დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.01.2014
საქმის ნომერი
726აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№726აგ-13 16 იანვარი, 2014 წელი

ქ-ე ი, 726აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ქ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განაჩენით ი. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა რეალურად, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით -1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა რეალურად, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა რეალურად, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 344–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა ამავე განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ქ-ს საბოლოოდ სასჯელად დაენიშნა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 30 მაისიდან.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული ი. ქ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე აღსასრულებლად მიქცეული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან; ამავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ი. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2012 წლის 28 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, 6 თვე დაენიშნა რეალურად მოსახდელად, ხოლო 6 თვე პირობითად და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული - 4 თვე და 15 დღე - ჩაეთვალა პირობითად; მასვე სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, 6 თვე დაენიშნა რეალურად მოსახდელად, ხოლო 6 თვე პირობითად და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული - 4 თვე და 15 დღე - ჩაეთვალა პირობითად; მასვე სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, 6 თვე დაენიშნა რეალურად მოსახდელად, ხოლო 6 თვე პირობითად და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული - 4 თვე და 15 დღე, რაც ჩაეთვალა პირობითად; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 344–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად. საბოლოოდ ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელები და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. ქ-ს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. ქ-ს პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად, მოსახდელად დარჩა 1 წელი და 6 თვე, რაც ჩაეთვალა პირობითად; მასვე ამავე კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა გამოსაცდელი ვადა - 3 წელი და გამოსაცდელ ვადად დარჩა 2 წელი და 3 თვე. ი. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 30 მაისიდან.

2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ქ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ქ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განაჩენი და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ქ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ქ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი