1. საპენსიო აქტივები, პორტფელის ერთეულები, რომლებიც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება, მისი საკუთრებაა. მონაწილეს აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. არ შეიძლება მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივებზე/ პორტფელის ერთეულებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები/პორტფელის ერთეულები აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი მონაწილის/პენსიის მიმღების, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) გაკოტრების მასაში.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე 1. საპენსიო აქტივები, პორტფელის ერთეულები, რომლებიც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება, მისი საკუთრებაა. მონაწილეს აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. არ შეიძლება მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივებზე/ პორტფელის ერთეულებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის, საპენსიო სააგენტოს,ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები/პორტფელის ერთეულები აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი მონაწილის/პენსიის მიმღების, საპენსიო სააგენტოს,ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) გაკოტრების მასაში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1232(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
…მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საპენსიო სააგენტო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებულ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს აღრიცხავს დაგროვებით საპენსიო სქემაში და თითოეული მონაწილისთვის ქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპენსიო აქტივები, რომლებიც აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, განიხილება მონაწილის საკუთრებად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაგროვებითი პენსიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება