1. საპენსიო შენატანები და საპენსიო შენატანებით შეძენილი პორტფელის ერთეულები მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება.
2. საპენსიო ფონდი მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის დისტანციურ, ელექტრონულ ხელმისაწვდომობას. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მონაწილისთვის მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.
4. (ამოღებულია - 27.06.2024, №4312);
5.
(ამოღებულია - 01.11.2023, №3601).
6. მონაწილის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, მის მიერ პენსიის ან/და საპენსიო აქტივების სრულად მიღების შემდეგ მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში არააქტიური ხდება, თუმცა არ უქმდება. ყოფილი მონაწილისთვის/პენსიის მიმღებისთვის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ხელმისაწვდომი რჩება.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. საპენსიო სააგენტოშიფონდში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები 1. საპენსიო შენატანები და საპენსიო შენატანებით შეძენილი პორტფელის ერთეულები აისახება მონაწილის (მათ შორის, იმ მონაწილის, რომელმაც ისარგებლა ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.ანგარიშზე აისახება. 2. საპენსიო სააგენტოფონდი მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის დისტანციურდისტანციურ, ელექტრონულ ხელმისაწვდომობას. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო.ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მონაწილისთვის მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. 4. საპენსიო(ამოღებულია სააგენტო- შეიმუშავებს27.06.2024, და№4312); ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას. 5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601). 6. მონაწილის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, მის მიერ პენსიის ან/და საპენსიო აქტივების სრულად მიღების შემდეგ მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში არააქტიური ხდება, თუმცა არ უქმდება. ყოფილი მონაწილისთვის/პენსიის მიმღებისთვის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ხელმისაწვდომი რჩება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაგროვებითი პენსიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება