თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. სამხედრო მოსამსახურის მიერ სხვა სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ექვს თვემდე.
2. ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-12აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2014
კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ს-ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით, რომლის მოხდისგანაც,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, სრულად გათავისუფლდა.
- საქმე №2კ-9-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2000
…ეს გადაწყვეტილება მართლზომიერი იყო, მაგრამ 2000 წლის 1 ივნისიდან ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ვითარება შეიცვალა. განაჩენის დადგენის დროს მოქმედ სსკ-ის 260-ე მუხლს ამჟამად შეესაბამება ახალი ს.ს. კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის სანქცია სასჯელის ღონისძიებად ითვალისწი-ნებს სამხედრო პირის სამსახურებრივ შეზღუდვას ერთ წლამდე ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებას იმავე ვადით.
- საქმე №330100115001081261 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2019
სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტთან დაკავშირებით ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებაში N12------ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მაღალი რანგის კადრის სამხედრო მოსამსახურეს მსჯავრი დასდო საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან დადასტურებულად მიიჩნია, რომ მან სამხედრო მოსამსახურეებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება