ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.01.2015
საქმის ნომერი
2კ-1-I-15
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.01.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№11-15 13 იანვარი, 2015 წელი

ა-ე ზ.- 11-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. შ-ის

მსჯავრდებულ – ზ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ზ. ა-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“, 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 19 წლით; 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით; 353 -ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ა-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 17 იანვრიდან.

ზ. ა-ეს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 353 -ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ზ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“, 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 19 წლით; 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით; 353 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ა-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 17 იანვრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ზ. ა-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ზ. ა-ეს ¼-ით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“, 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 19 წელი და განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 18 წელი და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. ა-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 27 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 17 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ა-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის სწორად გამოყენების საფუძველზე სასჯელის ზუსტად ათვლა, კერძოდ: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელების ცალ-ცალკე განსაზღვრა და სსკ-ის 109-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირება, ხოლო 19, 109-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის მიმართ, იმავე კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის განახევრება. საბოლოო სასჯელად კი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით - 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომელშიც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“ და ზ. ა-ე, იმის გამო, რომ ამ პერიოდისთვის იყო ნასამართლობის არმქონე პირი, კანონიერად გაათავისუფლა საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან.

მართალია, ზ. ა-ე ნასამართლობის არმქონე პირია, მაგრამ რადგან მის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას მაკვალიფიცირებელ ნიშნად აქვს ნარკოტიკული საშუალების გასაღება, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი ვერ იქნა გამოყენებული და საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულს ზემოაღნიშნული მუხლისთვის დანიშნული სასჯელი - 18 წელი ასევე კანონიერად შეუმცირა 1/4-ით.

ამასთან, პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“, 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ჩადენილ დანაშაულთა მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის გავრცელებისა და დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირების თაობაზე.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–17 მუხლის თანახმად: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“. საქმის მასალებით კი ცნობილია, რომ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“, 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ჩადენილ დანაშაულთა მიმართ დანიშნული აქვს ერთიანი სასჯელი (მათ შორის საბოლოო სასჯელი დანიშნული აქვს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის). ამდენად, იმის გამო, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა არ დამძიმდეს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ და ზ. ა-ის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი, სადაც აღნიშნულია: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მცდელობა“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ა-ეს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“, 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 19 წელი და უნდა განესაზღვროს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 18 წელი და უნდა განესაზღვროს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ა-ეს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2009 წლის 17 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ა-ეს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“, 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 19 წელი და განესაზღვროს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 18 წელი და განესაზღვროს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ა-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყოს 2009 წლის 17 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი