განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141221004290011
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №60I -21 თბილისი
კ–ი დ., 60I -21 23 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქმის მასალების მიხედვით: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით დ. კ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი; ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; დანაშაულთა ერთობლიობისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითაც, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2500 ლარი; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მიესაჯა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2015 წლის 10 თებერვლიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. დ. კ–ს სასჯელი აეთვალა 2015 წლის 10 თებერვლიდან.
2. ზემოაღნიშნული განაჩენი დ. კ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №12 დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. კ–ს პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. კ–მა, რომელიც ითხოვს მის შეცვლასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი მსჯავრდებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით. ამასთან ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავსუფლების შემდეგ მისი ქმედების ხელახალ სამართლებრივ შეფასებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღარ არის გამოკვეთილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რომლისთვისაც იგი მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ნოემბრის განაჩენით. კასატორი მიიჩვევს, რომ მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მას სამართლიანი სასჯელი უნდა შეუფარდოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, დ. კ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ვინაიდან, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა - მაშინ, როდესაც დ. კ–ი მსჯავრდებულია სულ სხვა დანაშაულებისათვის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანასაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ორი ეპიზოდი) - რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული იყო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით გათვალსიწინებულია 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება ნაწილობრივ უნდა შეიცვალოს და დ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზე შემდეგ გარემოებათა გამო:
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: დ. კ–ი უნდა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის, 1 წლით პირობითი მსჯავრისა და 2 წლის გამოსაცდელი ვადისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა - 2500 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად; დ. კ–ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 6 თვე პირობითი მსჯავრი და 1 წლის გამოსაცდელი ვადა და განესაზღვროს - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 4 თვე და 15 დღე პირობითი მსჯავრი და 9 თვე გამოსაცდელი ვადა. ამასთან, დ. კ–ს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: დ. კ–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით დ. კ–სათვის დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით შეფარდებულ სასჯელს - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელებზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების გათვალისწინებით, უნდა დაემატოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს - 8 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა აეთვალოს 2015 წლის 10 თებერვლიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, დამატებით აღნიშნოს, რომ სასჯელის შთანთქმის პრინციპით დანიშვნა არ გულისხმობს, რომ დ. კ–ს მიმართ აღარ არსებობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი შეფარდებული სასჯელი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთ პალატის 2014 წლის 14 მარტის N1248აგ-13 განჩინების სამოტივაციო ნაწილი - ,,სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას და უფრო დიდი სასჯელისაგან გათავისუფლება მსჯავრდებულს ავტომატურად არ ათავისუფლებს შთანთქმული სასჯელისაგანაც“).
8. საკასაციო სასამართლო კასატორის დამატებით მოთხოვნასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულის ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება და შეფარდებული სასჯელის სამართლიანობის შეფასება სცდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებისას სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს და, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვეთილია საჩივრის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. კ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. დ. კ–ი გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის, 1 წლით პირობითი მსჯავრისა და 2 წლის გამოსაცდელი ვადისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა - 2500 ლარი დარჩეს უცვლელად;
3. დ. კ–ს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, აღუდგეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
4. დ. კ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 6 თვე პირობითი მსჯავრი და 1 წელი გამოსაცდელი ვადა და განესაზღვროს - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 4 თვე და 15 დღე პრობითი მსჯავრი და 9 თვე გამოსაცდელი ვადა;
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად;
6. დ. კ–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს - 8 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2015 წლის 10 თებერვლიდან;
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად;
9. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი