დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.01.2014
საქმის ნომერი
1213აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1213აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი

ო-ე გ.- 1213აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენით გ. ო-ე, ნასამართლევი (თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 თვის მოხდის შემდეგ დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 6 წლით;

სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 9 წლით;

სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით;

სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გ. ო-ეს სასჯელად განესაზღვრა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 6 თვე და გ. ო-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 33 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ო-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 5 ივნისიდან.

იმავე განაჩენით რ. კ-ა, ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე 2 წლის მოხდის შემდეგ დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 1 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 29 მაისის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 31 მაისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. კ-ას სასჯელად განესაზღვრა 47 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე და 50-ე მუხლების თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და რ. კ-ას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 49 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

რ. კ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 5 ივნისიდან.

ლ. კ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 29 მაისის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 5 ივნისიდან.

ს. ზ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 388–ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით -1 წლით;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით;

სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით -1 წლით;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით;

სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ზ-ს სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 4 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.

ს. ზ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 5 ივნისიდან.

ა. ო-ე, ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 22 დეკემბრიდან), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით;

სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით -1 წლით;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით;

სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ო-ეს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 5 ივნისიდან.

გ. დ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის მაისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 376–ე მუხლით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) -2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. დ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 7 ივნისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 2 წელი - ჩაეთვალა პირობით;

სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით -1 წლით;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 2 წელი - ჩაეთვალა პირობით;

სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით -1 წლით;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით;

სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გ. ო-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ამ განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს - 15 წელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 6 თვე და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ. ო-ეს სასჯელად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 16 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლითა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

გ. ო-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 5 ივნისიდან.

გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის მაისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 376–ე მუხლით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე შეუმცირდა სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. დ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 7 ივნისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში, ასევე რ. კ-ას, ლ. კ-ის, ს. ზ-ისა და ა. ო-ის მიმართ დანიშნული სასჯელების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–12 მუხლის საფუძველზე გ. ო-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე იმავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული ყველა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 13 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, 10 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

გ. ო-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 ივნისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებული ლ. კ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;

იმავე კანონის მე–9 მუხლის საფუძველზე ლ. კ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;

მასვე იმავე კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა:

საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 29 მაისის ეპიზოდი) - 2 წლითა და 3 თვით;

სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 3 წლით;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 2 წლითა და 3 თვით;

სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. კ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 14 წლითა და 3 თვით.

მსჯავრდებულ ლ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებული რ. კ-ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 1 მარტის ეპიზოდი), სსკ–ის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი), სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისაგან.

მსჯავრდებულ რ. კ-ას ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 2 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-თ შეუმცირდა სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 29 მაისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 4 წელი, 6 თვე და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-თ შეუმცირდა სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 31 მაისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 5 წელი, 3 თვე და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-თ შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 6 წელი და სასჯელად განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 3 წელი, 9 თვე და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-თ შეუმცირდა სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 10 წელი, 6 თვე და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-თ შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 6 წელი და სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ¼-თ შეუმცირდა სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 6 წელი და სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე გაუნახევრდა სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 3 წელი და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულ რ. კ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 33 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. კ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

მსჯავრდებულ რ. კ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 5 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ა. ო-ძე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან;

მასვე იმავე კანონის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ო-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 5 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ს. ზ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან;

მასვე იმავე კანონის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლითა და 6 თვით - პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლითა და 6 თვით - პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით - პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 500 ლარი.

ს. ზ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული გ. დ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) და სსკ-ის 376-ე მუხლით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან;

მასვე იმავე კანონის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 3 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის მაისის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 3 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

გ. დ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 7 ივნისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრისა და 11 მარტის განჩინებებში შევიდა შემდეგი ცვლილება:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპით, მსჯავრდებულ ა. ო-ეს განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით - 2 წლით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. ო-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 5 ივნისიდან.

მსჯავრდებულ ს. ზ-ს განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით - 1 წლით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლითა და 6 თვით - პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლითა და 6 თვით - პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ს. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 500 ლარი.

ს. ზ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 ივნისიდან.

განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულებმა – გ. ო-ემ და ლ. კ-მა შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

მსჯავრდებულ რ. კ-ას ანალოგიური შუამდგომლობა არ შეუტანია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კანონში შეტანილი ცვლილება აუმჯობესებდა მის მდგომარეობას, პალატამ სარევიზიო წესით გადასინჯა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით გ. ო-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

ლ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ლ. კ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წელმა - შთანთქა: სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წელი, 7 თვე და 15 დღე; სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 29 მაისის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წელი და 3 თვე; სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წელი, 7 თვე და 15 დღე; სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წელი და 3 თვე; სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ ლ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ლ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 ივნისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატი 2013 წლის 16 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი ჰქონდა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

მსჯავრდებულ რ. კ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი), სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები: სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 ივნისის ეპიზოდი), სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 4 წელი და 6 თვე;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი), სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 4 წელი და 6 თვე;

სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 31 მაისის ეპიზოდი), სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წელი, 11 თვე და 7 დღე;

სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 29 მაისის ეპიზოდი), სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3წელი, 4 თვე და 15 დღე;

სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით (2009 წლის 3 ივნისის ეპიზოდი), სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წელი, 10 თვე და 15 დღე;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი), სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 4 წელი და 6 თვე;

სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2009 წლის 4 ივნისის ეპიზოდი), სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. კ-ას სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე რ. კ-ას მიმართ ბოლო - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - ნაწილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. კ-ას სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რ. კ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე გ. ო-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ გ. ო-ე წინათ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენით გათვალისწინებულ დანაშაულებებთან მიმართებით (რომლებიც ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში), სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ო-ის მიმართ ბოლო განაჩენით სრული შეკრების პრინციპით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. ამასთან, საბოლოო სასჯელის დადგენისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მისი პიროვნება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ო-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. ქათამაძე