1. თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, მას უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო ფონდს და გავიდეს ამ სქემიდან მასში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული მონაწილედ რჩება.
2. დამსაქმებელს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება ან მასზე სხვა ფორმით ზემოქმედება.
3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში:
ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით;
ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით;
გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები გადაირიცხება საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.
4. თუ დასაქმებული ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს აღნიშნულ სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის მიერ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განცხადების წარდგენის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში მის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას და შექმნის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურების საფუძველს.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა 1. თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგიმას უფლებამოსილიაუფლება აქვს, საპენსიო სააგენტოსფონდის მიერ განსაზღვრულიდადგენილი წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოსფონდს და გავიდეს დაგროვებითიამ საპენსიო სქემიდან ამმასში სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩებამონაწილედ მონაწილედ.რჩება. 2. დამსაქმებელს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება ან მასზე სხვა ფორმით ზემოქმედება. 3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში: ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით,სახელით დასაქმებულისდა მის სასარგებლოდ მისდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოსფონდის მიერ განსაზღვრულიდადგენილი წესით; ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო სააგენტოსფონდის მიერ განსაზღვრულიდადგენილი წესით; გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ,სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები გადაირიცხება საპენსიო სააგენტოსფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო სააგენტოსფონდის მიერ განსაზღვრულიდადგენილი წესით. 4. თუ დასაქმებული ამ მუხლის პირველი პუნქტითპუნქტის დადგენილიშესაბამისად წესით უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებითაღნიშნულ საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოსფონდის მიერ განსაზღვრულიდადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს. 5. დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსფონდის მიერ განსაზღვრულიდადგენილი წესით განცხადების წარდგენის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში მის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას და შექმნის საფუძველს მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურებისთვის.გააქტიურების საფუძველს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-16(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
…დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში – 55 წელი), საპენსიო სქემის მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი ხელფასის მიღებისთანავე. მითითებული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაგროვებითი პენსიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება