1. დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ დამსაქმებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.
3. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ნებაყოფლობით, ამ კანონის შესაბამისად.
4. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.11.2023 კანონი №3601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა 1. დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის(მამაკაცის შემთხვევაშიშემთხვევაში) −ან 55 წელი),წელი ხდება(ქალის შემთხვევაში), მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მისდამსაქმებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე პირველი ხელფასისსაპენსიო მიღებისთანავე.შენატანის განხორციელებისთანავე. 2. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად. 3. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის(მამაკაცის შემთხვევაშიშემთხვევაში) −ან 55 წელი),წელი და(ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილეებიმონაწილე ხდებიანხდება ნებაყოფლობით, ამ კანონის შესაბამისად. 4. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის(მამაკაცის შემთხვევაშიშემთხვევაში) −ან 55 წელი),წელი და(ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილეებიმონაწილე ხდებიანხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მათმის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-16(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
მოსარჩელე მიუთითებს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, თვითდასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე ხდება ნებაყოფლობით, მას შემდეგ რაც იგი კანონის ამოქმედების შემდეგ განახორციელებს პირველ საპენსიო შენატანს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაგროვებითი პენსიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება