1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ბინაში უკანონო შეღწევით;
დ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის;
დ) მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
შენიშვნა:
1. კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2. ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
3. კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6331)
- საქმე №2კ-213აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2026
…ღირებულ მობილურ ტელეფონს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით, ტ. ა–ას მიადგა 2600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის განაჩენით რ. ჰ–ს (R. H.) მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა’’ და მე-3 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა – საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
- საქმე №2კ-293აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2026
გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და…
- საქმე №2კ-202აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2026
…რაც გამოიხატა შემდეგში: · 2025 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ-ში, გ-ში, ა.ბ-ის ქუჩაზე მდებარე ე.წ „კ-ის“ შენობაში, მე-... სართულზე არსებულ ბინა N...-ში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3…
- საქმე №2კ-37-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2026
დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით;
- საქმე №2კ-67აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2026
ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
- საქმე №2კ-73აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №2კ-33-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2026
- საქმე №2კ-1149აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
- საქმე №2კ-98აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2026
- საქმე №2კ-163აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2026
- საქმე №2კ-1113აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2026
- საქმე №2კ-1052აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2026
- საქმე №2კ-1155აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №2კ-1131აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №2კ-968აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2026
- საქმე №2კ-44აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №2კ-62აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №2კ-10-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2026
- საქმე №2კ-1067აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2026
- საქმე №2კ-881აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2026
- საქმე №2კ-925აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2026
- საქმე №2კ-948აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ბს-5(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №2კ-848აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.03.2026
- საქმე №2კ-1031აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2026
- საქმე №2კ-1054აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №2კ-800აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №2კ-1014აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
- საქმე №2კ-924აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №2კ-840აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
- საქმე №2კ-784აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2026
- საქმე №2კ-829აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №2კ-805აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2026
- საქმე №2კ-868აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №2კ-132-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №2კ-694აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №2კ-711აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №2კ-614აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2025
- საქმე №2კ-657აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 6331-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება