1. დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს.
2. თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(358)
- საქმე №ას-581-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2025
შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა რომ არსებობდა ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, განცხადება სპეციალური კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური დებატების ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა, ამასთან არ არსებობდა ამავე კანონის მე-15 და მე-16 მუხლით დადგენილი გამონაკლისებიც. 33. კასატორის შემდგომი შედავებაა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არ დასტურდებოდა და იგი ფაქტობრივად გათავისუფლდა მტკიცების ტვირთისგან, რაც გაზიარებული ვერ იქნება.
- საქმე №2კ-983აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.12.2022
…მიაქცია. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფენ, რომ ზ. ბ–ს ქმედებაში იკვეთება საკუთრების ხელყოფის ორგვარი ფორმა: 1) მიწის ნაკვეთის მთლიანობის დაზიანება - მიწის ამოთხრის შედეგად და 2) ამოღებული მიწის დაუფლება და განკარგვა. საქართველოს სსკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად: „დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს“.
- საქმე №2კ-50-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2022
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა - 2 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ.
- საქმე №2კ-368-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.06.2021
…მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება.
- საქმე №ბს-1178(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2020
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა პირადობის მოწმობის მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაცემის წესის კონსტიტუციურობაზე და მიიჩნია, რომ ნორმები, რომლებიც აწესებენ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღების უალტერნატივო წესს, სუბიექტური მოტივებით გამონაკლისის დაშვების გარეშე, ვერ ჩაითვლება არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის მე-11 და მე-16 მუხლებთან მიმართებაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო რეგულაციის შემოღება და ელექტრონული პირადობის მოწმობის უალტერნატივო წესით გაცემის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით იყო განპირობებული.
- საქმე №ბს-995(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ბს-210(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №111აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2019
- საქმე №100აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2018
- საქმე №48აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2017
- საქმე №2კ-26-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2017
- საქმე №2კ-21-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2017
- საქმე №97აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2016
- საქმე №256აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2016
- საქმე №79აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2016
- საქმე №153აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.11.2015
- საქმე №2კ-10-I-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2015
- საქმე №2კ-1-I-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.01.2015
- საქმე №2კ-2-I-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.01.2015
- საქმე №2კ-27-I-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2014
- საქმე №2კ-23-I-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2014
- საქმე №1223აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2014
- საქმე №1166აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2014
- საქმე №1239აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2014
- საქმე №1183აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2014
- საქმე №1056აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2014
- საქმე №1187აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2014
- საქმე №764აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2014
- საქმე №749აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2014
- საქმე №721აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2014
- საქმე №733აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2014
- საქმე №1213აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2014
- საქმე №975აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2014
- საქმე №670აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2014
- საქმე №1067აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2014
- საქმე №569აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2014
- საქმე №726აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2014
- საქმე №597აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2014
- საქმე №2კ-1960-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.01.2014
- საქმე №986აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.01.2014
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 358-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება