თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ანდა მისი იძულება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჯგუფურად;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) არაერთგზის;
დ) იარაღის გამოყენებით;
ე) რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-851აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2024
…სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა, რასაც თან…
- საქმე №2კ-108აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2023
დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; 3.2. რ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №330100117001854191 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.08.2019
…დაბადებული 1----–-–-------------, რეგისტრირებული: გ------------------------–-------––ი და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–-–--–---–----------–-----------–---–-) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით. გ------- ბ--------ს ძე გ-----ს, - (საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------…
- საქმე №330100117001854191 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.11.2018
…შორის, რაც შ----- ლ-----ეს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა. 3.ქმედების სამართლებრივი აღწერა: 3.1.2016 წლის 16 ნოემბერს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის პ------–- ნაწილით, რაც გულისხმობდა ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის - შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება