ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2731-13 6 მარტი, 2013 წელი
ბ-ი ზ, 2731-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ზ. ლ-ას
მსჯავრდებულ _ ზ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილი მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განაჩენით ზ. ბ-ი, –ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3.500 ლარი.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 10 თვე, 19 დღე და საბოლოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 9 ოქტომბრიდან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ზ. ბ-ი გაავისუფლდა სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ზ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 7 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სასმართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-16 და მე-17 მუხლები, მაგრამ არ ეთანხმება რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ სასჯელის ზუსტად განსაზღვრისა და ათვლის ნაწილში.
რადგან საკასაციო პალატის მიერ კანონის საფუძველზე ზუსტად დაანგარიშებული სასჯელი, რომელიც უნდა აითვალოს 2009 წლის 28 მაისიდან (და არა – 2009 წლის 9 ოქტომბრიდან), აღემატება სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ საბოლოო სასჯელს – 3 წელს, 7 თვესა და 29 დღეს, რაც დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულს უკვე მოხდილი აქვს, პალატა ვეღარ დაამძიმებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
ზ. ბ-ლს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2009 წლის 28 მაისიდან.
ზ. ბ-ლი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-19 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ზ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2009 წლის 28 მაისიდან.
ზ. ბ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი
ამონაწერი
№2731-13 6 მარტი, 2013 წელი
ბ-ი ზ, 2731-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ზ. ლ-ას
მსჯავრდებულ _ ზ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილი მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ზ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2009 წლის 28 მაისიდან.
ზ. ბ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი