1. მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. ის საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ დასაქმებული შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების, დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ხელფასის ნებისმიერი მიზეზით არარსებობის გამო შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად.
2. მონაწილე თვითდასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება თვითდასაქმებულის შემოსავლის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად. თვითდასაქმებული საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს თვითდასაქმებულის შემოსავლის მიღების აღდგენისთანავე.
3.
(ამოღებულია - 01.11.2023, №3601).
4.
(ამოღებულია - 01.11.2023, №3601).
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.11.2023 კანონი №3601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის განგრძობადობა 1. მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო სქემაში საპენსიო შენატანების განხორციელებას. მონაწილეის საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილედასაქმებული შეწყვეტსშრომითი/სახელშეკრულებო საპენსიო შენატანების განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დაშვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისშვებულების, ან დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო,ან ხელფასის ნებისმიერი მიზეზით არარსებობის გამო შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად. 2. თვითდასაქმებულმონაწილე მონაწილეს,თვითდასაქმებული, რომელიცრომელსაც შეაჩერებსდროებით საპენსიოშეუჩერდება შენატანებისთვითდასაქმებულის განხორციელებას,შემოსავლის შეუძლიამიღება, ნებისმიერდროებით დროსშეაჩერებს განაახლოს საპენსიო შენატანების განხორციელება.განხორციელებას. 3.საპენსიო მონაწილეს,აქტივები რომელიცრჩება გადაწყვეტს საქართველოს სამუდამოდ დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს. 4. ამ მუხლისკანონის მე-3შესაბამისად. პუნქტითთვითდასაქმებული გათვალისწინებულ შემთხვევაში მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან მისაღებ თანხას ჩამოეჭრება მის სასარგებლოდ განხორციელებული სახელმწიფო შენატანების პროპორციულიგანხორციელებას საპენსიოგანაახლებს აქტივებისთვითდასაქმებულის ღირებულება,შემოსავლის ხოლომიღების დარჩენილიაღდგენისთანავე. მისაღები3. თანხა(ამოღებულია დაიბეგრება- საქართველოს01.11.2023, კანონმდებლობის№3601). შესაბამისად.4. თავი(ამოღებულია V.- საპენსიო01.11.2023, აქტივები და მათი ინვესტირება№3601).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1232(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საპენსიო აქტივების გაცემა მოთხოვნილია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაგროვებითი პენსიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება