თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე მისი სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხნით, მაგრამ არაუმეტეს ათი დღე-ღამისა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. (ამოღებულია).
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. (ამოღებულია - 21.09.2023, №3536).
2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3017 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.136
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2240 - ვებგვერდი, 28.04.2014 წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3536
- 16.04.2014 კანონი №2240
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(86)
- საქმე №2კ-662აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2021
…საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს წარმოადგენენ მხოლოდ სამხედრო წვევამდელი და სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე; საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის შენიშვნაში 2017 წლის აგვისტოს რედაქციით, მკაფიოდ არის მითითებული, რომ ამ ტიპის დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს კურსანტი, მსმენელი,…
- საქმე №106აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2021
ფ–მ თვითდათხოვნის თითოეულ ფაქტზე არ მოახდინა დროული რეაგირება, აღნიშნულით უპირატესობა მიანიჭა მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რის შედეგადაც თვითდათხოვნაში მყოფი სამხედრო პირების მიმართ გამოძიება დაიწყო დაგვიანებით, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლით გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. ამასთან, აღნიშნული ფაქტები გამოვლინდა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის…
- საქმე №33აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2018
…სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 23 მაისის განაჩენით ვ. ზ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №122აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2018
ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 389-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-168აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2017
ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედე და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (31.12.2015წ.-05.01.2016წ. ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 388-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (29.02.2016წ.-04.03.2016წ.
- საქმე №174აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2017
- საქმე №86აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2016
- საქმე №15აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2015
- საქმე №2კ-343აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2015
- საქმე №2კ-297აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.01.2015
- საქმე №1016აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2014
- საქმე №1076აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2014
- საქმე №998აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2014
- საქმე №730აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2014
- საქმე №977აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2014
- საქმე №1213აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2014
- საქმე №428აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2013
- საქმე №201აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2013
- საქმე №2კ-1921-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2013
- საქმე №2კ-1794-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2013
- საქმე №2კ-1684-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2013
- საქმე №2კ-1334-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2013
- საქმე №2კ-1261-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2013
- საქმე №2კ-1099-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2013
- საქმე №2კ-844-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2013
- საქმე №2კ-381აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2013
- საქმე №2კ-622-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2013
- საქმე №2კ-273-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2013
- საქმე №2კ-374აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.01.2013
- საქმე №2კ-308აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.10.2012
- საქმე №2კ-238აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2012
- საქმე №2კ-180აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2012
- საქმე №2კ-32აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2012
- საქმე №2კ-434აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2011
- საქმე №2კ-230აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2011
- საქმე №2კ-252აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2011
- საქმე №2კ-348აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2011
- საქმე №2კ-79აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2011
- საქმე №2კ-1006აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2010
- საქმე №2კ-898აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2010
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 86-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება