დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.01.2014
საქმის ნომერი
975აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№975აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი

კ-ა ბ, 975აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. წ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ბ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი, 143–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის განაჩენით ბ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3782–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი და 2 თვე - მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ბ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და მე–16 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით; სსკ–ის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეუპნქტებითა და 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 10 წლისა და 6 თვის ვადით - გამოაკლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის განაჩენის მიღებამდე მოხდილი სასჯელი - 2 წელი, 9 თვე და 28 დღე და განესაზღვრა 7 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ბ. კ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის განაჩენით სსკ–ის 19,379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით; ამავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მასვე სსკ–ის 2782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ. კ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 წლისა და 3 თვის ვადით - შთანთქა სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით სსკ–ის 19,379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 3782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს (ამნისტიის გათვალისწინებით) - 7 წელს, 1 თვესა და 15 დღეს - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 26 ივლისიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ბ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. წ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ბ. კ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. კ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. წ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი