დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130141124010161845
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№371-26 13 ივლისი, 2026 წელი
ბ-ი ი, 371-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2024 წლის 7 ოქტომბერს ხაშურის რაიონულ სასამართლოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №15 დაწესებულებიდან, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შევიდა მსჯავრდებულ ი. ბ-ის პირადი საქმე, რომლიდანაც ირკვევა, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ი. ბ-ი, დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
დანაშაულთა ერთობლიობითა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ი. ბ-ს სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით.
2. მოცემული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით:
ი. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;
ი. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით.
4. მოცემული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატის მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ი. ბ-ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით და საბოლოოდ, ი. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ი. ბ-ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 26 მაისიდან; მასვე სასჯელის ვადად ჩაეთვალა 2022 წლის 13 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით:
მსჯავრდებულ ი. ბ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რის შემდეგაც მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რის შემდეგაც მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით; სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რის შემდეგაც მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
დანაშაულთა ერთობლიობითა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ი. ბ-ს სასჯელის სახით განესაზღრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
ი. ბ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით, რის შემდეგაც მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ი. ბ-ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, საბოლოოდ, ი. ბ-ს, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის (ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა) ვადის ათვლის თარიღი – 2022 წლის 26 მაისი დარჩა უცვლელად;
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენი და მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება დანარჩენ ნაწილში (მათ შორის, სასჯელის მოხდის ვადის 2022 წლის 13 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ჩათვლის ნაწილში) დარჩა უცვლელად.
7. მსჯავრდებული ი. ბ-ი ითხოვს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანასა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ½-ით შემცირებას (და არა – 1/6-ით, როგორც ეს ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებით არის შემცირებული).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
2. მოცემულ შემთხვევაში, ი. ბ-ი, როგორც აღწერილობით ნაწილშია მითითებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის შეღავათები არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
4. ამავდროულად, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდება დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მათ შორის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. შესაბამისად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გამოკვეთილი უნდა იყოს როგორც განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირი, ისე დაზარალებული უნდა აცხადებდეს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს, უზენაეს სასამართლოში სულ მცირე, მოცემული თანხმობა არ წარმოუდგენია. ამავდროულად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით ი. ბ-ს მსჯავრი დაედო ,,არაერთგზის“ მაკვალიფიცირებელი გარემოებით და განაჩენის მიხედვით, იგი არის ნასამართლევი.
5. ხსენებული ამნისტიის კანონის მე-7 მუხლში აღნიშნულია მუხლების/თავების ჩამონათვალი, რომლებზეც მოცემული ამნისტია არ ვრცელდება. ი. ბ-ის მიერ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები მოცემულ ჩამონათვალში არ გვხვდება, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენითა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სასჯელის 1/6-ით შემცირება, არის კანონიერი და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ საქმეში არ არსებობს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე