შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.03.2014
საქმის ნომერი
1166აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1166აგ-13 28 მარტი, 2014 წელი გ-ი მ., 1166აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით ლ. კ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღვეთა 7 წლით; სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლ. კ-ეს მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 მაისიდან.

ამავე განაჩენით მ. გ-ი, – ნასამართლობის მქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით , მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვით, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 2 თვით; სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 8 თვით, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. გ-ს მიესაჯა 13 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განაჩენით სსკ–ის 187–ე მუხლის 1–ლი ნაწილითა და 19.177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით შევიდა ცვლილება და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ მ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლითა და 8 თვით, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

მსჯავრდებულ მ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 მაისიდან, რომელშიც ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით სასჯელში ჩათვლილი 23 დღე – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულების - მ. გ-ისა და ლ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 22 იანვრის განკარგულებით მსჯავრდებულ ლ. კ-ეს გაუნახევრდა მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი - 9 წლით, 4 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

მსჯავრდებულ ლ. კ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 მაისიდან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული მ. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–6 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მარტის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით დაზუსტებული სასჯელის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განაჩენებით სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული და მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან; მასვე ამავე კანონის მე–16 მუხლის გამოყენებით ერთი მეოთხედით შეუმცირდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აკვეთა; სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, 10 თვითა და 15 დღით.

მსჯავრდებულ მ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2009 წლის 20 მაისიდან, რომელშიც ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით სასჯელში ჩათვლილი 23 დღე– სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დრო.

2013 წლის 20 და 23 მაისს მსჯავრდებულებმა - ლ. კ-ემ და მ. გ-მა შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულების – ლ. კ-ისა და მ. გ-ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა:

მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიმართ სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით)– 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მსჯავრდებულ ლ. კ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა– 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 20 მაისიდან. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი მისი გამოტანის მომენტისათვის მოხდილი ჰქონდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 5 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულ მ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2009 წლის 20 მაისიდან. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 და 15 თებერვლის განჩინებები და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული მ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. გ-მა ბრალად შერაცხული ქმედებები ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.

ამდენად, მ. გ-ს სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 5 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას 143-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მ. გ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 5 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2009 წლის 20 მაისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

მ. გ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 5 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას 143-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მ. გ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 5 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2009 წლის 20 მაისიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე