1. განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას.
2. განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.
თავი V
დანაშაულის სიმრავ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
წინა რედაქცია (27.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. განგრძობადი დანაშაული 1. განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. 2. განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. თავი V . დანაშაულის სიმრავლესიმრავ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(141)
საქმე №2კ-5-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2026
…მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე”. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, “ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდების თაობაზე სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში”.
საქმე №2კ-482აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2025
…ამისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის განმარტებას იმის შესახებ, რომ თუნდაც დადგენილი იყოს პრედიკატული დანაშაულის ფაქტი, ფულის გათეთრებით დამატებით კვალიფიკაცია არასწორია, რადგან სახეზეა ერთი, განგრძობადი დანაშაული. საქართველოს სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას.
საქმე №2კ-1214აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2025
კასატორი მიიჩნევს, რომ განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, არასწორია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ორ ეპიზოდად დაკვლიფიცირება და, აქედან გამომდინარე, ცალ-ცალკე სასჯელების განსაზღვრა, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 14-ე მუხლის შესაბამისად, განგრძობადია ამავე კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას.
საქმე №2კ-34-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2025
მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს განგრძობადი ტიპის დანაშაულთან, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედებები ხორციელდებოდა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2007 წლიდან 2023 წლამდე და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, იგი დასრულებულად მიჩნევა 2023 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული 30-წლიანი…
საქმე №2კ-86-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2024
გ–ს მიმართ 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან ამ კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად,,მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით…
საქმე №2კ-19-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2024
საქმე №ბს-900(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
საქმე №ას-549-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2023
საქმე №2კ-29-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.05.2022
საქმე №2კ-266აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.10.2021
საქმე №2კ-236-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2021
საქმე №2კ-221-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2021
საქმე №2კ-131-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2021
საქმე №2კ-157-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2021
საქმე №2კ-177-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2021
საქმე №2კ-109-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2021
საქმე №2კ-60-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2021
საქმე №2კ-34-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2021
საქმე №2კ-38-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2021
საქმე №2კ-240აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2011
საქმე №2კ-610აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2010
საქმე №ა-759-შ-32-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2009
საქმე №2კ-1439აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2009
საქმე №2კ-1570აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2009
საქმე №2კ-879აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2008
…კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაადგინოს, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 14, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-14/