თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. უფროსის ცემა ან მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჯგუფურად;
ბ) იარაღის გამოყენებით;
გ) რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-710აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 2 წლით.
- საქმე №413აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2013
კ-ს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება