თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. დადგენილი წესით გაცემული უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა ხელქვეითის მიერ, რამაც არსებითად დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესი, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჯგუფურად;
ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. დადგენილი წესით გაცემული ბრძანებულების შეუსრულებლობა ხელქვეითის მიერ სამსახურისადმი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც არსებითად დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესი, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-932აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2006
…მეორე, მესამე ნაწილებით, 316-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 383-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
- საქმე №2კ-42კოლ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2001
უ-შვილის ბრძანებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 383-ე მუხლის შესაბამისად, უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა ხელქვეითის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.
- საქმე №330310019003086176 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.03.2020
…როგორც დანაშაულის სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოებიდან, რომ მსჯავრდებული წარსულში 2004 წელს ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი სისხლის სამაღთლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის რედ.), აღნიშნული სასჯელი კი ვერ გახდა მსჯავრდებულისათვის შემდგომი ქცევის შემცვლელი, რასაც კვლავ მოჰყვა ახალი დანაშაულის ჩადენა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება