინა სალაროს გასავლის ორდერზე, მაგრამ რა თანხა ეწერა, არ ახსოვს. რ. დ-ემ უთხრა ხელი მოეწერა ორდერზე და წასულიყო, დანარჩენს თვითონ მიხედავდა. სხვა რამ აღნიშნულზე არაფერი იცის, ბანკიდან მიღებული თანხა რ. დ-ემ მიიღო და მიითვისა.
პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განაჩენი უსაფუძვლოა დიდი ოდენობით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების, 28 015 ლარის თაღლითური გზით მითვისებასთან დაკავშირებით ავტომანქანა «ტოიოტა-პრადოს» ეპიზოდში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. დ-ის 2003 წლის 21 იანვრის პატაკის საფუძველზე იმავე წლის 6 ივნისს თავდაცვის სამინისტროს --- დეპარტამენტის დავალებით, --- აჭარის მონაკვეთის უფროსმა ¹-- სამხედრო ნაწილისათვის ა/მანქანის შესაძენად რ. დ-ის პირად ანგარიშზე სს «---ის» ბათუმის ფილიალის ანგარიშზე ჩარიცხა 28015 ლარი, რაც მან პირადად მიიღო, რის შემდეგ შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. მოწმე რ. მ-ის ჩვენებით, რ. დ-ის ბრძანებით ა/მანქანა სამხედრო ბალანსზე არ აყვანილა. აღნიშნულით რ. დ-ემ შეძლო, რომ 2004 წლის 4 მარტს ავტომანქანა «ტოიოტა-პრადო» 14000 ლარად მ. ფ-ზე გაესხვისებინა.
საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუს ხ. კ-ის მიერ 2004 წლის 4 მარტს გაცემული სანოტარო აქტი, რომლის მიხედვით, რ. დ-ემ განკარგვის უფლებით მ. ფ-ეს გადასცა კუთვნილი ა/მანქანა «ტოიოტა-პრადოს» ბეჭდიანი მინდობილობა, ხელმოწერილი ნოტარიუსისა და რ. დ-ის მიერ.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2004 წლის 4 მარტის სანოტარო აქტზე, რომლითაც რ. დ-ემ თავისი მანქანა ანდო მ. ფ-ეს, რ. დ-ის ხელმოწერა მისი გვარის გასწვრივ შესრულებულია თვით რ. დ-ის მიერ. საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. დ-ის გარდა, მანქანის გასხვისება სხვა პირს არ შეეძლო, რადგან მანქანა ირიცხებოდა მის სახელზე. ამდენად, აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულმა რ. დ-ემ თავდაცვის სამინისტროს მიაყენა 28 015 ლარის მატერიალური ზიანი.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უსაფუძვლოა აჭარის ა\რ მეთაურის _ ა. ა-ის 2003 წლის 18 ნოემბრის ¹-- განკარგულებით ა/რ-ის ცენტრალური ბიუჯეტიდან უკანონოდ გამოყოფილი 1100000 ლარიდან რ. დ-ის მიერ 16 000 ლარის გაფლანგვის ბრალდების ნაწილში.
ზემოაღნიშნული ბრალდება დადასტურებულია მოწმეების _ ლ. ჩ-ის, რ. შ-სა და ვ. ვ-ის ჩვენებებით.
ვ. ვ-ის ჩვენებით, რ. დ-ძე ორჯერ ნახა ფულის მისაღებად მისული და მას ნამდვილად აქვს მიღებული 16 000 ლარი. სალაროს გასვლის ორდერზე ხელმოწერა შესრულებულია რ. დ-ის, ზ. ბ-ის, ლ. ჩ-ის, რ. შ-სა და ნ. ბ-ის მიერ.
ლ. ჩ-ის ჩვენებით, აჭარის ა\რ ---ის _ ა. ა-ის ¹-- განკარგულებით, სალაროს მეშვეობით ხდებოდა ხალხის ჯგუფზე ფულადი თანხების გაცემა. მას წარედგინა სალაროს გასავლის ორდერი, შედგენილი 2003 წლის 18 ნოემბერს, რომლის მიხედვით, რ. დ-ემ ¹-- განკარგულებით მიიღო 16 000 ლარი. ამ ორდერზე მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა შეასრულა პირადად რ. დ-ემ.
საქმეზე წარმოდგენილი ¹-- განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხების გაცემის შესახებ ნაერთის მე-3 პოზიციაზე მითითებულია, რომ საინიციატივო ჯგუფ «---ს» სახელით ჯგუფის 200 წევრზე გასაცემად რ. დ-ემ მიიღო 16 000 ლარი. 2003 წლის 18 ნოემბრის სალაროს გასავლის ორდერით რ. დ-ემ ¹-- განკარგულების საფუძველზე მიიღო 16 000 ლარი, ორდერზე ხელმოწერა შესრულებულია ბუღალტრის, მოლარის, თანხის მიმღებისა და კომისიის წევრების მიერ. ექსპერტიზის დასკვნით, სალაროს გასავლის ორდერზე 16 000 ლარის მიღების აღმნიშვნელ გრაფაში ხელმოწერა შესრულებულია რ. დ-ის მიერ.
საკასაციო პალატა ეთანხმება განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რ. დ-ის ჩვენება ამ ეპიზოდში ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, მის მიერ თანხის მიღება დადასტურებულია ასევე შემდეგი გარემოებებით: რ. დ-ის ჩვენებით, მას ჯარისკაცებისათვის თბილისში წასვლა არ უბრძანებია, მათ ხელმძღვანელობდა --- ბ. ძ-ძე, რითაც ცდილობს დაადასტუროს, რომ სამხედრო მოსამსახურეთა თბილისში მივლინებასა და შესაბამისი თანხის მიღებასთან მას კავშირი არ ჰქონია, მაშინ, როდესაც, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რ. დ-ძე იყო ¹-- ნაწილის მეთაური და მის ვალდებულებას შეადგენდა ნაწილის მთლიანი ხელმძღვანელობა, განაჩენის დასკვნა ლოგიკურია იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც ერთი ჯარისკაცი ვერ გადაადგილდებოდა ბათუმიდან თბილისში და ვერ შეიცვლიდა დისლოკაციის ადგილს მისი ბრძანების გარეშე. აქვე საყურადღებოა ის მომენტიც, რომ ჯარისკაცები თბილისში გასამგზავრებლად დაბარებული იყვნენ სამხედრო კომისარიატის შენობაში, სადაც იყო რ. დ-ის სამუშაო ოთახი. მოწმის სახით დაკითხული ჯარისკაცების ჩვენებებით, მათ --- კ. კ-ემ დაავალა თბილისში მიტინგზე გამგზავრება, მათგან რამდენიმე მოწმის ჩვენებით, ამ დროს კ. კ-სთან ერთად იყო რ. დ-ეც. აღნიშნული გარემოება, რომ თითქოს ჯარისკაცებს თბილისში გადაადგილება დაავალა --- კ. კ-ემ, უარყო თვით მოწმის სახით დაკითხულმა კ. კ-ემ, რომლის ჩვენებით, ის აღნიშნული დროისათვის იმყოფებოდა იტალიაში და ასეთ ბრძანებას ვერ გასცემდა. ამასთან, მან განმარტა, რომ ჯარისკაცთა თბილისში მასობრივი გადაადგილებისათვის საჭირო იყო მხოლოდ რ. დ-ის ბრძანება და თავისთავად მასვე უნდა მიეღო ღონისძიებები თბილისში ჯარისკაცთა რჩენის თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია რ. დ-ის ბრძანებით ჯარისკაცების თბილისში გადაადგილების ფაქტი და 16000 ლარის მიღება ჯარისკაცთა თბილისში გადაადგილებამდე.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია მსჯავრდებულ რ. დ-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი 144 928 ლარის მითვისება.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: აჭარის ა\რ ---ის ¹-- განკარგულებით, სს ---ის» 2003 წლის 5 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით, 2003 წლის 30 ნოემბრის რ. დ-ის პატაკით, რომელსაც თან ერთვის დანართი 4 ფურცლად მისივე ხელმოწერით, 2004 წლის 10 მარტის რ. დ-ის მიმართვით, 2003 წლის 9 დეკემბრის სალაროს გასავლის ორდერითა და 2003 წლის 9 და 17 დეკემბრის სალაროს გასავლის ორდერებით, მოწმეების _ რ. შ-ის, ვ. ვ-ის, ლ. ჩ-ის, დ. გ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 2003 წლის 23 ნოემბრის აჭარის ა\რ ყოფილი ---ის _ ა. ა-ის ¹-- განკარგულებით აჭარის ა\რ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ამავე განკარგულებით მიღებულ იქნა ასევე გადაწყვეტილება აჭარის ა\რ ტერიტორიაზე სამხედრო რეზერვისტთა მობილიზაციის ჩატარების შესახებ. მსჯავრდებული რ. დ-ძე აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ვალდებულთა მობილიზაციაში და ხელი შეუწყო --- ბაზაზე დაახლოებით -- რეზერვისტის შეკრებას. იგი უშუალოდ მიმართავდა აჭარის ა\რ ყოფილ --- ა. ა-ეს და მინისტრთა საბჭოს ყოფილ --- რ. შ-ლს სამხედრო ვალდებულთა მობილიზაციის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ, რაც მათ დააკმაყოფილეს და აჭარის ა\რ 2003 წლის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 144 928 ლარი, რომელიც ფაქტობრივად სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, აჭარის ა\რ მინისტრთა საბჭოს საფინანსო განყოფილებიდან ჩაირიცხა «---ში» რ. დ-ის პირად საბანკო ანგარიშზე, რაც მან 2003 წლის 4 და 17 დეკემბერს ბანკის სალაროდან მიიღო. რ. დ-ეს მიღებული თანხა სამხედრო ნაწილში არ მიუტანია და სამხედრო ნაწილის შემოსავალში არ აღურიცხია, რითაც მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონება _ 144 928 ლარი.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ რ. დ-ის მიერ სსკ-ის 316-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე, პირველი და მესამე ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, 383-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 307-ე მუხლით, 312-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003 წლის ნოემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე რ. დ-ემ სიტყვიერად გასცა უკანონო ბრძანება სამხედრო ნაწილის შემადგენლობიდან 80 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო დისლოკაციის ადგილიდან შესაბამისი აღჭურვილობით უკანონოდ ---ში, ---ის გამშვები პუნქტიდან 7-8 კმ-ის დაშორებით სანატორიუმ «---ში» გადაადგილების შესახებ, ასევე, 10 ოფიცერი და ზემსახური უკანონოდ გადააადგილა ქაქუთის გამშვებ პუნქტზე, სადაც ისინი 2003 წლის დეკემბრის შუა რიცხვამდე იმყოფებოდნენ და აკონტროლებდნენ გამშვებ პუნქტზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. საქმის მასალების მიხედვით, ყოვლად გამორიცხულია გეგმიური სწავლების ჩატარება, რადგან დაკისრებულ დავალებას ასეთი სწავლების გეგმა არ მოიაზრებს და ამის შესახებ არც არანაირი წერილობითი საბუთი არ არსებობს, რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გეგმიური სწავლების ჩატარებისას, რითაც მან შეცვალა სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილი და გამოხატა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა.
საქმეში არსებული მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2003 წლის დეკემბერში ¹-- ნაწილის ტერიტორიაზე, --- ბაზაზე, სამხედრო ვალდებულთა შეკრების დროს, რ. დ-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა უკანონო შეიარაღებული რაზმი «მაქცია». იგი ახორციელებდა მის ზოგად ხელმძღვანელობას და მოახდინა სამხედრო ძალის უკანონოდ თავმოყრა. ამასთან, მის წევრებზე გაცემულ იქნა სამხედრო ნაწილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, საზენიტო დანადგარები, ისინი გადაადგილდნენ ხელვაჩაურის ბაზაზე, საზენიტო დანადგარები განალაგეს სხვადასხვა ადგილზე, რომლებსაც თვითონვე იცავდნენ.
2003 წლის მარტის დასაწყისიდან რ. დ-ძე, უკანონო შეიარაღებული რაზმის წევრების საბრძოლო აღჭურვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილზე რიცხულ, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს, საბრძოლო მასალებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ყოველგვარი დოკუმენტაციის, წერილობითი ბრძანების გარეშე გადასცა ისინი უკანონო შეიარაღებული რაზმის წევრებს, კერძოდ, შესაბამისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, მართლსაწინააღმდეგოდ მათზე გაასაღა დასახელებული ცეცხლსასროლი იარაღები.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს --- სამინისტროს აჭარის ა\რ მთავარი სამმართველოს ცნობით, აჭარის ა\რ --- სამინისტროში სპეციალური დანიშნულების რაზმი «მაქცია» არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, ბრძანება ან განკარგულება მის შექმნაზე არ გაცემულა. ასევე საქმეში წარმოდგენილი ბათუმის ---ის _ --- რ. დ-ის 2004 წლის 12 იანვრის მიმართვის მიხედვით, რ. დ-ძე აჭარის ა\რ --- მინისტრს, --- ი. გ-ეს უგზავნის სპეცდანიშნულების რაზმის _ «მაქციის» თანამშრომელთა სიას და სთხოვს ჩატარდეს მათი სპეციალური შემოწმება; ასევე უგზავნის ანკეტას 49 ფურცელზე, მიმართვას ახლავს დანართი სათაურით: «სპეცდანიშნულების რაზმი «მაქცია», რომელშიც დასახელებულია 49 პირი, დანართზე ხელს აწერს --- რ. დ-ძე. მოწმე უ. ც-ის ჩვენებით, იგი მუშაობდა რა ¹-- სამხედრო ნაწილის --- ---ად --- ბაზაზე, უშუალო ---ის _ --- ი. ი-ის ბრძანებით მიიღო ჯარისკაცთა ფორმა. ამ პერიოდში ბაზაზე იყო დაახლოებით 150 რეზერვისტი. აღნიშნული ფორმა დაურიგა რეზერვისტებს, რაზეც შეადგინა შესაბამისი ჩანაწერი და ფორმის მიღებაზე მოაწერინა ხელი. უ. ც-ემ წინასწარ გამოძიებაში წარმოადგინა 9 ნაერთი უწყისი, თითოეულ უწყისს მარჯვნივ, ზემოთ, კუთხეში აწერია _ «ვამტკიცებ, სამხედრო ნაწილი ¹--ის --- რ. დ-ძე». აღნიშნულ უწყისებში მითითებულია ფორმის გაცემის შესახებ, ფორმა გაცემულია სულ 260 კაცზე. აღნიშნული უწყისებისა და «მაქციის» წევრების სიის შედარებით დგინდება, რომ ის 49 წევრი, რომელიც დასახელებულია «მაქციის» კანდიდატად, უწყისში შესულ 260 კაცთან ერთად, ე.ი. მობილიზაციის შედეგად შეკრებილი რეზერვისტების 260 კაციან სიაში 49 არის «მაქციის» კანდიდატი. ასევე უ. ც-ემ წინასწარ გამოძიებაში წარმოადგინა «შავი» ჩანაწერების რვეული, სადაც სხვა დანარჩენი რეზერვისტებისაგან ცალკე გაკეთებულია 51-კაციანი სია. ისინი წარმოადგენდნენ რ. დ-ის მიერ დასახელებული რაზმის _ «მაქციის» კანდიდატებს. მათ უ. ც-ემ 2003 წლის 16 დეკემბერს დაურიგა ფორმა. თვით «მაქციის» წევრების შესახებ ანკეტები და სხვა მონაცემები ინახებოდა კომისარიატში არსებულ რ. დ-ის კაბინეტში, საიდანაც ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ.
2004 წლის 14 მარტის აჭარის ა\რ ყოფილი ---ის _ ა. ა-ის უკანონო გადაწყვეტილების მხარდასაჭერად და შესასრულებლად, საქართველოს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისა და საჭიროების შემთხვევაში _ წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, 2004 წლის 15 მარტს ¹-- სამხედრო ნაწილის ბალანსზე რიცხული ორი „ზილ-131» მარკის ავტომანქანა, რომელზეც მოთავსებული და დამონტაჟებული იყო „ზუ-23-2» მოდელის საზენიტო დანადგარი, განათავსეს --- საავტომობილო უღელტეხილზე. 2004 წლის 16 მარტს რ. დ-ის სიტყვიერი, უკანონო ბრძანებით „კამაზის» მარკის ავტომანქანებზე დატვირთულ იქნა სამხედრო ნაწილის შეიარაღების საწყობიდან გამოტანილი სამი ერთეული „ზუ-34-2» მოდელის საზენიტო დანადგარი, რომლებიც, საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოხატვის მიზნით, --- სანაპიროზე იქნა განთავსებული. 2004 წლის 30 მარტს, ¹-- სამხედრო ნაწილის ---ის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, რ. დ-ემ გამოხატა საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, განაცხადა, რომ ემორჩილებოდა მხოლოდ ა. ა-ეს. 2004 წლის 30 აპრილს იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 50 ერთეულ ავტომატს, საბრძოლო ვაზნებს და უკანონოდ გაასაღა დ. ფ-ზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2003 წლის 4 თებერვლიდან 2004 წლის 30 მარტამდე, იგი, როგორც თავდაცვის სამინისტროს ¹-- სამხედრო ნაწილის ---ი, სამხედრო წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით მართავდა სამხედრო ნაწილს. მან არაერთგზის გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ასევე, არაერთგზის ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სამხედრო ნაწილზე რიცხულ თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფოს კუთვნილ საბრძოლო აღჭურვილობასა და სხვადასხვა სახის მატერიალურ ფასეულობებს, რამაც არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და თავისი დანაშაულებრივი საქმიანობით, სამხედრო ნაწილის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით მართვის შედეგად, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ ხელს უშლიდა სამხედრო და თავდაცვითი მნიშვნელობის დაწესებულებისა და სამსახურის, კერძოდ, ¹-- სამხედრო ნაწილის ფუნქციონირებას. მის მიერ დანაშაულებრივი გზით სამხედრო ნაწილის მართვის გამო, 2004 წლის მარტ-აპრილის თვეებში, სამხედრო მოსამსახურეთა უმეტესმა ნაწილმა დატოვა სამხედრო ნაწილი. მან სამხედრო ნაწილიდან მართლსაწინააღმდეგოდ განკარგა საბრძოლო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი. აღნიშნულის შედეგად ხელყოფილ იქნა სამხედრო ნაწილის, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფისა და, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ამასთანავე, მან თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო აღჭურვილობის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ გასხვისებით გამოიწვია მძიმე შედეგი.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ასევე დადასტურებულია მსჯავრდებულ რ. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება. საქმეში წარმოდგენილი პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2004 წლის 6 მაისს --- რ. დ-ეს დაკავების შემდეგ პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კატეგორიის, ჩეხური წარმოების „სკორპიონ» ჩზ-61 მოდელის 7,65 მმ კალიბრიანი ¹-- ცეცხლსასროლი იარაღი და 19 ცალი 7,65 მმ კალიბრიანი „32 აცე» (7,65X17) საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მას გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
რაც შეეხება აღნიშნულ ქმედებათა სამართლებრივ კვალიფიკაციას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. დ-ეს შერაცხული ბრალდების კვალიფიკაციიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), როგორც ზედმეტად წარდგენილი, მსჯავრდების იმ ეპიზოდებში, სადაც მსჯავრდებულ რ. დ-ეს აღნიშნულ მუხლებთან ერთად მსჯავრი დაედო ასევე იმაში, რომ მან ჩაიდინა არაერთგზის, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის არაერთგზის, დიდი ოდენობით დაუფლება; არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, _ დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია); 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია); 237-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობასთან ერთად არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის სპეციალური ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობაც, რომლითაც დაწესებულია პასუხისმგებლობა იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელსაც ასევე მოიცავს ზოგადი ნორმის შემადგენლობა, მაშინ აღნიშნული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სპეციალური ნორმით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «დ» ქვეპუნქტები და 237-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტი მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვალისწინებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამატებით, ზოგადი ნორმებით _ 332-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით კვალიფიკაციას აღარ საჭიროებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ რ. დ-ის სასიკეთოდ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და დაუნიშნა მის მიერ ჩადენილი ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისი სამართლიანი სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ რ. დ-ის მიმართ შერაცხული ბრალდების იმ ეპიზოდებში, როგორიცაა: არაერთგზის, დიდი ოდენობითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის არაერთგზის, დიდი ოდენობით დაუფლება; არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, _ განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად შერაცხული.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ რ. დ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.