დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.03.2014
საქმის ნომერი
1183აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1183აგ-13 21 მარტი, 2014 წელი

ა-ი გ.- 1183აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივრი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 2 ივლისის განაჩენით გ. ა-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, ნაწილობრივი შეკრებით, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენებით გაუქმდა 1997 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 თვე, რაც დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და სსკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრებით გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონით გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2008 წლის 4 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ივნისის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. მ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ჩ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ი-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ხ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე. ა-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე, 3 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 1 ივნისიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შ. ხ-ას ეპიზოდი) - 4 წლით;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. ხ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ო. ხ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა რომლის ათვლაც დაეწყო 2011 წლის 13 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ) მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის (2009 წლის 1 ივნისიდან 2012 წლის 2 აპრილამდე მდგომარეობით) მოუხდელ ნაწილს - 7 წელს, 2 თვეს, 2 დღეს - მთლიანად დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 10 წელი და განაჩენთა ერთობლიობით გ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლით, 2 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 2 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით გ. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ივნისის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე დამატებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე, 3 დღე; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. მ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი - 2 წელი;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ჩ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი - 2 წელი;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ი-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი - 1 წელი;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ხ-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი - 2 წელი;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე. ა-ის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 6 თვე;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ა-ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (დაზარალებულ შ. ხ-ას ეპიზოდი) საფუძველზე განსაზღვრული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

მასვე იმავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა: გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. ხ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 3 წელი; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ო. ხ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 3 წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელიდან გ. ა-ს მოსახდელად დარჩა – 9 წლით, 10 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო – 2012 წლის 2 აპრილიდან.

2013 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. ა-მა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდა ცვლილება.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 და მე–3 ნაწილების თანახმად, მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ:

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დ. ხ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: იმავე განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ო. ხ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი, 6 თვე; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 ივნისის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ლ. მ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი; იმავე განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ჩ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი; სსკ–ის 180-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ი-ის ეპიზოიდ) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 6 თვე; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ხ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ა-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 მარტის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (გ. გ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი.

მსჯავრდებულ გ. ა-ს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 4 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელები კანონიერად შეიკრიბა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რადგან მსჯავრდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ივნისისა და გორის რაიონული სასამართლოს განაჩენებით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის განაჩენის გამოტანამდე - 2008 წლის 19 ივლისსა და 2008 წლის 10 აპრილს.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სასჯელების ნაწილობრივი შეკრების ნაწილში და მიიჩნევს, რომ გ. ა-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენი გ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი